თუ თქვენ მოთამაშეების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებსაც თამაშის დროს სანაცვლოდ რაიმეს მიღება სურთ, ქეშბექ ბონუსი მშვენიერი გამოსავალია. მისი მიღება მარტივია და როდესაც უიღბლო დრო დაგიდგებათ, ქეშბექ ბონუსი საშუალეას გაძლევთ თქვენი დადებული ფსონის ნაწილი უკან დაიბრუნოთ. ამ გზამკვლევში, ჩვენ ჩამოგითვლით ჩვენს მიერ შეფასებულ და მიმოხილულ, უახლეს და საუკეთესო კაზინოების ქეშბექ ბონუსებს. აქ თქვენ ასევე იპოვით რჩევებს, თუ როგორ მიიღოთ ქეშბექ ბონუსებისგან მაქსიმალური მოგება და როგორ დაიწყოთ.
ქეშბექ ბონუსი მართლაც გამორჩეულ ადგილს იკავებს სხვადასხვა კაზინოს ბონუსებს შორის. სხვა შეთავაზებების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებსაც ქართველი მოთამაშეები გადააწყდებიან, ამ ტიპის ბონუსი გეძლევათ მხოლოდ ''პოსტფაქტუმ'', ანუ მას შემდეგ რაც ონლაინ კაზინოში ითამაშებთ და გარკვეულ თანხას წააგებთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთავაზებები შეიძლება ყველას არ მოეწონოს, ისინი არსებობენ და კარგი იქნება თუ ინფორმირებული იქნებით და დადებით და უარყოფით მხარეებზე.
როგორც სახელიდან მიხვდებოდით, ქეშბექ ბონუსი არის შეთავაზება, რომელიც მოთამაშეებს გარკვეულ თანხას უკან უბრუნებს. რა თქმა უნდა სანამ რამეს უკან დაიბრუნებთ, ჯერ რაღაც უნდა დადოთ ფსონად, ამიტომ ეს შეთავაზებები როგორც წესი თქვენი დეპოზიტის გახსნაზე და შემდეგ, თამაშზეა დამოკიდებული. მაგრამ, კვლავ გავიმეორებთ, მიუხედავად იმისა რომ ეს შეთავაზება შეიძლება ყველას მოსაწონი არ იყოს, ქეშბექ ბონუსი ზოგჯერ საკმაოდ სასარგებლოც არის.
გამოცდილი მოთამაშეების უმრავლესობას, ერთხელ მაინც ექნებოდათ შანსი ქეშბექ შეთავაზებებს გაცნობოდნენ, ბევრი კი გამოცდიდა კიდევაც ამ ბონუსს თავის საყვარელ ონლაინ კაზინოში თამაშისას. თუმცა, ყოველთვის არიან ახალი მოთამაშეები საქართველოდან, რომლებიც ეძებენ ინფორმაციას და ჩვენ სწორედ ამ დეტალების მიწოდებას ვცდილობთ. ხოლო უფრო გამოცდილი მოთამაშეებისთვისაც ზოგიერთი დეტალის გახსენება და გადამეორება მხოლოდ სასარგებლო იქნება.
მოკლედ რომ ვთქვათ, ქეშბექ ბონუსი არის ბონუსის სახეობა, რომელიც გამოითვლება კონკრეტულ ვადაში ან კონკრეტულ დეპოზიტზე მოთამაშის წაგებებზე დაყრდნობით. სტანდარტული ქეშბექ შეთავაზებების ზოგიერთი მაგალითი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:
ამ ქეშბექ სლოტების საერთო მახასიათებელი ისაა რომ, მოთამაშეებმა ჯერ უნდა გახსნან დეპოზიტი და ითამაშონ, ბონუსის მიღება მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი. ასევე, ბონუსის მისაღებად უნდა წააგოთ, ვინაიდან თუ სულ იგებთ, ვერანაირ ქეშბექს ვერ მიიღებთ.
წინასწარ ვარაუდი იმისა რომ შესაძლოა ფული წააგოთ, ზოგიერთი მოთამაშისთვის უსიამოვნო აღსაქმელია, რადგან თქვენი წაგებით გამოწვეული შეთავაზება, არცთუ ისე დამაიმედებელი და წამახალისებელია. თუმცა, მეორეს მხრივ თქვენ შეგიძლიათ ეს ქეშბექ ბონუსი, როგორც უსაფრთხოების ზომა აღიქვათ. თუ გაგიმართლებთ და მოიგებთ, მაინც არ დაგჭირდებათ და არ გაგახსენდებათ ეს პატარა ბონუსი. თუ წააგებთ (რაც ჩვეულებრივი რეალობაა ონლაინ კაზინოებში თამაშისას), თქვენ დაიბრუნებთ ფულის ნაწილს და შეძლებთ თამაშის გაგრძელებას ამ წაგებული თანხის შემცირებას.
როგორც ხედავთ, მოთამაშეების მხრიდან ქეშბექ ბონუსის არ მოწონების მიზეზი არ არსებობს. ის უბრალოდ სამაშველო რგოლია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ საქმეები ცუდად წაგივათ და თქვენი დეპოზიტი განადგურდება. ასეთ დროს, ნებისმიერი დამატებით ფული მისასალმებელია, ვინაიდან საშუალებას გაძლევთ კიდევ ერთხელ გამოსცადოთ იღბალი ან გაანაღდოთ თანხა (თუ შესაძლებელია), რითიც დიდ წაგებას შეამცირებთ.
ყველა კაზინოს ბონუსის, სანაძლეოს მოთხოვნები მნიშვნელოვანია და კარგია ვიცოდეთ, თუ რას უნდა ველოდოთ სხვდასხვა ქეშბექ შეთავაზებებისგან. კარგი ამბავი ის არის რომ კაზინოების უმრავლესობას ქეშბექ ბონუსების სანაძლეოს მოთხვონების მიმართ ლმობიერი დამოკიდებულება აქვს. ვინაიდან მოთამაშეებს ფსონის მიღებამდე, უკვე საკმაოდ სოლიდური თანხის გაწევა უწევთ, თამაშის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, აღარ არის საჭირო სიტუაციის კიდევ უფრო გართულება სანაძლეოს მოთხოვნებით.
ხშირად, ქართველ მოთამაშეებს საშუალება ექნებათ გაანაღდონ ქეშბექ ბონუსი, პირველივე გამოყენების შემდეგ. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მოთამაშის სურვილის შემთხვევაში, კაზინომ შეიძლება დაუშვას თანხის მომენტალური განაღდება, ყველანაირი მომდევნო გართულებებისა და შეზღუდვების გარეშე.
მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ბონუსს სანაძლეოს მოთხოვნები აქვს, როგორც წესი ისინი გაცილებით დაბალია, რეგულარულ მისასალმებელ და გადატვირთვის ბონუსებთან შედარებით. ქეშბექის შეთავაზების სანაძლეოს მოთხოვნა, როგორც წესი მოიცავს 10ჯერად ბონუსს, რაც შედარებით მარტივად მიღწევადია. ასე რომ, სუფთა ღირებულების თვალსაზრისით, ეს ქეშბექ შეთავაზებები მოთამაშეებისთვის მოსახერხებელია და ცდად ღირს.
როგორც უკვე ზემოთ არაერთხელ აღვნიშნეთ, ქეშბექ ბონუსის მოთხოვნას თქვენი მხრიდან დეპოზიტის გახსნა სჭრირდება. მიუხედავად იმისა რომ ეს მოთხოვნა სხვა ბონუსებზეც ვრცელდება, ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ როგორც უკვე ითქვა, ამ კონკრეტული ბონუსის მისაღებად თქვენ გარკვეული თანხა უნდა გაათამაშოთ და ის პირდაპირაა დაკავშირებული გათამაშებული თანხის რაოდენობასთან, რომელიც მოთამაშემ კაზინოში ჩადო.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ გამოიყენოთ, თქვენ ჯერ უნდა იპოვოთ ქეშბექ შეთავაზება, ეს შეიძლება არ იყოს მარტივი რადგან კაზინოების უმეტესობა ქეშბექ ბონუსებს ყველა დეპოზიტს არ სთავაზობენ. შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს შემდეგი ვარიანტები:
ქეშბექ ბონუსის მიღების სხვადასხვა გზა არსებობს, განსაკუთრებით კი საქართველოს წამყვან ონლაინ კაზინოებში, რომლებსაც ხშირად აქვთ საფირმო, სარელკამო განყოფილებები. ყველა ეს შეთავაზება ერთმანეთის მსგავსია ქეშის დაბრუნების თვალსაზრისით, მაგრამ განსხვავდება გეგმარებაში.
მაგალითად, კაზინოებს უყვართ ვიქენდის ქეშბექ შეთავაზებების გაცემა, პირველ რიგში იმიტომ, რომ შაბათ-კვირა, ტრადიციულად, ყველაზე დატვირთული დროა ონლაინ აზარტული თამაშების საიტებისთვის. ასე რომ, იმისათვის, რომ მოთამაშეები თავიანთი კაზინოების ერთგულები დარჩნენ, ისინი ხშირად სთავაზობენ მათ ვიქენდ ქეშბექ ბონუსებს ნებისმიერ თამაშზე.
ბედნიერი საათის ქეშბექ ბონუსები კიდევ ერთი ტიპიური შეთავაზებაა, რომელიც სხვადასხვა კაზინოში გვხვდება. ისინი გაიცემა დღის განმავლობაში კონკრეტულ დროს, მაგალითად, 18:00 საათიდან 19:00 საათამდე. ამით, მოთამაშეებს საშუალება ეძლევათ დაიბრუნონ ამ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში წაგებული თანხის პროცენტი, რაც აშკარა სტიმულია თამაშისთვის.
ქეშბექ შეთავაზებები ასევე საიმედო გზაა, მოთამაშეების ახალი თამაშით დასაინტერესებლად. მაგალითად, როდესაც ახალი სლოტი გამოდის, კაზინომ შეიძლება შემოგთავაზოთ ქეშბექი პირველ ას სპინზე, ამგვარად მოთამაშეებს შეუძლიათ გამოსცადონ თამაში და მშვიდად იყვნენ, რადგან წაგების შემთხვევაში, ისინი დაიბრუნებენ ამ დანაკარგების ნაწილს. ეს შეთავაზებები ამაღელვებელია, რადგან ეფექტურად ზრდიან სლოტის RTP-ს ქეშბექის განმავლობაში, რამაც თამაში შესაძლოა ოდნავ მომგებიანიც კი გახადოს.
სტანდარტული ქეშბექ შეთავაზებების გარდა, რომლებიც ყველა მოთამაშისთვისაა ხელმისაწვდომი, კაზინოები ასევე ხშირად სთავაზობენ ამ ტიპის ბონუსებს თავიანთ VIP მოთამაშეებს. ხშირად ისინი განსხვავდებიან ტრადიციული ბონუსებისგან, რადგან უფრო გრძელვადიან შეთავაზებას წარმოადგენენ, რათა მოთამაშეებმა მისი გამოყენება დროდადრო, თავიანთი სურვილისამებრ შეძლონ. როგორც წესი, მსგავსი შეთავაზებების მისაღებად, მოთამაშეებმა გარკვეულ VIP ნიშნულს უნდა მიიაღწიონ.
ქართული ონლაინ კაზინოების უმეტესობა გთვაზობთ ამა თუ იმ სახის VIP სქემას. მოთამაშეები ახალ საფეხურზე გადასვლის შემდეგ, იღებენ წვდომას უფრო უკეთეს ბონუსებსა და აქციებზე. ზოგჯერ, ეს პრივილეგიები მოიცავენ სპეციალურ ქეშბექ შეთავაზებებსაც, რომლებიც ვრცელდება კაზინოს ნებისმიერ თამაშზე.
კაზინომ თავის VIP მოთამაშეებს შესაძლოა შესთავაზოს 5%-იანი ქეშბექი გარკვეულ თანხამდე. რა თქმა უნდა, თანხა შეიძლება განსხვავდებოდეს VIP დონისა და კონკრეტული კაზინოს მიხედვით, მაგრამ ამ შეთავაზებების წყალობით, მაღალ ფსონებზე მოთამაშე მომხმარებელს საშუალება ექნება, ყოველი კვირის დასაწყისში, წაგებული თანხიდან, რამდენიმე ასეული დაიბრუნოს.
ამ ტიპის ქეშბექ ბონუსებს ხშირად ძალიან დაბალი სანაძლეოს მოთხოვნები აქვთ ან საერთოდ მოთხოვნების გარეშე არიან. ამგვარად, VIP მოთამაშეებს დამსახურებულად ექცევიან და ისინიც გრძნობენ, რომ რაღაცას მაინც იბრუნებენ თავიანთი ლოიალურობისა და კონკრეტულ კაზინოში თამაშის სანაცვლოდ. გახსოვდეთ, რომ ამ ტიპის ქეშბექის მისაღებად, საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა უნდა გაათამაშოთ, თუმცა ამის საჭიროება ყოველთვის არ არის.
ონლაინ კაზინოებმა იციან რომ სხვადასხვა მოთამაშეს, სხვადასხვა მოლოდინები და მოთხოვნები აქვს. ამიტომ ისინი ცდილობენ თქვენი საჭიროებები და მოლოდინები, თავიანთ შეთავაზებებს მოარგონ, მათთან დარეგისტრირების პირველივე მომენტიდან.
ქართული კაზინოების რაოდენობის ზრდამ, მოთამაშეებს საშუალება მისცა გააკეთონ არჩევანი სტანდარტულ მისასალმებელ ბონუსსა (წინასწარ დარიცხული ქეში რომელიც თქვენს დეპოზიტს შეესაბამება) და ქეშბექ ბონუსს შორის (ყოველი წაგებული ფსონიდან თქვენს ანგარიშზე დაბრუნებული თანხა).
ეს ძალიან გავს VIP ქეშბექ შეთავაზებებს, თუმცა პროცენტულობა და მაქსიმალური ქეშბექი შესაძლოა უფრო დაბალი იყოს. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მიიღოთ 100%-იანი ბონუსი ₾200-მდე დეპოზიტზე, შეგიძლიათ აირჩიოთ 5%-იანი ყოველკვირეული ქეშბექი თქვენს ყველა წაგებაზე გარკვეული ოდენობის თანხამდე (₾100 ან მეტი).
არჩევანი მოთმაშეზეა დამოკიდებული. ტრადიციული მისასალმებელი ბონუსი უკეთესი არჩევანია მათთვის, ვინც მხოლოდ პერიოდულად თამაშობს და სურს მომენტალურად გაზარდოს ბანკროლი, რათა კონკრეტულ სესიაზე მოგების მეტი შანსი ჰქონდეს. თუმცა, იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც კონკრეტულ ონლაინ კაზინოში ხშირ თამაშს გეგმავენ, ქეშბექ ბონუსი უკეთესი არჩევანია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ის გაცილებით მეტ ფულს დაგიბრუნებთ.
ისევე როგორც სხვა ყველაფერი, რაც ონლაინ გეიმბლინგს ეხება, ჩვენ ვცდილობთ მოგაწოდოთ ინფორმაცია, საუკეთესო და უახლეს ქეშბექ შეთავაზებებზე, რომლებიც საქართველოს მოთამაშეებისთვისაა ხელმისაწვდომი. უამრავ ონლაინ კაზინოს, რომელთაგან თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი აირჩიოთ, შეთავაზებების დიდი რაოდენობა აქვთ, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ თქვენთვის საუკეთესოები, რომლებიც ყველაზე მეტ სარგებელს მოგიტანენ.
თუმცა ფაქტიურად შეუძლებელია ათობით თუ არა ასობით კაზინოზე თვალ-ყურის მიდევნება. ზოგჯერ, ზოგიერთი ბონუსი არსებულ არჩევანში იფანტება და იკარგება ან არ ხდება მისი შესაბამისი რეკლამირება, ამიტომ შესაძლებელია გამოგრჩეთ რამდენიმე სასიამოვნო შეთავაზება.
ამიტომ ყოველთვის კარგი აზრია, შეამოწმოთ ელექტრონული ფოსტა, თქვენს მიერ შერჩეული ონლაინ კაზინოებისგან შემოსული შეთავაზებების სანახავად. ვინაიდან, ოპერატორების უმრავლესობას სურს დარწმუნებული იყოს, იმაში რომ მათი მომხმარებელი ყველა ახალ შეთავაზებაზე ფლობს ინფორმაციას. მაშინაც კი როდესაც მათ საყოველთაო რეკლამირებას არ უკეთებენ.
ასევე ღირს თქვენს მიერ შერჩეული კაზინოს საიტების, სარეკლამო შეთავაზებების განყოფილების პერიოდული დათვალიერება; ეს რჩევა განსაკუთრებით ერგება ქეშბექ ბონუსებს, ვინაიდან ისინი როგორც წესი ლიმიტირებული დროითაა ხელმისაწვდომი. ამიტომ თუ თქვენ ვიქენდზე თამაშს გეგმავთ, გამოყავით რამდენიმე წუთი თქვენი საყვარელი კაზინოების შესამოწმებლად და ნახეთ, თუ აქვთ რაიმე მიმდინარე სპეციალური ქეშბექ შეთავაზება. ასე შეძლებთ უფრო ხშირად გადააწყდეთ სასურველ ქეშბექ ბონუსებს, რომლებიც თქვენი მოგების შანსებს გაზდიან.
და ბოლოს უნდა აღინიშნოს ისიც რომ, ქეშბექ ბონუსების ტრენდი სულ უფრო იზრდება, სულ უფრო მეტი ქართული კაზინო სთავაზობს თავის მოთამაშეებს მსგავსი ტიპის ბონუსებს. ამ ბონუსების ძალიან დაბალი სანაძლეოს მოთხოვნები და შეზღუდვების არ არსებობა, მათ მიმზიდველ შეთავაზებებად აქცევს, ამიტომ ეცადეთ ქეშბექ ბონუსი რაც შეიძლება ხშირად გამოიყენოთ.
ქეშბექ ბონუსით სარგებლობა მარტივი და მომგებიანია. ამ სპეციალური შეთავაზებების გამოსაყენებლად, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს.
ბევრი ონლაინ კაზინო არ გთავაზობთ ქეშბექ ბონუსებს, რადგან არ სურთ მოთამაშეების წაგებების წახალისება. გთხოვთ, გადახედოთ ჩვენს მიერ რეკომენდირებული ონლაინ კაზინოების ჩამონათვალს, რომლებსაც ქეშბექ ბონუსები აქვთ.
ქეშბექ ბონუსის მოთხოვნა მარტივია. ჩაერთეთ შეთავაზებაში და დაიწყეთ თამაში. თუ ქეშბექ ბონუსი დაკავშირებულია კაზინოს კონკრეტულ თამაშთან, მაშინ აუცილებლად მიჰყევით ინსტრუქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთავაზებას დაკარგავთ.
სანამ ქეშბექ ბონუსს მოითხოვთ, დარწმუნდით, რომ სრულად გესმით დადგენილებები და პირობები. შეიძლება არსებობდეს რამდენიმე შეზღუდვა, მათ შორის თამაშებზე, რომლებსაც თამაშობთ, თანხაზე, რომელიც უნდა დეპოზიტზე დარიცხოთ და დროზე რომლის ამოწურვამდეც სანაძლეოს პირობების შესრულება უნდა მოასწროთ.
მიუხედავად იმისა, რომ ქეშბექ ბონუსები ერთმანეთის მსგავსია, შეიძლება განსხვავდებოდეს მათი მიღების ხერხები, ქეშბექ ბონუსების ტიპის მიხედვით. ქვემოთ ჩამოთვლილია ამ ბონუსის ყველაზე გავრცელებული ფორმები და რომლებიც ხშირად გვხვდება ონლაინ კაზინოებში.
ეს ბონუსები გათვლილია კონკრეტულ ვადაზე. ვადის შეზღუდვა ნიშნავს, რომ სანამ ქეშბექ ბონუსს მოითხოვთ, მოგიწევთ სანაძლეოს მოთხოვნების დასრულება კონკრეტულ დროში, მაგალითად, შაბათ-კვირის განმავლობაში. შედეგად, ნებისმიერი დანაკარგები, რომლებიც შაბათ-კვირის განმავლობაში გექნებათ, განსაზღვრავენ თუ რამხელა ქეშბექს მიიღებთ ბონუსის პერიოდის დასრულებისთანავე.
ქეშბექ ბონუსების ეს სახეობა, ეფუძნება თქვენს მიერ წაგებული თანხის რაოდენობას. როგორც წესი ის ვრცელდება კონკრეტულ თამაშზე. მიღებული ქეშბექის რაოდენობა იქნება თამაშის დროს თქვენს მიერ წაგებული თანხის გარკვეული პროცენტი (კოეფიციენტი მერყეობს 10%-დან 20%-მდე).
თამაშზე ორიენტირებული ქეშბექ ბონუსი მიბმულია კონკრეტულ ივენთზე ან თამაშზე; ამ ქეშბექ ბონუსის არსი, თამაშის მიმდინარეობისას, რაც შეიძლება მეტი ფსონის დადებაა. შედეგად, თქვენი ქეშბექ ჯილდო დაითვლება იმის შესაბამისად, თუ რამდენი წააგეთ თამაშის დროს ან ივენთზე ფსონის დადებისას.
ფსონების მოთხოვნები თამაშის გზით მოთხოვნებადაც მოიხსენიება. ფსონების დადების მოთხოვნები არის ვადების და პირობების ნაწილი, დეპოზიტის გარეშე კი ბონუსის პირობების ნაწილი. ფსონების დადების მოთხოვნები არის პრომოციასთან დაკავშირებული მულტიპლიკატორის წესები. ის ზუსტად მიუთითებს, თუ რამდენჯერ უნდა გააფართოვონ ბონუსი მოთამაშეებმა, სანამ მათ შეეძლებათ რაიმე თანხის განაღდება.
20 დოლარიანი არადეპოზიტური ბონუსი, რომელსაც აქვს 30X ფსონის დადების მოთხოვნა გულისხმობს იმას, რომ მოთამაშეების საკუთარი ბონუსის მოცულობამ სრულებით 30 უნდა შეადგინოს (600 დოლარი ფსონებში), იქამდე სანამ ნებისმიერ გადახდას გაანაღდებენ. სათამაშო მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებისმიერი განაღდების მცდელობა გააუქმებს ანგარიშზე არსებულ ბონუსს + გადახდებს.
შეთავაზების ფსონების მოთხოვნების მიერ დაქვემდებარებული ნაწილი, ჩვეულებრივ, მითითებულია ბონუსის ვადებში და პირობებში. ფსონების დადების მოთხოვნები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დეპოზიტის მატჩის ბონუსებზე და უფასო დატრიალებების ბონუსებზე, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენი დეპოზიტის თანხაზე.
ყოველთვის კარგი იდეაა ჭკვიანურად თამაში და ქეშბექ ბონუსის თქვენს სასარგებლოდ გამოყენება. აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომლებიც ამ სპეციალური შეთავაზებებიდან ერთ-ერთის გამოყენებისას გამოგადგებათ.
იმ იმედით რომ წაგებული ფსონის პროცენტს უკან მიიღებთ, არასდროსაა კარგი იდეა საჭიროზე მეტის დახარჯვა. ამიტომ ითამაშეთ ჭკვიანურად და იყავით პასუხისმგებლიანი საუკეთესო გამოცდილების მისაღებად.
გაეცანით დადგენილებებსა და პირობებს და დარწმუნდით რომ კარგად გესმით, თუ რა არის შემოთავაზებული და როგორ შეგიძლიათ ქეშბექ ბონუსის მოთხოვნა. შეიძლება აღმოაჩინოთ რომ სადეპოზიტე ან სანაძლეოს მოთხოვნები არ არის ის რისი შესრულებაც გსურთ ან შეგიძლიათ.
ბევრი ქეშბექ შეთავაზება დაკავშირებულია კონკრეტულ თამაშებთან ან ფსონების ვარიანტებთან; ეს იმას ნიშნავს, რომ ბონუსის მისაღებად, შესაძლოა დაგჭირდეთ ფსონის დადება რულეტკაზე ან სპორტზე. თუ ეს არ არის თქვენთვის ჩვეული არჩევანი, უმჯობესია უარი თქვათ ასეთ ბონუსზე.
შეიძლება გაინტერესებთ, ღირს თუ არა ქეშბექ ბონუსების მოთხოვნა და რით განსხვავდება ისინი ჩვეულებრივი ფიქსირებული ბონუსებისგან. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე განსხვავება, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.
ქეშბექ ბონუსი | ფიქსირებული ბონუსი |
---|---|
ჯილდოვდებით წაგების შემთხვევაში | ხდება დეპოზიტის დაბუსტვა - გაზრდა |
არ აქვს სანაძლეოს მოთხოვნები მიღებულ ქეშზე | აუცილებლად მოყვება სანაძლეოს პირობები |
ხშირად დაკავშირებულია კონკრეტულ თამაშებთან ან დროსთან. | ბონუს დეპოზიტის დახარჯვასა და გამოყენებაზე შეზღუდვები არ არის |
როგორ აფასებენ ჩვენი ექსპერტები ონლაინ კაზინოებსა და აზარტული თამაშების საიტებს: კაზინოების მიმოხილვა არის ის, რისი კეთებაც ჩვენ საუკეთესოდ გამოგვდის და ყოველთვის ვზრუნავთ იმაზე, რომ მოვიცვათ ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაცია და საჭირო ფაქტორები. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ონლაინ კაზინო აირჩევთ, ჩვენ მოგაწვდით ყველაზე განახლებულ ინფორმაციას კაზინოს უსაფრთხოების ზომების, გადახდების, მოთამაშეთა უკუკავშირის, კაზინოს შესახებ და არამხოლოდ. გადახედეთ ქვემოთ მოცემულ გამოსახულებას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
ჩვენი ექსპერტული მიმოხილვები გაგიწევთ დახმარებას საუკეთესო და ყველაზე მომგებიანი ონლაინ კაზინოები ძებნისას. კაზინოს თამაშების ბიბლიოთეკის, საბანკო პარამეტრების, მომხმარებელთა მხარდაჭერისა და კაზინოს არჩევისას გასათვალისწინებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორების ჩვენი ექსპერტული მიმომხილველების ძალაუფლება თქვენს ხელშია.
Find out more about how we rate
20BET Casino
შესანიშნავი რეპუტაცია მისი დაარსების დღიდან.
ათზე მეტი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, Microgaming-ის და NetEnt-ის ჩათვლით.
მომხმარებელთა მხარდაჭერა ლაივ ჩეთით 24/7ზე.
ძალიან ჩქარი ფულის გამოტანა.
ამ ბრენდს ბიტკოინის მხარდაჭერაც აქვს.
ქეშბექ ბონუსი არის კონკრეტული ტიპის ბონუსი, რომელსაც კაზინო გასცემს პოსტფაქტუმ, ანუ მას შემდეგ, რაც მოთამაშე თამაშს დაასრულებს, კაზინო დაუბრუნებს მას წაგებული თანხის გარკვეულ პროცენტს.
ძირითადი უპირატესობებია დაბალი ან არარსებული სანაძლეოს მოთხოვნები, რაც მათ ბევრად უფრო ღირებულს ხდის.
არსებობს სხვადასხვა სახის ქეშბექ შეთავაზება, ამიტომ თქვენ უნდა წაიკითხოთ კონკრეტული ბონუსის დადგენილებები და პირობები, რომ იცოდეთ რა არის საჭირო მის მისაღებად. ზოგჯერ, ეს ბონუსები დროში შეზღუდულია ან მხოლოდ კონკრეტულ თამაშზე ვრცელდება.
პასუხი დამოკიდებულია თქვენი თამაშის ჩვევებზე. მისასალმებელი ბონუსი უფრო შეეფერება იმ მოთამაშეებს, რომლებიც იშვიათად თამაშობენ. მეორეს მხრივ, თუ კონკრეტულ კაზინოში ბევრს თამაშობთ, გრძელვადიანი ქეშბექ შეთავაზება მეტ ფულს დაგიბრუნებთ.
ყოვლისმომცველი გზამკვლევი iPhone ონლაინ კაზინოებზე, სადაც იპოვით საუკეთესო მიმოხილულ და შემოწმებულ iOS ონლაინ კაზინოებს. მიიღეთ ინფორმაცია უახლეს ბონუს შეთავაზებებზე, თამაშებზე, ფეიაუთებსა და საბანკო მომსახურებებზე.
აღმოაჩინეთ საუკეთესო ონლაინ კაზინოს ტურნირები და შეჯიბრებები, რომლებიც ახლა მიმდინარებენ და ასევე კაზინოები რომლებიც მათ ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად გთავაზობენ.
რჩევები საუკეთესო ექსკლუზიური ონლაინ კაზინოების მისასალმებელ ბონუსებზე. გამოიყენეთ ექსკლუზიური ბონუს შეთავაზებების უპირატესობები, თქვენი საყვარელი კაზინოს თამაშების სათამაშოდ.
OnlineCasinoReports არის წამყვანი დამოუკიდებელი ონლაინ აზარტული თამაშების საიტების მიმოხილვის პროვაიდერი, სანდო ონლაინ კაზინოს მიმოხილვების, სიახლეების, გიდებისა და აზარტული თამაშების შესახებ ინფორმაციას მომწოდებელი 1997 წლიდან.
გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი
მიიღეთ სიახლეები ექსკლუზიური ბონუსებისა და სარეკლამო შეთავაზებების შესახებ.
მნიშვნელოვანი შეტყობინება
ამ საიტის სტუმრობით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 25 წელზე მეტის და თანხმობას გვაძლევთ რომ დავაყენოთ ქუქი. ჩვენ ვიყენებთ ქუქის რათა გავაუმჯობესოთ თქვენი დათვალიერების გამოცდილება, გქონდეთ პერსონალიზებული რეკლამები ან კონტენტი, და რათა შევძლოთ ჩვენი ტრაფიკის გაანალიზება. წაიკითხეთ მეტი