NetEnt-მა Coins of Egypt-ი გამოაჩინა

გამოქვეყნებული October 17, 2018

NetEnt-მა Coins of Egypt-ი გამოაჩინა

გარკვეული ექსკლუზიურობის შემდეგ, Betson Casino-ს სლოტი Coins Of Egypt-ი, ნელნელა გამოჩნდა სხვა კაზინოებშიც, რომლებიც იყენებენ NetEnt-ის nad games-ის პროგრამას.

Coins of Egypt-ი არის 5 დოლურიანი და 20 ხაზიანი სლოტი, რომელიც 8 ოქტომბერს, Net Entertainment -ის კაზინოებში გამოჩნდა. ამას მოჰყვა ექსკლუზიურობა Betsson Casino-ზე, სადაც შთამბეჭდავმა დიზაინმა და მახასიათებლებმა თავი ძალიან წარმატებულად გამოავლინეს.

თემატიკა რათქმაუნდა, ძალიან პოპულარული ძველი ეგვიპტის თემის გარშემო ტრიალებს და შეიცავს ისეთ კლასიკურ სიმბოლოებს, როგორებიცაა ფუნაგორიები და სხვადასხვა ღმერთები. ასევე შეგხვდებათ დამატებითი, უფასო სპინები, ველური ჩანაცვლებები და სპეციალური Pharaoh Coins-ის ფუნქცია.

კლასიკური სლოტი

NetEnt-მა დანამდვილებით დაუმიზნა ლიდერობის მწვერვალებს, თავისი მოდური სიმბოლოებით და დრამატული ქვის ეფექტის მქონე დოლურების ჩარჩოებით. ქანდაკებები თამაშის ორივე მხრიდან ჩანს და ნიავი პალმებს ნაზად არწევს, მაშინ როდესაც დოლურები ტრიალებენ. მარცხენა მხრიდან ერთ ხაზზე დაწყობისას, ხუთ ძვირფას ქვიან ხოჭოს, მოაქვს ნაკლები ღირებულების პრიზები,  ხოლო ღმერთების სურათებს კი უმაღლესი. 

ყოველ სპინთან ერთად, დოლურებზე ჩნდება მონეტები ღირებულებით 2x-დან 15x-მდე. მონეტების ფასი დაემატება ნებისმიერ მოგებას თითოეულ სპინზე, მანამ სანამ ფარაონის სიმბოლო არ გამოჩნდება მე-5 დოლურაზე. 

სხვა ფუნქციები

სხვებთან შედარებით, ველური სიმბოლო დაეხმარება მოთამაშეებს მოიპოვონ მეტი პრიზი, რადგან ის ამავე დროს არის ყველაზე მაღალი ფასეულობის მქონე სიმბოლო, რომლის ფასიც 150x-მდე აღწევს.

უფასო სპინების ფუნქცია იწყება მაშინ, როდესაც ფუნაგორიას სიმბოლო ერთდროულად ჩერდება პირველ, მე-3, და მე-5 დოლურაზე.  მონეტები, რომლებიც ჩნდებიან უკანასკნელ სპინზე, მაშინვე ემატება 3 სკივრიდან ერთ-ერთს, რომელთა დანახვაც უფასო თამაშებში შეიძლება.  The Ruby Eagle-ს, Emerald Snake-ს და Golden Cat-ის სკივრები ივსება მოგებულით მთელი უფასო სპინების განმავლობაში და როდესაც სამიდან ერთ-ერთი გაიღება, ყველა მონეტა დაგერიცხებათ, ამგვარად ბონუს როუნდი სრულდება. 

ისიამოვნე სხვადასხვა მოწყობილობაზე

Coins of Egypt-ის თამაში შეიძლება ფსონით 0.20დან 200.00მდე მობილურ და დესკტოპ პლატფორმებზე. მისი RTP 96.97% - ს აღწევს. ახლა უკვე Coins of Egypt-ი ჩნდება ბევრი ონლაინ კაზინოს საიტზე, რომლებიც NetEnt-ის თამაშებს გვთავაზობენ. 

 

ასევე ნახეთ

სლოტის მიმოხილვა: Microgaming-ის Wild Scabs-ი

Tornado Farm Escape ქრის bet365 Mobile-ზე


დიახ! მე მინდა გავიგო ექსკლუზიური ბონუსების, აქციების და სიახლეების შესახებ.

SUBSCRIBE