ონლაინ Blackjack

ისწავლეთ როგორ ითამაშოთ ყველაზე პოპულარული კაზინოს კარტის კლასიკური თამაში - blackjack 21. ისწავლეთ თუ როგორ დაეუფლოთ Blackjack-ს, ყოვლისმომცველი blackjack-ის გზამკვლევის კითხვის მეშვეობით.

ისტორია

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ Blackjack-ის ზუსტი წარმოშობა ამ დღემდე უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშების ექსპერტები აგრძელებენ დებატებს თამაშის ნამდვილი წარმომავლობის დასადგენად, არსებობს ზოგადი კონსესუსი, რომ თამაში შესაძლებელია საფრანგეთში დაიწყო, შესაძლებელია ბელგიაშიც. ფაქტია, რომ დღეისათვის ცნობილი თამაში არ არის განსხვავებული იმ თამაშისაგან, რომელსაც მეთვრამეტე საუკუნეში თამაშობდნენ საფრანგეთში. კაზინოს თამაშს Vingt-et-un-ს, რომელიც 21-ს ნიშნავს, აქვს საოცარი მსგავსება თანამედროვე ვერსიასთან, რომელსაც Blackjack-ს ვუწოდებთ. პირველმა ვინც Blackjack-ის თამაში ახალ მსოფლიოში - აშშ-ში ჩამოიტანა იყო ფრანგი. ესპანელი ავტორის - მიგელ დე სერვანტესის მიერ თავის ერთ-ერთ წიგნში Blackjack-ის წარმოშობის  რამოდენიმე წყაროა მითითებული. ეს მითითება დაწერილია მე-17 საუკუნეში, რაც ამტკიცებს თეორიას იმის შესახებ, რომ იმ დროში Blackjack-ით ერთობოდნენ ესპანელები და ფრანგები. აღნიშნული გრძელდებოდა მომდევნო 200 წელი 1913 წლამდე; ნევადა იყო პირველი შტატი, რომელმაც აზარტული თამაში ლეგალური გახადა. თამაშმა მოიპოვა დიდი წარმატება, მას შემდეგ, რაც ონლაინ კაზინოები გამოჩნდა 1990-იანი წლების შუა პერიოდში. Blackjack მოწინავე ადგილს იკავებს კაზინოს თამაშებს შორის.

ტერმინოლოგია

Blackjack-ის ლექსიკონი გაჯერებულია საკუთარი ტერმინებით, სიტყვებითა და სალაპარაკო გამონათქვამებით. დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენთვის მისაღები და მოწონებადი Blackjack-ის დიქცია. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი ტერმინოლოგია, რომელიც ფართოდ გამოიყენება Blackjack-ის თამაშისას:

  • Blackjack - როგორც თამაშის სახელია, ასევე საუკეთესო შესაძლებელი ხელი თამაშში (ტუზი+10-ის ღირებულების კარტი);
  • Bust -  თამაშის ის ხელი, სადაც 21-ზე მეტ ქულას აგროვებს;
  • Double Down – მოთამაშეებს შეუძლიათ გააორმაგონ თავიანთი ფსონები, მიიღონ დამატებითი კარტი და შემდეგ გაჩერდნენ;
  • Hit - ეს არის სხვა კარტის  დამატების მოთხოვნა;
  • Hole Card - აღნიშნავს მაგიდაზე სახით დადებულ დილერის კარტს, რომელსაც მოთამაშე ვერ ხედავს;
  • Insurance - მოთამაშეებს შეუძლიათ დაეზღვიონ, თუ დილერის ამოტრიალებული კარტი ტუზია და თუ მოთამაშე გრძნობს, რომ დილერს Blackjack აქვს;
  • Push - აღნიშნავს თანაბარ ანგარიშს დილერს და მოთამაშეს შორის;
  • Split – ერთიდაიმავე ფასეულობის ორი კარტი შესაძლებელია გაიყოს, ამგვარად ფორმირება  გაუკეთოს ორ განცალკევებულ ხელს. ერთნაერი ფასეულობის ნიძლავი განთავსდება გაყოფილ ხელში;
  • Stand - როდესაც, მოთამაშე თავს იკავებს კარტის დამატებისაგან და კმაყოფილია ხელში არსებული კარტით;
  • Surrender -  ხელმისაწვდომია ზოგიერთ ონლაინ კაზინოში, სადაც მოთამაშეს შეუძლია შეწყვიტოს თამაშის კონკრეტული ხელი, როდესაც ჩათვლის რომ ხელში არსებული კარტების ღირებულების ჯამმა მისთვის სასურველ ოდენობას მიაღწია და ამ შემთხვევაში მოთამაშე იბრუნებს ჩამოსული ფსონის 50%-ს.

წესები

Blackjack არსი მდგომარეობს იმაში, რომ აჯობო დამრიგებლის ხელში არსებულ კარტს, ისე რომ არ გადააჭარბო 21-ს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მოთამაშე, რომლის ხელში არსებული ნებისმიერი კარტი გადააჭარბებს 21-ს გავარდება თამაშიდან, დილერი კი იგებს ამ ხელს. თუ სხვა ხელში მოთამაშეს შეუძლია დილერის ხელში არსებული კარტის ღირებულებას აჯობოს, რაც არ უნდა იყოს ეს ღირებულება მოთამაშე იგებს. კარტებს,  2-დან 10-ის ჩათვლით გააჩნიათ თავისი ნომინალური ღირებულება, ხანდახან ტუზებს შეუძლიათ 1-ის ან 11-ის ღირებულების ქონა. ყველა ნახატიან კარტს გააჩნია 10-ის ღირებულება. მას შემდეგ. რაც ფსონი დადებულია, დილერი დაურიგებს 2 კარტს თითოეულ მოთამაშეს. დილერი იღებს ორ კარტს, მაგრამ ამ კარტებიდან მხოლოდ ერთია სახით ზევით, მეორე სახით ქვევით. მოთამაშეებს აქვთ არჩევანი, რომ დაიმატონ, გაჩერდნენ, გააორმაგონ, გაყონ, დააზღვიონ ან დანებდნენ (თუ შესაძლებელია). Blackjack სახეზეა, როდესაც მთლიანად 21-ი შეგროვებულია ორი კარტით. როგორც წესი, Blackjack-ში მოგების კოეფიციენტია 3-2-ის წინააღმდეგობ, დილერი ადის 16 ქულამდე და ჩერდება 17-ზე.

სტრატეგია

Blackjack ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თამაშია კაზინოს კარტის თამაშებს შორის. თამაში გამოაჩენს სიმარჯვისა და სტრატეგიის ელემენტს, ეს კი კარგად მეტყველებს იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც სურთ თამაშის შესახებ უფრო მეტი გაიგონ. Blackjack-ის სტრატეგიის ძირითადი არსი არის თამაშში თანმიმდევრული გამარჯვება. მოთამაშეებს შეუძლიათ სხვადასხვა საშუალებებით გააუმჯობესონ თავიანთი თამაში. ესენია: Blackjack-ის სტრატეგიის მრჩეველი, კონსულტანტი, ვიდეობი, სტატიები და უფასო ონლაინ Blackjack. Blackjack ხშირადაა ასოცირებული კარტის დათვლასთან და +1/-1 ტექნიკა ფართოდ არის გამოყენებული უკვე დახელოვნებული Blackjack-ის მოთამაშეების მიერ. თამაში შედგება სტატისტიკური ალბათობებისაგან, დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი დასტა არის გამოყენებული, მოთამაშეებს შეუძლიათ მოიპოვონ უპირატესობა Blackjack-ის სტრატეგიის გამოყენებით. დადგენილია, რომ მოთამაშეებს შეუძლიათ შეამცირონ კაზინოს მოგება 0,5%-მდე, როდესაც იდეალური Blackjack-ის სტრატეგიაა გამოყენებული.

რჩევები

მოთამაშეებს შეუძლიათ გააუმჯობესონ თავიანთი თამაში, თუ გამოიყენებენ Blackjack-ის აუცილებელ რჩევებს. ესენია:

  • ითამაშეთ Online Blackjack უფასოდ, სანამ ნაღდ ფულზე ითამაშებთ;
  • ითამაშეთ Blackjack-ის მსგავსი თამაშები, როგორებიცაა Spanish 21 და Pontoon, რათა გააუმჯობესოთ Blackjack-ის თამაშის შესაძლებლობები;
  • გამოიყენეთ ძირითადი სტრატეგია, რათა გაზარდოთ თამაში;
  • დეტალურად ისწავლეთ Blackjack-ის იმ სახეობის წესები რომელსაც თამაშობთ;
  • Blackjack აზარტული თამაშია, მაგრამ მოთამაშეებმა ამის გამო არ უნდა გადაუხვიონ თავიანთ ძირითად მიზანს, რაც თამაშისაგან სიამოვნების მიღებას გულისხმობს.

ასევე ნახეთ

დიახ! მე მინდა გავიგო ექსკლუზიური ბონუსების, აქციების და სიახლეების შესახებ.