პასუხისმგებლიანი გეიმბლინგი

იყო პასუხისმგებლიანი მოთამაშე, შეიძლება ვიღაცისთვის მარტივი იყოს, სხვისთვის კი ძალიან რთული. ამიტომ გთხოვთ გადახედოთ ჩვენს საჭირო რჩევებს და ხრიკებს, რომლებიც უსაფრთხოდ თამაშში დაგეხმარებიან. ასევე თქვენ აქ იპოვით პასუხისმგებლიან გეიმბლინგის აპლიკაციებს, ორგანიზაციებს და უფასო ნდობის ტელეფონის ნომრებს.

ონლაინ აზარტულ თამაშებს უნდა მოჰქონდეთ ხალისი და გართობა, მაგრამ ისევე როგორც  გართობის ნებისმიერი სხვა ფორმის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ძალიან ღრმად შევტოპოთ და გართობა გადაიქცეს დამოკიდებულებად. დამოკიდებულებასთან ბრძოლა საკმაოდ საშიშია, ჩვენ კი გვინდა რომ ყველა მკითხველმა იცოდეს როგორ ისიამოვნოს ონალინ გეიმბილნგით უსაფრთხოდ და პასუხისმგებლიანად. 

პროფესიონალის დახმარება

თუ აღმოაჩენთ რომ თქვენ ან თქვენს ახლობელს, გეიმბლინგთან პრობლემები გაქვთ, აუცილებლად მოიძიეთ დახმარება. ამ მიმართულების პროფესიონალები, მთელს მსოფლიოშია ხელმისაწვდომი და ისინი მუდამ მზად არიან დაგეხმარონ, როცა ეს ყველაზე ძალიან გჭირდებათ. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ყველაზე ცნობილი საერთაშორისო და ადგილობრივი დახმარების ორგანიზაცია.

GamblingTherapy.org

GamblingTherapy.org არის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც თერაპიას სთავაზობს მათ ვისაც ეს ასე ძალიან სჭირდება; ეს მრავალ-ენოვანი მხარდაჭერის სატელეფონო ხაზი აკავშირებს მოთამაშეებს იმათთან, ვინც მათ ენაზე საუბრობს. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მხარდაჭერის ჯგუფებსაც, თქვენთვის სასურველ ენაზე. თქვენი სურვილისამებრ დახმარების მიღება შესაძლებელია, გეიმბლინგ თერაპიის მხარდაჭერის ფორუმებზე, ასევე იმეილით, ეს კარგი გამოსავალაია მათთვის ვისაც ტელეფონზე საუბარი არ სურს.                                 

ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს

BeGambleAware.org

BeGambleAware სთავაზობს კონფიდენციალურ დახმარებას და მხარდაჭერას, ყველას ვინც თავის გეიმბლინგ ჩვევებზე ნერვიულობს.          

ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს


რესურსები & ინსტრუმენტები

როდესაც თქვენ ეძებთ მეტ ინფორმაციას პრობლემურ გეიმბლინგზე ან ავსებთ ტესტს საკუთარ თავზე მეტის გასაგებად, ამისთვის ხელმისაწვდომია ბევრი ონლაინ ინსტრუმენტი. გადახედეთ რესურსებს და ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელმისაწვდომია იმ მოთამაშეებისთვის, რომლებსაც შესაძლოა დახმარება ან მეტი ინფორმაცია სჭირდებათ. 

ResponsibleGambling.org

ResponsibleGambling.org-ი ფოკუსირებულია გეიმბლინგის პრობლემის ყოველ შესაძლო ასპექტზე. უფროსებზე და ასევე ახალგაზრდებზე გათვლილი რესურსებით, მარტივია იპოვო ის რაც თქვენ ან თქვენს საყვარელ ადამიანს გამოადგება. გარდა ამისა, აქ შესაძლებელია იპოვოთ ბევრი, კონკრეტული რეგიონისთვის სპეციფიური ინფორმაცია, მათ შორის უფასო აზარტული თამაშების დახმარების სატელეფონო ხაზები, თვითგამორიცხვის პროგრამები და ბევრი სხვა.                                             

ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს 

The GT App

GamblingTherapy.org-ის მიერ შექმნილი GT-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android-ზე, ასევე iOS-ზეც. აპლიკაციის გამოყენებისას თქვენ გექნებათ მუდმივი წვდომა თვითშეფასების კითხვარებზე, ლაივ მხარდაჭერაზე, გონების სავარჯიშოებზე, მოტივაციურ ციტატებზე, კრიზისულ მხარდაჭერაზე და ბევრ სხვაზე. ყველაფერი ეს ხელმისაწვდომია უფასოდ და მასზე წვდომა გექნებათ საიდანაც გინდათ და როდესაც გინდათ. 

ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს 

რჩევები

რჩევები ონლაინ აზარტულ თამაშებში პასუხისმგებლობის შენარჩუნებაზე:

ხშირად დასმული კითხვები

მათ ვისაც სჭირდება, შეუძლია იპოვოს პასუხისმგებლიანი გეიმბლინგის ინსტრუმენტები ონლაინ. მათ შორის თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ შეზღუდვა დეპოზიტზე, ფსონებზე და ფულის გამოტანაზე. ასევე შესაძლებელია თვით-გამორიცხვის ფუნქციის გამოყენება აზარტული თამაშებისგან გარკვეული დროით ან განუსაზღვრელი ვადით დასასვენებლად.

ბევრი ორგანიაზაცია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემად მიიჩნევს და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი გაესაუბროთ მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალს. თუმცა, გახსოვდეთ რომ გეიმბლინგის პრობლემის გამო დახმარების მიღება სულაც არ არის სასირცხვილო.

მაშინ როდესაც, ზოგიერთ ისეთ თამაშს როგორიც პოკერია, შეიძლება გარკვეული უნარი სჭირდებოდეს, გეიმბლინგში მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი ყოველთვის იღბალია. შემთხვევითი კარტის აჩეხვები ან იღბლიანი სიმბოლოების სლოტ ავტომატებზე გამოჩენა, ყველაფერ ამას იღბალი მართავს და არ არსებობს მისი მოტყუების რაიმე გზა.

დავუშვათ ონლაინ სლოტის თამაშისას აგებთ, მაგრამ მოთხოვნილება გაქვთ თამაში გააგრძელოთ და შეეცადოთ დაიბრუნოთ წაგებული თანხა. ასეთ შემთხვევაში, სწორედ ესაა ის მომენტი როდესაც უნდა შეწყვიტოთ, გაეცალოთ სლოტს და სათამაშო გეგმები მომდევნო დღისთვის გადადოთ.

თუ ეჭვობთ რომ კომპულსურ გეიმბლინგთან გაქვთ პრობლემა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ ეს გაჩერდეთ და გააუქმოთ თქვენი კაზინოს ექაუნთი. შემდეგ დაუკავშირდით პროფესიონალს და დარწმუნდით რომ ყველანაირ ცდუნებას თავს არიდებთ. აუცილებლად დაუკავშირდით აზარტული თამაშების პრობლემებზე მომუშავე სპეციალისტს, თქვენთვის საჭირო რჩევის და დახმარების მისაღებად.

მნიშვნელოვანი შეტყობინება

ამ საიტის სტუმრობით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 25 წელზე მეტის და თანხმობას გვაძლევთ რომ დავაყენოთ ქუქი. ჩვენ ვიყენებთ ქუქის რათა გავაუმჯობესოთ თქვენი დათვალიერების გამოცდილება, გქონდეთ პერსონალიზებული რეკლამები ან კონტენტი, და რათა შევძლოთ ჩვენი ტრაფიკის გაანალიზება. წაიკითხეთ მეტი