ონლაინ Video poker

Video poker ხუთკარტა პოკერის და slot-ების კომპიუტერიზებული ვერსიაა. განაგრძეთ კითხვა რათა შეიტყოთ მეტი რამ ამ საინტერესო და აზარტული თამაშების ახალ მეთოდზე.

ისტორია

ვიდეო პოკერის ისტორია დაიწყო 1970 წლიდან. იმ დროში კომპიუტერი ზომებით მასიური იყო - თითქმის პატარა სახლის ზომის და თითქმის სახლის ღირებულებაც გააჩნდა. ახალი სლოტ მანქანების განვითარებას ხელი შეუწყო ვილიამ რედმა 1970-იან წლებში, მიუხედავად იმისა რომ კომპანიის აღმასრულებელმა ორგანოებმა უარყვეს მისი მოსაზრება - ახალი თამაშის შესახებ, რომელსაც Video Poker-ი ერქვა. კომპანია, რომელზეც იგი მუშაობდა ერქვა Bally და  იყო გიგანტი სლოტ მანქანათა ინდუსტრიაში. რედი არ დანებდა და საბოლოოდ დაარწმუნა თავისი დამქირავებლები და მათ იგი უზრუნველყვეს Video Poker-ის პატენტით. ხელი მოეწერა შეთანხმებას Reno-სთან დაარსებულ კომპანიასთან - Fortune Coin Company-სთან, რის შემდეგაც  William Redd-მა ჩამოაყალიბა კომპანია Sircoma, რომელიც Si Redd’s Coin Machines შემოკლებული სახელია. 1980-იანი წლების განმავლობაში, Video Poker გლობალური სენსაცია გახდა. მოწინავე თამაშების ჩამონათვალში შედიოდნენ - Jacks or Better, Aces and Faces, Joker Poker, Deuces Wild and Tens or Better.

ტერმინოლოგია

Video Poker, ისევე როგორც სხვა კაზინო თამაშები, მოიცავს მისთვის დამახასიათებელ ტერმინებს, ფრაზებსა და აზარტული თამაშის ენას.

  • Action- მოთამაშის სანაძლეოს მთლიანი ფასი;
  • Bet Max - ეს არის მაქსიმალური ფსონი ნებისმიერ Video Poker- ის თამაშში, როდესაც 5 მონეტა იდება ნიძლავზე თითო ხელში;
  • Cycle-Royal Flush საშუალოდ ყოველ 40,000 ხელზე ირტყმევა;
  • Discard - კარტი/კარტები, რომელსაც მოთამაშე გადაწყვეტს რომ თავიდან მოიშოროს;
  • Flush - 5 კარტის ხელი, ყველა ერთი ფერის კარტით;
  • 4 of a KindPoker-ის ხელი ერთი ფასეულობის მქონე 4 კარტი;
  • Full House - 3 ერთი სახის კარტი + 1 წყვილი;
  • Hand - 5 კარტი ურიგდება მოთამაშეს Video Poker-ის თამაშისას;
  • Jackpot - ეს არის მაქსიმალური მოგება, ტიპიური - Royal Flush;
  • Payout - ეს არის ანარეკლი, გადახდის მაგიდაზე ნებისმიერი გადახდილი ხელიდან.
  • Royal Flush- ესაა საუკეთესო პოკერის ხელი ტუზით, მეფით, დედოფლით, ვალეტით, ერთი ფერის 10-იანით;
  • Winning Hand- ნებისმიერ ხელში გამარჯვებული კომბინაცია.

წესები

ტიპიური Video Poker თამაშები შეიცავენ სტანდარტულ დასტას 52 კარტით. გამონაკლისია Joker Wild თამაშები, რომლებიც შეიცავს დამატებით ჯოკრებს. იმისათვის რომ თამაში დაიწყოთ, დადეთ ფსონი, დააჭირეთ დარიგებას და ამოირჩიეთ რომელ კარტს დაიჭერთ და რომელს გადააგდებთ. Video Poker-ის მანქანა მაშინვე ცვლის გადაგდებულ კარტებს ახალი კარტებით. იმის გათვალისწინებით, თუ რა ფასეულობისაა თქვენი ხელში არსებული 5 კარტი, თქვენ მიიღებთ შესაბამის ანაზღაურებას მაგიდის შესაბამისად. დალაგებული სისტემა, რომელიც გამოიყენება ნებისმიერ ცალკეულ Video Poker თამაშში, დამოკიდებულია სპეციფიურ თამაშზე. Royal Flush საუკეთესო ხელია ყველა თამაშისათვის. მაგალითად Jacks or Better-ში, მოთამაშეს უნდა ეჭიროს წყვილი ვალეტები ან უკეთესი, რათა რამე მოიგოს თამაშში.

სტრატეგია

განვიხილოთ Video Poker თამაშში Jacks or Better. ეს თამაში ადვილი სათამაშოა და არ მოითხოვს კომპლექსურ სტრატეგიას. მოთამაშეები არ ეჯიბრებიან ერთმანეთს; Video Poker-ში ყველა კარტი შემთხვევით რიგდება, თუმცა არის მთავარი სტრატეგია, რომელიც მოთამაშეებს შეუძლიათ რომ გამოიყენონ. თუ გყავთ Royal Flush ან Straight Flush, ყოველთვის დაიტოვეთ კარტი. თუკი ოთხი ერთი სახის კარტი შეაგროვეთ, ყველა კარტი დაიტოვეთ და თუკი Full House გაქვთ, ასევე დაიტოვეთ კარტი. იგივეს აკეთებთ Straight-ის დროს. თუკი სამი ერთი სახის კარტი შეაგროვეთ, დაიტოვეთ ისინი და გადააგდეთ ორი კარტი, თუკი ორი წყვილი გაქვთ, დაიტოვეთ ისინი და მეხუთე კარტი გადააგდეთ. თუკი გიჭირავთ Jacks or Better, დაიტოვეთ წყვილი და გადააგდეთ დარჩენილი სამი კარტი.

რჩევები

  • ისწავლეთ სპეციფიური Video Poker-ის ვარიანტების წესები, სანამ ნაღდ ფულზე დანიძლავდებით;
  • ითამაშეთ Online Video Poker თამაშები უფასოდ, სანამ ნაღდ ფულზე თამაშს დაიწყებთ;
  • გამოსცადეთ რამოდენიმე Video Poker ვარიანტები სანამ შეჯერდებით თამაშზე, რომელსაც ნაღდი ფულით ითამაშებთ;
  • თამაშის დაწყებამდე ყოველთვის შეამოწმეთ გადამხდელი მაგიდა, ამ გზით გეცოდინებათ თუ რომელი მომგებიანი ხელი შეაგროვოთ;
  • ითამაშეთ 5 მონეტის მაქსიმალურ ფსონი, ისე რომ Royal Flush-ით მიაღწიოთ მაქსიმალურ მოგებას;
  • Video Poker არის გართობა, რომელიც ზედმეტად სერიოზულად არ უნდა მიიღოთ;
  • კარტები შემთხვევითი გზით რიგდება, შესაბამისად მოთამაშეებს არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ კარტის დარიგებაზე.

ასევე ნახეთ

დიახ! მე მინდა გავიგო ექსკლუზიური ბონუსების, აქციების და სიახლეების შესახებ.