ბლექჯეკი ნაღდ ფულზე

ბლექჯეკი ნაღდ ფულზე

გადახედეთ ბლექჯეკის ისტორიას, თამაშის ძირითად წესებს და მის ყველაზე პოპულარულ ვარიაციებს. შეიტყვეთ ყველაფერი რისი ცოდნაც გჭირდებათ ნაღდ ფულზე ბლექჯეკის შესახებ პირდაპირ აქ.

ბლექჯეკი ნაღდ ფულზე

ბლექჯეკი ყველაზე პოპულარული ბანქოს თამაშია მსოფლიოში, რადგან მას ყველა კონტინენტზე, ყველა ასაკის, რასის და სქესის ადამიანი თამაშობს. თამაშის აშკარა სიმარტივე მას ფავორიტად ხდის ბევრი შემთხვევითი მოთამაშისთვის, ხოლო უფრო სერიოზული მოთამაშეები ხვდებიან რომ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი ბლექჯეკის შესანიშნავ მოთამაშედ ჩამოსაყალიბებლად.

ბლექჯეკის თამაშისას ყოველთვის ცდილობენ კარტის ჯამური ანგარიშით რაც შეიძლება მეტად მიუახლოვდნენ 21-ს. თუმცა დროთა განმავლობაში თამაშის ბევრი სხვა ვერსიაც გამოიგონეს, მათ შორისაა ევროპული ბლექჯეკი, ამერიკული ბლექჯეკი, Vegas Strip Blackjack-ი, ბლექჯეკ სვითჩი, Perfect Pairs Blackjack-ი და სხვები. ამ საინფორმაციო სტატიაში, ჩვენ გადავავლებთ თვალს თამაშის ისტორიას და მის სხვადასხვა ვარიაციებს, მის ძირითად წესებს და რაც მთავარია რჩევებსა და ხრიკებს რომლებიც უნდა იცოდეთ სანამ თამაშს დაიწყებთ.

Blackjack-ის ნაღდ ფულზე თამაშის საუკეთესო კაზინოები

ბლექჯეკის ისტორია

ისევე როგორც უმეტესობა აზარტული თამაშების შემთხვევაში, ბლექჯეკის ზუსტი წარმოშობა უცნობია. ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ თამაში პირველად მე-18 საუკუნის საფრანგეთში გამოჩნდა, სახელწოდებით “Vingt-et-Un”-ი (ოცდაერთი). რაც დანამდვილებით ცნობილია არის ის, რომ ბლექჯეკის ამ ვერსიამ საფრანგეთის მეფის, ლუი XV-ის კარამდე მიაღწია, სადაც მას იმ დროის დიდებულები თამაშობდნენ.    

მიუხედავად იმისა რომ ბლექჯეკის ფრანგული წარმოშობის თეორია ყველაზე სავარაუდოა, არსებობს თეორია, რომ მრავალი საუკუნის წინ ბლექჯეკის მსგავს თამაშს რომაელები თამაშობდნენ. თუმცა არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება იმისა რომ თამაშები რომლებსაც ქაღალდის ბანქოს მაგივრად, ხის კუბებით თამაშობდნენ, თანამედროვე ბლექჯეკის ძველებური ვერსიაა.

მე-18 საუკუნეში, თამაშმა გადალახა ატლანტიკის ოკეანე ფრანგ კოლონისტებთან ერთად და ამერიკამდე ჩააღწია. მაშინ როდესაც მე-18 და მე-19 საუკუნეების საფრანგეთში აზარტულ თამაშებს არ მიესალმებოდნენ, ახალ სამყაროში მისი აღზევების დრო დადგა. 1820-იან წლებში, ბლექჯეკს თამაშობდნენ ნიუ ორლეანის ლეგალურ სათამაშო დარბაზებში. მიუხედავად იმისა რომ თამაშის წესები გარკვეულწილად განსხვავებული იყო, ძირითადი არსი ისეთივე იყო როგორც თანამედროვე ბლექჯეკშია.

მე-19 საუკუნეში კი ბლექჯეკის ცნობილმა დილერმა, ელეანორ დუმონტმა თამაშს კიდევ უფრო მეტი პოპულარულობა შესძინა. ის საფრანგეთიდან ამერიკაში ემიგრაციაში წავიდა და გახსნა ლეგალური კაზინო ნევადა სითიში, კალიფორნიაში. ამ კაზინოს ხალხი მთელი ამერიკიდან მიაწყდა, რათა ეთამაშათ იშვიათი დილერის, ქალბატონის წინააღმდეგ, რომელიც თამაშის განსაკუთრებულ უნარჩვევებს ფლობდა, რაც მოთამაშეებისთვის ძალიან მიმზიდველი იყო.

მე-20 საუკუნეში, როდესაც თამაშმა ამერიკაში უფრო კონკრეტულად კი ნევადაში პოპულარულობა მოიპოვა, მან საბოლოოდ შეიცვალა სახელი ოცდაერთიდან ბლექჯეკზე. ეს  სახელი თამაშს იმის გამო დაერქვა, რომ კაზინოები ბონუსებს იძლეოდნენ, თუ თქვენ შეძლებდით 21-ის შეგროვებას და ხელში შავი ჯეკი ანუ ვალეტ ყვავი გეჭირათ.

როგორ ვითამაშოთ ონლაინ ბლექჯეკი

თუ თქვენ ნაღდ ფულზე ბლექჯეკის თამაშის ონლაინ დაწყება გინდათ, პროცესი ძალიან რთული არ არის. მთავარი რისი გაკეთებაც დაგჭირდებათ ესაა იპოვოთ საჭირო ონლაინ კაზინო და რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს არც თუ ისე მარტივია. იმისთვის რომ დარწმუნებული იყოთ, რომ თამაშობთ უსაფრთხო და სამართლიან ატოსფეროში, თქვენ უნდა შეარჩიოთ სრულად რეგულირებული და ლიცენზირებული ონლაინ კაზინო, რომელიც გთავაზობთ ნამდვილად შემთხვევითობის პრინციპით მომუშავე აზარტულ თამაშებს. როგორც კი თამაშისთვის შესაფერის ადგილს იპოვით, სასურველია ბლექჯეკის ყველა ძირითადი წესი შეისწავლოთ.

ბლექჯეკის თამაშის ყველაზე საბაზისო დონეზე სწავლა, შედარებით მარტივია და მისი თამაში პრაქტიკულად ნებისმიერს შეუძლია. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ოპტიმალური სტრატეგიით თამაშისას საუკეთესო შედეგს მიიღებთ, მაშინ როდესაც მის გარეშე თამაშმა შესაძლოა საკმაოდ ბევრი ფული დაგაკარგვინოთ. თუ თქვენ ნაღდ ფულზე თამაშს გეგმავთ, ჩვენ გირჩევთ ჯერ ბლექჯეკის წესები და სტრატეგია შეისწავლოთ. დასაწყისისთვის შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ წესებს გაეცნოთ.

ბლექჯეკის ძირითადი წესები

როგორც უკვე ითქვა, თუ თქვენ გინდათ უბრალოდ რაც შეიძლება მალე შეუერთდეთ თამაშს, ბლექჯეკი შედარებით მარტივი თამაშია სასწავლებლად. თქვენ არ მოგიწევთ არაფერი ზედმეტის გაკეთება,  ფსონების დადების შემდეგ, დილერი ხელს თითოეული მოთამაშისთვის ორ-ორი კარტის დარიგებით დაიწყებს, ორ კარტს თავისთვისაც დაირიგებს. გახსოვდეთ რომ დილერის კარტიდან ერთ-ერთი ამოტრიალებული არ არის და თქვენთვის უცნობია.

თამაში იწყება იმ მომენტიდან, როცა მოთამაშეები დააჯამებენ თავიანთ კარტს და გამოთვლიან შედეგებს. ყველა ნახატიანი კარტი ითვლება როგორც ათი, ხოლო დანარჩენი შეესაბამება კარტზე აღნიშნულ ნომინალს. ტუზი ითვლება როგორც ერთიანი ან თერთმეტი, რაც მოთამაშეს საჭიროებისამებრ შეუძლია გამოიყენოს.

თითოეულმა მოთამაშემ უნდა დაიწყოს მოქმედება მას შემდეგ რაც საწყისი კარტი დარიგდება. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ stand-ადგილზე დგომა - შეინარჩუნოთ თქვენი კარტი ან hit-დამატება-რითიც კიდევ ერთი კარტი დაგირიგდებათ. ახალი კარტი დაემატება წინა ორის ჯამურ ქულას. თქვენი საბოლოო მიზანი რა თქმა უნდა 21 ქულასთან მაქსიმალური მიახლოებაა, ისე რომ ამ ციფრს არ გადააცილოთ.

თუ დარიგებულ პირველ ორ კარტში ათიანი ან სურათიანი კარტი და ტუზი მოგივიდათ, თქვენ ბლექჯეკი გაქვთ. ასეთ დროს თქვენ მიიღებთ თქვენი ფსონის ნამრავლს 1,5-ზე. ყველა სხვა შემთხვევაში თქვენი საბოლოო შედეგი შედარებული იქნება დილერის შედეგთან. არსებობს რამდენიმე სხვა მოქმედება, რომლის გამოყენებაც მოთამაშეებს შეუძლიათ, ამიტომ მოდით ჩამოვთვალოთ ყველა ეს შესაძლო მოქმედება რომლებსაც ბლექჯეკში გამოიყენებთ:

  • Stand- დგომა: შეინარჩუნებთ თქვენს ხელთ არსებულ კარტს, მოქმედება გადავა შემდეგ მოთამაშეზე
  • Hit-დამატება:ამით დილერს კიდევ ერთ კარტს თხოვთ, რომელიც თქვენი კარტის ჯამურ ქულას დაემატება
  • Split-გაყოფა:თუ თქვენ წყვილი გიჭირავთ შეგიძლიათ გაყოთ მიმდინარე ხელი ორ ცალკეულ ხელად და დაამატოთ მეორე ფსონი
  • Double-გაორმაგება:გააორმაგებთ თქვენ ფსონს და კიდევ ერთ კარტს მიიღებთ, სვლა კი შემდეგ მოთამაშეზე გადავა
  • Surrender-დანებება:თქვენ ტოვებთ თამაშს და იბრუნებთ თქვენი დადებული ფსონის ნახევარს
  • Insurance-უსაფრთხოება:თუ დილერს ტუზი აქვს, თქვენ შეგიძლიათ თავი დაიზღვიოთ მისი შესაძლო ბლექჯეკისგან.

თუ თქვენ ბლექჯეკის სესიიდან საუკეთესო შედეგის მიღება გსურთ, უნდა ისწავლოთ ოპტიმალური თამაში ნებისმიერ სიტუაციაში. საბედნიეროდ, ბლექჯეკი ამოხსნადი თამაშია და მას მათემატიკურად იდეალური გადაწყვეტა აქვს, თითოეული შესაძლო სცენარისთვის. ამის სასწავლებლად, ბლექჯეკის საბაზისო სტრატეგიების სქემებს უნდა გადაავლოთ თვალი და ან დაიმახსოვროთ ყველა, ან ყოველთვის გვერდით იქონიოთ ონლაინ ბლექჯეკის თამაშისას.

ონლაინ თამაშისას ყოველთვის გაითვალისწინეთ რომ არჩეულ კაზინოში შეიძლება ბლექჯეკის ბევრი სხვადასხვა ვერსია იყოს ხელმისაწვდომი. როდესაც მაგიდას უერთდებით, დარწმუნდით რომ იცით თამაშის რომელ ვერსიას თამაშობთ და როგორ შეიძლება განსხვავდებოდეს წესები ტრადიციული ბლექჯეკისგან.

 

ბლექჯეკის ვარიანტები

ბლექჯეკი კრებითი სახელია რომელსაც ეძახიან ნებისმიერ თამაშს, რომელსაც კლასიკური ბლექჯეკის მსგავსი წესები აქვს, სადაც მნიშვნელოვანია დააგროვოთ კარტით 21 ან მასთან რაც შეიძლება მიახლოებული ქულა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ბლექჯეკის თამაშის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ფაქტიურად თამაშის წესები ყველა კაზინოში განსხვავდება. როდესაც ნაღდ ფულზე ბლექჯეკს ონლაინ თამაშობთ, თქვენ უნდა დარწმუნდეთ რომ რაც შეიძლება ხელსაყრელ ვარიანტს თამაშობთ და მათი პოვნა ონლაინ კაზინოს ლობიში შესაძლებელია.

ამერიკული ბლექჯეკი

მას ასევე ხშირად კლასიკურ ბლექჯეკსაც უწოდებენ, ამერიკული ბლექჯეკი დღემდე თამაშის ყველაზე პოპულარული ვარიანტია. ის გავრცელებულია აშშ-ს კაზინოებში და ათასობით სხვა ონლაინ კაზინოში, ამერიკულ ბლექჯეკს ყველაზე სტანდარტიზებული წესები აქვს. მოთამაშეების მოქმედებამდე დილერი ორ კარტს თავისთვისაც ირიგებს,აქედან მხოლოდ ერთია ამოტრიალებული. სფლითი და დაბლი, ორივე შესაძლებელია, მაგრამ მათი წესები შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვა კაზინოში.

ევროპული ბლექჯეკი

როგორც სახელი გვეუბნება, ევროპული ბლექჯეკი ევროპის კაზინოებშია გავრცელებული, ისევე როგორც უამრავ ონლაინ კაზინოში. ევროპული ბლექჯეკის ვერსიები ხელმისაწვდომია ბევრი სხვადასხვა პროვაიდერისგან. ამერიკული ბლექჯეკისგან განსხვავებით, დილერი თავის კარტს მხოლოდ მას შემდეგ არიგებს რაც მოთამაშეებმა თავისი სვლები გააკეთეს. თამაშში სფლითი და დაბლი შესაძლოა მეტად მკაცრი იყოს ამერიკულ ბლექჯეკთან შედარებით.

Blackjack Switch-ი

Blackjack Switch-ი თამაშის ძალიან საინტერესო ვერსიაა, როგორც წესი ის მხოლოდ ონლაინ კაზინოებშია ხელმისაწვდომი. როდესაც Blackjack Switch-ს ნაღდ ფულზე თამაშობთ, ორი სხვადსხვა ხელი დაგირიგდებათ. თამაშის დაწყებამდე თქვენ შეძლებთ თითოეული კომბინაციიდან ზედა კარტების გადანაცვლებას, რაც დილერის წინააღმდეგ მეტი ხელსაყრელი კომბინაციის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

Perfect Pairs Blackjack-ი

Perfect Pairs Blackjack-ი ჩვეულებრივი თამაშია, რომლის ერთადერთი განსხვავება Perfect Pairs-ის დამატებით ფსონში მდგომარეობს. მოთამაშეებს შეუძლიათ Perfect Pairs-ზე ფსონის დადება. თუ მათ დაურიგდებათ იდენტური კარტის წყვილი, Perfect Pairs-ის მხარე იგებს შესატყვის თანხას.

Double Exposure Blackjack-ი

ბლექჯეკის მრავალი ვარიანტებისგან განსხვავებით რომლებიც მოთამაშეებთან შედარებით დილერს დამატებით უპირატესობებს ანიჭებენ, Double Exposure Blackjack-ი ზრდის თქვენს შანსებს. ჩვეულებრივი ბლექჯეკ თამაშებისგან განსხვავებით, Double Exposure Blackjack-ი საშუალებას გაძლევთ, თქვენს სვლამდე დაინახოთ დილერის ორივე კარტი. ეს გაძლევთ დიდ უპირატესობას სხვა თამაშებთან შედარებით, ხოლო საბაზისო სტრატეგიას ახალი წესები ემატება რათა თქვენი თამაში დილერის წინააღმდეგ უფრო ოპტიმალური გახადოთ.

Pontoon - პონტუნი

პონტუნი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბლექჯეკის თამაშია დიდ ბრიტანეთში. თამაშის წესები ძალიან წააგავს ამერიკულ ბლექჯეკს, მაგრამ მოთამაშეები ‘’ჰითის’’ მაგივრად ‘’ტვისტს’’ ამბობენ. ამის გარდა, მოთამაშეებს შეუძლიათ გაორმაგებული ფსონი მოიგონ, 21 ქულაზე ნაკლები 5 კარტის შეგროვებით, რაც სრულიად ახალ ასპექტს სძენს თამაშს. ასევე ყველა ფსონი იდება მას შემდეგ რაც მოთამაშეები თავიანთ კარტს გაეცობიან.

 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ შემიძლია ნაღდ ფულზე ბლექჯეკის თამაში?

ნაღდ ფულზე ბლექჯეკის ონლაინ სათამაშოდ, თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ რომელიმე ონლაინ კაზინოში და აირჩიოთ ბლექჯეკის მაგიდებიდან ერთ-ერთი. ნაღდ ფულზე თამაშების გარდა, ხელმისაწვდომია უფასო ვარიანტებიც.

შემიძლია ნაღდ ფულზე ბლექჯეკის თამაში ჩემი მობილურიდან?

დიახ! ასობით თანამედროვე ონლაინ კაზინო, გვთავაზობს ბლექჯეკის თამაშებს, რომლებიც სრულადაა მორგებული მობილურიდან თამაშს. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ საშუალება გექნებათ ითამაშოთ ბლექჯეკი თქვენს მობილურსა ან ტაბლეტზე, რისთვისაც აპლიკაციის ჩამოტვირთვაც კი არაა საჭირო, რადგან ხელმისაწვდომია მომენტალური თამაშის ფუნქცია.

რომელია ყველაზე პოპულარული ვერსია ნაღდი ფულის ბლექჯეკებში?

ონლაინ კაზინოებს ბლექჯეკის უამრავი ვერსია აქვთ. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ამერიკული ბლექჯეკი, ევროპული ბლექჯეკი, პონტუნი, Blackjack Switch-ი და Perfect Pairs Blackjack-ი. მათ გარდა კიდევ ბევრი სხვა ვერსიაც არსებობს.

გვთავაზობენ თუ არა ონლაინ კაზინოები ბლექჯეკის თამაშებს ლაივ დილერებთან ერთად?

კი! ლაივ დილერების თამაშები ხელმისაწვდომია ონლაინ კაზინოების მენიუში და მათ შორის ბევრი ბლექჯეკის მაგიდაცაა. ერთ ონლაინ კაზინოში როგორც წესი რამდენიმე ლაივ ბლექჯეკის ვერსიაა წარმოდგენილი.

რა უპირატესობა აქვს კაზინოს სახლის წილს ბლექჯეკში?

ბლექჯეკის თამაშში, კაზინოს უპირატესობა 1%-დან 3%-მდე მერყეობს, რაც თამაშის ვერსიაზეა დამოკიდებული რომელსაც თამაშობ. სახლის წილის შემცირება ასევე შესაძლებელია იდეალური ბლექჯეკის სტრატეგიის გათამაშებით.

 

ასევე ნახეთ

დიახ! მე მინდა გავიგო ექსკლუზიური ბონუსების, აქციების და სიახლეების შესახებ.

SUBSCRIBE