არ ხართ დარწმუნებული, რომელი კრიპტოვალუტა გამოიყენოთ ონლაინ აზარტული თამაშების დროს? ჩვენ განვიხილავთ ბიტკოინს, ალტკოინებსა და სტეიბლკოინებს შორის არსებულ განსხვავებებს, რათა დაგეხმაროთ ამ საკითხის გარკვევაში.
კრიპტოვალუტის სივრცე მუდმივად ვითარდება ახალი ტოკენების, ბლოკჩეინისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების წინსვლისა და მომხმარებელთა ცვალებადი მოთხოვნების წყალობით.
თუმცა, ერთი რამ უცვლელი რჩება: კრიპტო სივრცეში თავის კომფორტულად გრძნობა საკმაოდ რთულია, სანამ არ გაიგებთ, რა განასხვავებს ბაზარზე წარმოდგენილ მონეტებსა და ტოკენებს ერთმანეთისგან. იმის მიუხედავად, ამოწმებთ ფასების პროგნოზირების ბაზრებს, წყვეტთ თქვენი ტოკენების ყიდვა-გაყიდვის საკითხს თუ კრიპტო სივრცის ახალ სეგმენტებს იკვლევთ, იმ აქტივების უკეთ გაგება, რომლებთანაც საქმე გაქვთ, ორიენტირებას ბევრად უფრო გაგიმარტივებთ.
ჩვენ გვჯერა, რომ ცოდნა ძალაა და სწორედ ამიტომ გვსურს დაგეხმაროთ იმის გაგებაში, თუ რა განასხვავებს ბიტკოინს სწრაფად მზარდი ალტკოინების სექტორისგან და როგორ შეედრება ეს განსხვავებები სტეიბლკოინებს. ამასთან ერთად, ჩვენ განვიხილავთ თითოეული ტიპის კრიპტოვალუტის მახასიათებლებს, უპირატესობებსა და პოტენციურ ნაკლოვანებებს, რომლებმაც შეიძლება ისინი მეტ-ნაკლებად შესაფერისი გახადოს სხვადასხვა მიზნით გამოყენებისთვის.
მართალია, ბიტკოინი (BTC) ამ ეტაპზე უკვე ყველასთვის ნაცნობი სახელია, თუმცა მისი მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია. ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ „ციფრული ფული“ — ის იყო ფინანსური და ტექნოლოგიური საოცრება, ღირებულების შემნახველი საშუალება, რომელიც ნებისმიერი სამთავრობო ფინანსური ინსტრუმენტის მიღმა არსებობდა და თავის ღირებულებას მხოლოდ იმისგან იღებდა, რასაც მას მისი მფლობელები ანიჭებდნენ.
ამას დაუმატეთ ის ფაქტიც, რომ ის შეიქმნა ბლოკჩეინზე: გლობალურ შემნახველ ქსელზე, რომელიც იყენებს კრიპტოგრაფიულ ეშირებას, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, ინფორმაციის უნიკალურ ციფრულ ანაბეჭდად ქცევას ნიშნავს, რომლის გამეორება ან მანიპულირება უკიდურესად რთულია.
მონაცემების უთვალავ, მცირე ზომის უსაფრთხო „ბლოკებში“ გადანაწილებით, სისტემა ქმნის ჯაჭვს, სადაც თითოეული ბლოკი დაკავშირებულია მის წინამდებარესთან, რაც უკიდურესად ართულებს ინფორმაციის ისე შეცვლას, რომ ეს ცვლილება შეუმჩნეველი დარჩეს. და რადგან ინფორმაცია ქსელშია განაწილებული, ერთ მცირე ფრაგმენტზე წვდომა თავისთავად არანაირ მნიშვნელოვან ღირებულებას არ წარმოადგენს.
მარტივი მისახვედრია, თუ რატომ მიიქცია ბიტკოინმა ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ისეთი ოპერატორების ყურადღება, როგორიცაა Stake Casino, რომლებმაც პიონერული როლი ითამაშეს კრიპტო კაზინოების სექტორში და დაეხმარნენ მას, გამხდარიყო ის, რაც დღეს არის.
![]()
იმის გათვალისწინებით რაც ბიტკოინმა გააკეთა - არასწორი იქნებოდა ალტკოინები უბრალოდ „არაბიტკოინ“ ტოკენებად მოვიაზროთ.
თუმცა, ბოლო წლებში ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ განვითარდა ალტკოინების სივრცე უნიკალური ტოკენების ერთობლიობად, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა საბაზისო ტექნოლოგიას, ემსახურებიან მრავალმხრივ მიზნებს, მიჰყვებიან განსხვავებულ ეკონომიკურ მოდელებს და გამოიყენებიან ამოცანების ფართო სპექტრისთვის.
ალტკოინების სივრცის სამი ძირითადი სეგმენტი:
1. ძირითადი ალტკოინები:
ძირითადი ალტკოინები არის უკვე ჩამოყალიბებული კრიპტოვალუტები, რომლებსაც აქვთ საკუთარი ქსელები, ტექნოლოგიები და გამოყენების სფეროები.
Ethereum, Solana, Litecoin და XRP - ჩვენ მიერ რეკომენდირებულ კრიპტო კაზინოებში ხელმისაწვდომი ტოკენების მაგალითებია, სადაც თითოეული მათგანი განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ტრანზაქციის სიჩქარე, საკომისიოები, ფუნქციონალურობა და მასშტაბურობა.
კრიპტოვალუტით მოთამაშეებისთვის, ამ განსხვავებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და იაფად განხორციელდება დეპოზიტების შეტანა და თანხის გატანა.
2. მიმკოინები (Meme Coins):
მიმკოინები არის კრიპტოვალუტები, რომლებიც, კონკრეტული ტექნოლოგიური ინოვაციის ნაცვლად, ხშირად ინტერნეტ-კულტურის, საზოგადოებებისა და ვირუსული მიმზიდველობის გარშემო იქმნება. Dogecoin, Shiba Inu და Pepe მათი ყველაზე ცნობილი მაგალითებია.
მათი პოპულარობის გამო, ვაჭრობა ფართოდ ხდება და ზოგიერთ შემთხვევაში კრიპტო კაზინოებშიც მიიღება, თუმცა მათი ფასები შეიძლება უკიდურესად მერყევი იყოს.
3. კაზინო და გეიმინგ ტოკენები:
კაზინოს გეიმინგ ტოკენები შექმნილია აზარტული თამაშების, გეიმინგის ან უფრო ფართო Web3 ეკოსისტემების გათვალისწინებით.
ზოგიერთი მათგანის გამოყენება შესაძლებელია კონკრეტულ პლატფორმებზე, ხოლო სხვები უზრუნველყოფენ წვდომას ჯილდოებზე, დამატებით ფუნქციებსა თუ ლოიალობის პროგრამებზე. ამის შესანიშნავი მაგალითია Fairspin Casino-ში გამოყენებული TFS ტოკენი, რომელიც გამოიყენება კაზინოში სათამაშოდ და ლოიალობის ჯილდოების დასაგროვებლად.
შესაბამისად, მათი დანიშნულება შეიძლება უფრო სპეციალიზებული იყოს, ხოლო მათი ღირებულება და მიმღებლობა ხშირად უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ ეკოსისტემასთან, რომელსაც ისინი ემსახურებიან.

სტეიბლკოინები წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ე.წ. გარდამავალი ტოკენებია იმ ადამიანებისთვის, ვისაც კრიპტო სივრცეში ძალების მოსინჯვა სურს, მაგრამ უფრთხის BTC-სა და სხვა ალტკოინებთან დაკავშირებულ მერყეობას (ვოლატურობა).
ვინაიდან ეს ტოკენები შექმნილია იმისათვის, რომ შეინარჩუნონ თავიანთი ღირებულება რეალურ სამყაროში არსებულ აქტივთან ან ისეთ ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტთან მიმართებაში, როგორიცაა აშშ დოლარი ან ევრო, მათი ფასი შედარებით სტაბილური რჩება. სწორედ აქედან მოდის ტერმინი „სტეიბლკოინი“ (სტაბილური მონეტა).
Tether-ის (USDT) წლიურ გრაფიკს თუ შეხედავთ, დაინახავთ, რამდენად მცირე შეიძლება იყოს ეს მერყეობა, სადაც მაქსიმალური მაჩვენებელი $1.0018-ს, ხოლო მინიმალური — $0.9979-ს შეადგენს.

ბაზრის ამგვარმა სტაბილურობამ განაპირობა სტეიბლკოინების მზარდი გამოყენება იმ მთავრობების მიერ, რომლებიც ციფრულ ვალუტებს იკვლევენ; იმ ბიზნესების მიერ, რომელთაც სურთ ისარგებლონ კრიპტოვალუტის ტრანსსასაზღვრო უპირატესობებით მაღალი საკომისიოებისა და ვოლატურობის გარეშე; და იმავე მიზეზებით ის იზიდავს მოთამაშეებსაც ისეთ საიტებზე რომლებიც USDT თამაშებს გვთავაზობენ (ასეთებია BetLabel და 1xBet).
აი, იმ ძირითადი საკითხების მოკლე მიმოხილვა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ იმის გადაწყვეტისას, თუ რომელი ტიპის ტოკენი შეესაბამება საუკეთესოდ თქვენს საჭიროებებს.
საკითხის გასამარტივებლად, ცხრილში შედარებულია თითოეულ კატეგორიაში შემავალი სანდო მონეტა, ნაცვლად უბრალოდ თავად კატეგორიის ზოგადი და ნაკლებად სასარგებლო მიმოხილვის წარმოდგენისა.
|
ბიტკოინი (BTC) |
სოლანა (SOL) |
თეთერი (USDT) |
|
|
ტიპი |
ბიტკოინი |
ძირითადი ალტკოინი |
სტეიბლკოინი |
|
ვოლატურობა |
მაღალი |
მაღალი |
დაბალი |
|
ტრანზაქციის სიჩქარე |
საშუალო |
ძალიან სწრაფი |
სწრაფი, დამოკიდებულია ქსელზე |
|
საკომისიოები |
ცვალებადი |
ზოგადად დაბალი |
დამოკიდებულია ქელზე |
|
გამოყენება კაზინოში |
ძალიან გავრცელებული |
სულ უფრო მეტად გავრცელებული ხდება |
ძალიან გავრცელებული |
|
გამოყენება ფართო ბაზარზე |
უკიდურესად ფართო |
ფართო და მზარდი |
ფართო, განსაკუთრებით ტრანსფერებში და ვაჭრობაში |
|
საუკეთესოდ აღიქმება, როგორც |
პირველი კრიპტოვალუტა |
სწრაფი, მაღალი გამტარუნარიანობის კრიპტო ქსელი |
კრიპტო ტოკენი შექმნილი აშშ დოლარის ბაზაზე |
მთავარი რჩევა: არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ალტკოინები კრიპტოვალუტის მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტიპს არ წარმოადგენს, ამიტომ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ვოლატურობა, ტრანზაქციის სიჩქარე, საკომისიოები და კაზინოებში მათი მიღება, შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვადასხვა ტოკენის შემთხვევაში.
ახლა, როდესაც უკეთ გესმით, თუ რა განასხვავებს ყველაზე პოპულარული ტოკენების ტიპებს ერთმანეთისგან, შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება როგორც იმის შესახებ, თუ რომელ კრიპტო კაზინოში დარეგისტირდეთ, ასევე იმაზე, თუ რომელი მონეტა უფრო შეესაბამება თქვენს ტემპერამენტს.
აუცილებლად გადახედეთ აქციების განყოფილებას, რათა უკეთ გაეცნოთ შემოთავაზებული მისასალმებელი ბონუსებისა და აქციების მრავალფეროვნებას, რადგან ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის გასაგებად, თუ როგორ ეპყრობა ოპერატორი საკუთარ სტუმრებს.
OnlineCasinoReports არის წამყვანი დამოუკიდებელი ონლაინ აზარტული თამაშების საიტების მიმოხილვის პროვაიდერი, სანდო ონლაინ კაზინოს მიმოხილვების, სიახლეების, გიდებისა და აზარტული თამაშების შესახებ ინფორმაციას მომწოდებელი 1997 წლიდან.
გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი
მიიღეთ სიახლეები ექსკლუზიური ბონუსებისა და სარეკლამო შეთავაზებების შესახებ.
მნიშვნელოვანი შეტყობინება
ამ საიტის სტუმრობით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 25 წელზე მეტის და თანხმობას გვაძლევთ რომ დავაყენოთ ქუქი. ჩვენ ვიყენებთ ქუქის რათა გავაუმჯობესოთ თქვენი დათვალიერების გამოცდილება, გქონდეთ პერსონალიზებული რეკლამები ან კონტენტი, და რათა შევძლოთ ჩვენი ტრაფიკის გაანალიზება. წაიკითხეთ მეტი