მისასალმებელი ბონუსები ონლაინ გეიმბლინგის გამოცდილების საფუძველია. მაგრამ მისასალმებელი ბონუსი მხოლოდ ფინანსური სტიმული არ არის, ის ახალ მოთამაშეებს სთავაზობს შესაძლებლობას გამოსცადონ სხვა და სხვა კაზინოს თამაშები, საბანკო მეთოდები და მომხმარებელთა მხარდაჭერასთან კონტაქტი, რათა მოთამაშე მიხვდეს რამდენად მოსწონს და რამდენად პასუხობს მის საჭიროებებს კონკრეტული გეიმბლინგ საიტი. ეს ბონუს გზამკვლევი წარმოგიდგენთ უახლეს ბონუსებს და წახალისებებს სანდო კაზინოებიდან.
მისასალმებელი ბონუსები ონლაინ გეიმბლინგის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენელი ნაწილია. ქართული კაზინოების უმრავლესობა, ახალ მოთამაშეებს, რომლებიც მათ კაზინოებში რეგისტრირდებიან, გულუხვ ბონუსებს სთავაზობს, რითიც ყველას უთვალავ შესაძლებლობას აძლევს დაბუსტონ თავიანთი ბანკროლები დროდადრო.
კაზინოს მისასალმებელი ბონუსები სხვადასხვა ფორმის და ზომის არსებობს, მაგრამ მათი უმრავლესობა პირველი დეპოზიტის სიდედეზეა დამოკიდებული. კაზინომ ბონუსი შეიძლება მოთამაშის პირველი დეპოზიტის ნაწილს ან მთლიან დეპოზიტს დაამთხვიოს, ზოგჯერ ფიქსირებული ბონუს თანხა 100%-საც გადასცდება ხოლმე.
ეს მისასალმებელი პაკეტები ხშირად ბევრ სხვა წახალისებებსაც შეიცავენ, რომლებიც მოთამაშეებს შეიძლება მოეწონოთ, ასე რომ ახალ კაზინოში დარეგისტრირება, როგორც წესი ამაღელვებელი და გასართობი გამოცდილებაა.
როგორც აღვნიშნეთ, მისასალმებელი ბონუს შეთავაზებების უმრავლესობა დაკავშირებულია მოთამაშის პირველ დეპოზიტთან. ამიტომ, მაგალითად, კაზინომ შეიძლება გააკეთოს 100%-იანი ქეშ ბონუსის შეთავაზება, ყველა ახალი მოთამაშისთვის, რომლებიც გახსნიან დეპოზიტს. ამგვარად თუ ისინი შეიტანენ ₾10-ს მაშინ მათი დეპოზიტი ჯამში ₾20 გახდება. მოთამაშეებს ამ ბონუს თანხის გამოყენება სხვადასხვა თამაშებში შეუძლიათ (ზოგჯერ გარკვეული შეზღუდვებით), მაგრამ ნაღდი ფულისგან განსხვავებით, მისი გამოტანა და განაღდება მაშინვე არ შეიძლება.
როცა საქმე ამ ქეშ შეთავაზებებს ეხება, სხვადასხვა კაზინოებს, რომლებიც ქართველ მოთამაშეებს ემსახურებიან ბევრი საინტერესო შეთავაზება აქვთ. მაგალითად, ზოგიერთ კაზინოს შეიძლება პირველ დეპოზიტზე შეტანილი თანხის 50%-იანი დამთხვევა ქონდეს, სხვებს კი წარმოუდგენელი 200%-იანი დამთხვევა. ამ სხვადასხვა შეთავაზებას, როგროც წესი თავისი დადგენილებები და პირობები მოყვება, რომლებსაც ცოტახანში მივუბრუნდებით.
ხშირად მისასალმებელი ბონუს შეთავაზების შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს უფასო სპინებიც. მაგალითად, ქეშ ბუსტერთან ერთად, კაზინომ შეიძლება 10, 20 ან უფრო მეტი უფასო სპინიც გადმოგცეთ, რომელიმე კონკრეტულ სლოტზე ან სლოტების შერჩეულ ასორტიმენტზე გასახარჯად. ამ უფასო სპინების მექანიზმი ნაღდი ფულით თამაშის მსგავსად მუშაობს, თამაშის პერიოდში მოთამაშემ რაც არ უნდა მოიგოს, ის თანხა მის ბალანსს დაემატება. ამგვარად, უფასო სპინები მისასალმებელი ბონუსის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მათ არ აქვთ ფიქსირებული ღირებულება.
დღეს, ონლაინ კაზინოების უმრავლესობამ მაქსიმალურად გაამარტივა ახალი მოთამაშეებისთვის მისასალმებელი ბონუსის მოთხოვნის პროცესი. როგორც წესი, ბონუსი ამოქმედდება პირველი დეპოზიტის გახსნისთანავე, რადგან მოთამაშეებს ყოველთვის ურჩევნიათ ბონუსით თამაში. ასეთ დროს, თუ თქვენ არ გსურთ ბონუსის გამოყენებით თამაში, მაშინ სანამ თამაშს და ფსონების დადებას დაიწყებდეთ, უნდა დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერას და სთხოვოთ ბონუსის გაუქმება.
ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ თუ ეს არის არასტანდარტული ბონუს შეთავაზება, რომელიც მოდის კაზინოს პარტნიორი ან შუამავალი საიტისგან, მოთამაშეებს შესაძლოა გარკვეულ მომენტში მისასალმებელი ბონუსის უნიკალური კოდის გამოყენება დასჭირდეთ. კოდი უნდა მითითებულ იქნეს რეგისტრაციის დროს, დეპოზიტის გახსნისას ან ბონუსის მოთხოვნისას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კოდი აუცილებელია, თუ კი თქვენ სპეციალური კაზინოს ბონუსის მოთხოვნა გინდათ, ეს კოდი კაზინოს საშუალებას აძლევს ამოიცნოს კონკრეტულად რომელი შეთავაზების მიღება გსურთ.
როგორც კი მოთამაშე იღებს მისასალმებელი ბონუსის შეთავაზებას, როგორც წესი თანხა მაშინვე ხელმისაწვდომია თამაშის დასაწყებად; ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ შეგიძლიათ ბონუს თანხის გამოყენება, ისევე როგორც თქვენს მიერ დეპოზიტზე შეტანილი ქეში. თუმცა არსებობს გარკვეული განსხვავებები ნამდვილ ქეშსა და ბონუს ფულს შორის, ვინაიდან ბონუსებს გარკვეული შეზღუდვები და მოთხოვნები მოყვებათ, რომლებიც მოთამაშეებმა უნდა შეასრულონ. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქართველმა მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ არის:
ბონუსის პირობები
ტერმინი ''სანაძლეოს მოთხოვნები'' (ან უბრალოდ სანაძლეო) დაკავშირებულია თითქმის ყველა კაზინოს ბონუსთან და მისასალმებელი ბონუსიც გამონაკლისი არაა. ამ მოთხოვნებში ასახულია თუ რამდენი უნდა ითამაშოს მოთამაშემ, სანამ შეძლებს ბონუს თანხების განაღდებას და გამოანას.
მაგალითად, ₾100-იანი მისასალმებელი ბონუსი 35x-იანი სანაძლეოთი, განაღდების საშუალებას მხოლოდ მას შემდეგ მოგცემთ, რაც მოთამაშე ₾3,500-ის ფსონებს გაათამაშებს, სანაძლეოთი დაშვებულ თამაშებში. შედეგად, ფულის გამოტანის მცდელობამ, სანაძლეოს მოთხოვნების შესრულებამდე, შეიძლება ბონუსი დაგაკარგვინოთ.
თამაშის შენატანი
თამაშის შენატანი პირდაპირ კავშირშია სანაძლეოს მოთხოვნებთან. ამგვარად, სხვადასხვა თამაშში დადებული ფსონები, ერთნაირად და ერთნაირი თანხით ვერ შეავსებენ სანაძლეოს მოთხოვნებს. მაგალითად, 1₾-იანი ფსონი უმეტეს სლოტზე, როგორც წესი სანაძლეოს ₾1-ს მოაკლებს. თუმცა ₾1-ის რულეტკაზე დადებით, სანაძლეოს თანხას მხოლოდ ₾0.10-ი მოაკლდება ან საერთოდ არაფერი. სანამ თამაშს დაიწყებთ, ყოველთვის დარწმუნდით რომ ამ დეტალებზე ინფორმაციას ფლობთ.
შეზღუდული თამაშები
როდესაც მოთამაშე მისასალმებელ ბონუსს იღებს, მან უნდა შეასრულოს კაზინოს მიერ წამოყენებული მოთხოვნები. შეზღუდული თამაშები როგორც წესი, ჩამოთვლილია ბონუსის დადგენილებებსა და პირობებში, ამ სიაში წარმოდგენილია ყველა ის თამაში, რომლის თამაშის უფლებაც არ გაქვთ სანამ ბონუს თანხებს იყენებთ. ამ სიაში შეიძლება შედიოდეს ზოგიერთი ან ყველა სამაგიდო თამაში, მაღალი RTP-ს მქონე სლოტები და ზოგიერთი პროგრესული ჯეკპოტის თამაშიც.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქართულ კაზინოს აქვს ავტომატიზირებული პრევენციის ზომები, რომლებიც კონკრეტული თამაშების თამაშისგან გვზღუდავენ, ეს ყოველთვის ასე არ ხდება. სწორედ ამიტომ უნდა იყვნენ მოთამაშეები ფრთხილად და გაეცნონ ძირითად წესებს, სანამ თამაშს დაიწყებენ. თუ არ ხართ დარწმუნებული და რამეში ეჭვი გეპარებათ, დაუკავსირდით მომხმარებელთა მხარდაჭერას და გადაამოწმეთ.
მაქსიმალური ფსონები
უმეტესად, მისასალმებელი ბონუსით თამაშისას თქვენ მოგიწევთ მაქსიმალური ფსონის წესის გათვალისწინება; ეს აღნიშნავს მაქსიმალურ ფსონს, რომლის დადებაც მოთამაშეს სლოტის ერთ სპინზე, ბანქოს თამაშის ერთ ხელზე, ან რულეტკის ერთ დატრიალებაზე შეუძლია. როგორც წესი მაქსიმალური ფსონი შეადგენს ₾5-ს, თანხის ზუსტი რაოდენობა ყოველთვის მითითებულია დადგენილებებსა და პირობებში.
მისასალმებელ ბონუსებში, კაზინოები მაქსიმალური ფსონის წესს იმისთვის აწესებენ, რომ თავიდან აიცილონ ბონუსის ბოროტად გამოყენება იმ მოთამაშეების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ მათი აქციებით ისარგებლონ. ფსონზე შეზღუდვის არ ქონა, კაზინოებს სხვადასხვა მანიპულაციის მცდელობების საფრთხის ქვეშ დააყენებდა, სწორედ ეს არის მათი არსებობის მტავარი მიზეზი. ეს შეზღუდვა არ არის პატიოსანი მოთამაშეების გზის ასაბნევად შექმნილი, თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერას და მოითხოვოთ მაქსიმალური ფსონის შეზღუდვის მოხსნა.
როცა საქმე მისასალმებელ ბონუსებს ეხება, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოთამაშეებისთვის, არსებობს ორი დიდი კატეგორია, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ: სთიქი და ნონ-სთიქი ბონუსები. მიუხედავად იმისა რომ გამოუცდელი მოთამაშისთვის შეიძლება სხვაობა შეუმჩნეველი იყოს, ამ ორს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა, ვინაიდან მათგან მეორე მომხმარებლისთვის ბევრად უფრო მომგებიანია.
მთავარი მინიშნება სახელშია, სთიქი ბონუსები აქტიურდება მას შემდეგ რაც მოთამაშე თავის პირველ დეპოზიტს ხსნის და ბონუსს შეთავაზების მოთხოვნას აგზავნის. ბონუს ფული ირევა თქვენს დეპოზიტზე შეტანილ ქეშში და თქვენი ბანკროლი ფაქტიურად დაბლოკილია, სანამ სანაძლეოს მოთხოვნებს შეასრულებთ ან გაკოტრდებით. მაშინაც კი თუ თამაშის დროს თქვენი ფულით მოიგებთ, ბონუს ფულის გათამაშების გარეშე, მაინც არ შეგიძლიათ ფულის განაღდება სანამ სანაძლეოს ბოლომდე არ დააკმაყოფილებთ.
ნონ-სთიქი ბონუსები ამ თვალსაზრისით ბევრად უფრო მომგებიანია. ბონუს ფული ცალკე რჩება და რასაც თქვენი ქეშით თამაშის დროს მოიგებთ, თქვენ გეკუთვნით და შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ მოექცეთ და გახარჯოთ. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ₾100 ქეშად და ₾100 ბონუსად, თუ თქვენ დიდ მოგებას გაარტყამთ თქვენი ₾100-იანი ქეშით თამაშისას, საშუალება გექნებათ გაანაღდოთ მთლიანი თანხა, გარდა ბონუსისა რომლის სანაძლეოს მოთხოვნები ჯერ არ შეგისრულებიათ.
ნონ-სთიქი ბონუსები ბევრად უფრო ხელსაყრელია მოთამაშეებისთვის, რადგან სანაძლეოს გათამაშება მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც ბონუს თანხით იწყებთ თამაშს. ბონუსები რომ არა თქვენ უკვე გაკოტრდებოდით, ამიტომ ეს არის ეფექტური მეორე შანსი რომელიც სხვაგვარად ვერ გექნებოდათ.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც მისასალმებელ ბონუსს აქვს არის დამატებიტი ქეში. თქვენი ბანკროლის გაორმაგებით, საშუალება გეძლევათ უფრო დიდხანს ითამაშოთ. თქვენი დეპოზიტის გაორმაგება ასევე იმასაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი შანსი გეძლევათ მოიგოთ დიდი ბონუსი სლოტებში და შეძლოთ დიდი თანხის ქეშაუთი.
მისასალმებელი ბონუსები ასევე უბრალოდ გართობის თვასაზრისითაც კარგია. ისინი საშუალებას გაძლევენ უფრო გაიგრძელოთ კაზინოში გართობის და თამაშის დრო; ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც გართობა სურს და დეპოზიტზე პატარა თანხა შეაქვს, როგორიცაა მაგალითად ₾10 ან ₾20. სანაცვლოდ ₾40 ან ₾20-ით თამაში საგრძნობლად სასიამოვნოა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ სლოტების უმრავლესობაზე ერთ სპინზე ₾0.10 დადება შეგიძლიათ.
და ბოლოს ამ ყველაფერს გარკვეული ჩელენჯის ელემენტიც დაყვება. როდესაც თქვენ მისასალმებელ ბონუსს იღებთ, თქვენი მიზანია დააკმაყოფილოთ სანაძლეოს მოთხოვნები და გაანაღდოთ მოგება. ბონუსის მეშვეობით თქვენ გაქვთ გეგმა, რომელსაც მიყვებით და როდესაც ამ გეგმას შეასრულებთ კმაყოფილების გრძნობა გეუფლებათ. თამაშის გეგმა კარგია გართობისთვის და გეხმარებათ ბანკროლის მართვაში, რაც თავის მხრივ ხელს გიწყობთ გაანაღდოთ მეტი, ნაცვლად იმისა რომ გარისკოთ და წააგოთ.
მიუხედავად იმისა რომ კაზინოში ბონუს ფულის საწინააღმდეგოდ კამათი ძნელია, მისასალმებელ ბონუსს თავისიი მინუსებიც აქვს და მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო სანაძლეოს მოთხოვნებია. როგორც კი ბონუსს მიიღებთ, თქვენ ვერ შეძლებთ თამაშის გაჩერებას და ფულის გამოტანას როცა მოგინდება. სანაცვლოდ, თქვენ შეგეზღუდებათ ყველანაირი ქეშაუთი სანამ სანაძლეოს არ შეარულებთ.
სანაძლეოს მოთხოვნები შეიძლება ძალიან გამაღიზიანებელი იყოს, განსაკუთრებით მაშინ თუ დიდ მოგებას გამოჰკრავთ ხელს და განაღდების ნაცვლად, იძულებული ხართ თამაში გააგრძელოთ. ზოგჯერ, თამაშის გაგრძელება თქვენს სასიკეთოდ შემობრუნდება და თქვენ კიდევ უფრო მეტ ფულს მოაგროვებთ გასანაღდებლად; თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება რომ მოთამაშე მთელ ბონუს თანხას და ქეშს კარგავს. რა თქმა უნდა ეს არ არის იდეალური სიტუაცია, მაგრამ თუ მისასალმებელი ბონუსით სარგებლობა გსურთ, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
ზოგჯერ არის დროის ლიმიტიც, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. კაზინოების უმრავლესობა, რომლებიც საქართველოს მოთამაშეებს ემსახურება, ამ მხრივ საკმაოდ გონივრულები არიან. თუმცა, ზოგმა შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღე მოგცეთ სანაძლეოს პირობების შესასრულებლად, სანამ ბონუსის დრო არ ამოიწურება; ეს გარკვეულ ზეწოლას ახდენს მოთამაშეებზე, რომლის თავიდან აცილებაც მომხმარებელთა უმეტესობას ურჩევნია.
როგორც კი თქვენს ექაუნთზე მისასალმებელ ბონუსს მიიღებთ, მისი გათამაშების ბევრი გზა არსებობს რომლებიც უნდა იცოდეთ. შეცდომა ძვირი დაგიჯდებათ, რადგან სანაძლეოს მოთხოვნების შესასრულებლად აუცილებლად იღბალიც დაგჭირდებათ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ სტრატეგიას შეუძლია დაგეხმაროთ სანაძლეოს მოთხოვნების დაკმაყოფილებაში და დამატებითი ნაღდი ფულით თამაშის დამთავრებაში.
პირველი და ყველაზე მთავარი ისაა რომ არ არის საჭირო ზედმეტი გარისკვა ბონუს ფულით თამაშისას. რადგან თქვენ ვერ გაანაღდებთ მოგებებს, სანამ სანაძლეოს პიორბებს არ შეასრულებთ, თქვენ უნდა დაიკავოთ ისეთი პოზიცია, რომლის მეშვეობითაც საწყისი თანხის ოცდათხუთმეტჯერ ან ორმოცჯერ გაზრდა შეძლოთ. ამისთვის თქვენ გჭირდებათ სოლიდური მოგება.
ამგვარად, ოდნავ უფრო მაღალი ფსონებით თამაში ბონუს ქეშის გამოყენებისას ალბათ საუკეთესო გზაა ამის მისაღწევად. ასევე, იპოვეთ ისეთი სლოტები, რომლებსაც აქვთ საკმარისი პოტენციალი იმისა რომ ეს დიდი მოგებები მოგიტანონ. დაბალი ვოლატურობის თამაშის არჩევა, შეიძლება კარგ აზრად მოგეჩვენოთ, მაგრამ სანაძლეოს მოთხოვნები როგორც წესი იმგვარადაა შედგენილი, რომ ნაკლებ სავარაუდოა მათი შესრულება შეძლოთ, გზად რამდენიმე მძიმე დარტყმის გარეშე.
მისასალმებელი ბონუსის მოთხოვნა ხშირად პირველი ნაბიჯია, რომელსაც მოთამაშე ონლაინ გეიმბლინგის სათავგადასავლო სამყაროში დგამს. ვივარაუდოთ რომ თქვენ ჯერ არასდროს მიგიღიათ ბონუს შეთავაზება აქამდე. მაშინ არ იდარდოთ და შეცდომებისაც ნუ შეგეშინდებათ. მიჰყევით ამ მარტივ რჩევებს: დარეგისტრირდით და ითამაშეთ საყვარელი კაზინოს თამაშები მომენტალურად.
გირჩევთ გაეცნოთ ჩვენს სიღრმისეულ კაზინოების მიმოხილვებს. ჩვენ ყოველთვის მიმოვიხილავთ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ შერჩევისას.
დაუთმეთ დრო თქვენთვის სასურველი ბონუს შეთავაზების დადგენილებების და პირობების გაცნობას. იმისთვის რომ იცოდეთ რა სანაძლეოს მოთხოვნები აქვს, რამდენი უნდა შეიტანოთ დეპოზიტზე, რომელ თამაშებზე ვრცელდება და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
როგორც კი კაზინოს შეუერთდებით, დარწმუნდით რომ სწორად მოითხოვეთ ბონუს შეთავაზება სანამ დეპოზიტს გახსნით ან რაიმეს თამაშს დაიწყებთ. თქვენი ბონუსის გასააქტიურებლად, ეწვიეთ წახალისებების განყოფილებას.
ყველა ბონუსს აქვს მოთხოვნების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა შესრულდეს სანამ მოთამაშე მოგების განაღდებას შეძლებს; ისინი მოიცავენ საერთო სანაძლეოს, მინიმალურ დეპოზიტს და შეთავაზების მოთხოვნების დაკმაყოფილებას გარკვეული დროის მონაკვეთში. ეს ყველაფერი ზედმიწევნით უნდა შეასრულოთ, რათა მოგების სწრაფი განაღდება შეძლოთ.
კაზინოები | ბონუსი | მინიმალური დეპოზიტი | ფსონების დადების მოთხოვნები | გადახდის მეთოდები | ბონუსის აღება |
---|---|---|---|---|---|
![]() | €1,750 OCR 25+ მხოლოდ, ვადების და პირობების შეთანხმება ვრცელდება. | €10 | 40x (ბონუსი & დეპოზიტი) | 25+ მხოლოდ, ვადების და პირობების შეთანხმება ვრცელდება. | |
![]() | €1,000 + 100 უფასო სპინები 25+ მხოლოდ, ვადების და პირობების შეთანხმება ვრცელდება. | €20 | 50x (ბონუსი & დეპოზიტი) | 25+ მხოლოდ, ვადების და პირობების შეთანხმება ვრცელდება. | |
![]() | €600 25+ მხოლოდ, ვადების და პირობების შეთანხმება ვრცელდება. | €20 | 40x (ბონუსი & დეპოზიტი) | 25+ მხოლოდ, ვადების და პირობების შეთანხმება ვრცელდება. | |
![]() | €500 25+ მხოლოდ, ვადების და პირობების შეთანხმება ვრცელდება. | €20 | 30x (ბონუსი & დეპოზიტი) | 25+ მხოლოდ, ვადების და პირობების შეთანხმება ვრცელდება. | |
![]() | €500 25+ მხოლოდ, ვადების და პირობების შეთანხმება ვრცელდება. | €10 | 35x (ბონუსი & დეპოზიტი) | 25+ მხოლოდ, ვადების და პირობების შეთანხმება ვრცელდება. |
ტერმინი „მისასალმებელი ბონუსი“ მოიცავს ონლაინ კაზინოს ნებისმიერ წამახალისებელ შეთავაზებებს. უმეტეს შემთხვევებში, საუკეთესო ონლაინ კაზინოები აერთიანებენ ორ ან სამ ბონუსის ტიპს ერთად მოთამაშეებისთვის შესათავაზებლად. ქვემოთ ჩამოთვლილია ძირითადი ბონუს ტიპები, რომლებსაც ონლაინ იპოვით:
ეს ბონუსის ტიპპი მოთამაშეებს სთავაზობს ბონუს კრედიტებს, იმისთვის რომ მათ შეძლონ დეპოზიტის გარეშე თამაში. დაბალი რისკის გათვალისწინებით, რომელსაც ამ ტიპის ბონუსი წარმოადგენს, ონლაინ კაზინოები სანაძლეოს მოთხოვნებს და ხშირად მოგების მაქსიმალურ განაღდებაზე ლიმიტს აწესებენ.
ქეშბექ ბონუსი შესანიშნავი შესაძლებლობაა მოთამაშეებისთვის, წაგებული თანხის ნაწილის დასაბრუნებლად, ვინაიდან ამ ბონუსის მეშვეობით კაზინო წაგებული თანხის გარკვეულ პროცენტს გიბრუნებთ. ქეშბექ შეთავაზებები ხშირად მიმდინარე წახალისებების, რომელთა გამოყენებაც ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად შეგიძლიათ.
სადეპოზიტე ბონუსები ყველაზე მეტად აფასებენ თქვენს ფულს და ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი შეთავაზების ტიპია. კაზინო გთავაზობთ თქვენი პირველი დეპოზიტის შესაბამისი ღირებულების ფისქსირებულ ბონუსს. მისი პროცენტულობა შეიძლება შეადგენდეს, თქვენი დეპოზიტის პირველადი შენატანის 50%-დან 500%-მდე ფიქსირებულ თანხას. მასზეც მოქმედებს სანაძლეოს მოთხოვნები, მაგრამ ფულის განაღდების მაქსიმალური ლიმიტი არ აქვს.
ასეთ დროს კაზინოები მოთამაშეებს უფასო თამაშების - ონლაინ და მობილური სლოტების - წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობას სთავაზობენ. ეს უფასო სპინები არ საჭიროებენ დეპოზიტს ბონუსის მოთხოვნის ან თამაშისათვის, მაგრამ სანაძლეოს მოთხოვნა ძირითადად დატრიალებიდან მოგებულ თანხაზე ვრცელდება.
ისეთი ბონუსების არჩევანი, რომლებსაც სანაძლეოს პირობების არ აქვთ, ძალიან მწირია, რადგან ისინი საშუალებას აძლევენ მოთამაშეებს მოითხოვონ ბონუსი და გაანაღდონ თანხა თუნდაც მხოლოდ ერთი ფსონის, გათამაშების შემდეგ. ხშირად ამ ერთმა ფსონმა უნდა დაფაროს მთელი ბონუსის ღირებულება და თანხის განაღდებაზეც მოქმედებს მაქსიმალური თანხის ლიმიტი.
ფსონების მოთხოვნები თამაშის გზით მოთხოვნებადაც მოიხსენიება. ფსონების დადების მოთხოვნები არის ვადების და პირობების ნაწილი, დეპოზიტის გარეშე კი ბონუსის პირობების ნაწილი. ფსონების დადების მოთხოვნები არის პრომოციასთან დაკავშირებული მულტიპლიკატორის წესები. ის ზუსტად მიუთითებს, თუ რამდენჯერ უნდა გააფართოვონ ბონუსი მოთამაშეებმა, სანამ მათ შეეძლებათ რაიმე თანხის განაღდება.
20 დოლარიანი არადეპოზიტური ბონუსი, რომელსაც აქვს 30X ფსონის დადების მოთხოვნა გულისხმობს იმას, რომ მოთამაშეების საკუთარი ბონუსის მოცულობამ სრულებით 30 უნდა შეადგინოს (600 დოლარი ფსონებში), იქამდე სანამ ნებისმიერ გადახდას გაანაღდებენ. სათამაშო მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებისმიერი განაღდების მცდელობა გააუქმებს ანგარიშზე არსებულ ბონუსს + გადახდებს.
შეთავაზების ფსონების მოთხოვნების მიერ დაქვემდებარებული ნაწილი, ჩვეულებრივ, მითითებულია ბონუსის ვადებში და პირობებში. ფსონების დადების მოთხოვნები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დეპოზიტის მატჩის ბონუსებზე და უფასო დატრიალებების ბონუსებზე, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენი დეპოზიტის თანხაზე.
ბაზარზე ამდენი ბონუსის სახობით და ინტერნეტში შესანიშნავი კაზინოების არჩევანით, ცოტა რთულია საუკეთესო არჩევანის გაკეთება და ამავდროულად უსაფრთხო კაზინოს პოვნა. ქვემოთ ჩამოთვლილია ჩვენი რჩევები, თუ როგორ იპოვოთ საუკეთესო ბონუსი და კაზინო:
არ დაუშვათ რომ ბრჭყვიალა ბონუსმა დაგაბრმავოთ. უფრო პატარა ბონუსი, კარგი რეპუტაციის მქონე კაზინოდან, გაცილებით უფრო ღირებულია ვიდრე, დიდი ბონუსი ბლექ მარკეტის კაზინოდან. ჩვენი კაზინოს მიმოხილვები მოგცემთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
სანდო კაზინოები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ მოთამაშეები ბოლომდე გაერკვნენ მათი ბონუსების პირობებში, რადგან მათ სურთ გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება. თუ ბონუსის პირობები გაურკვეველია, ჩვენ გირჩევთ თავი აარიდოთ ასეთ კაზინოებს.
თქვენ უნდა გინდოდეთ დრო და ფული ისეთ კაზინოში დახარჯოთ, რომელიც სამართლიანად გეპყრობათ. ბონუსის პირობები, რომლებიც იცავენ კაზინოს და გთავაზობენ სამართლიან შანსს, მოგება სახლში წაიღოთ, იმის ნიშანია რომ ეს კაზინო სხვა საკითხებშიც კარგად მოგეპყრობათ.
დიდი ბონუს დაპირება მოთამაშეებს იზიდავს; თუმცა, ბონუსის პირობების შესრულება შეიძლება სატანჯველად იქცეს, თუ არ გსიამოვნებთ შერჩეული თამაშების თამაში. ამიტომ, ბონუსის მოთხოვნისას თამაშების არჩევანი თქვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა რომ გეიმბლინგი ჰობია, დიდი მოგების შემთხვევაში, თქვენ გინდათ იცოდეთ შეძლებთ თუ არა მის მთლიანად გამოტანას? არ დაგავიწყდეთ ამის შემოწმება, რათა შემდგომში ყოველგვარი იმედგაცრუებები აირიდოთ თავიდან.
მისასალმებელი ბონუსი vs მიმდინარე ბონუსის შედარება - ონლაინ კაზინოში თამაშის ერთ-ერთი უპირატესობა არის მისასალმებელი ბონუსის მუშაობის მექანიკის მკაფიო გაგება, რომელსაც თქვენ როგორც ახალი მოთამაშე მიიღებთ. თუმცა, რაც მას მოყვება ზოგჯერ არც თუ ისე გასაგებია. კარგი ამბავი ისაა რომ ონლაინ კაზინოები უკვე არსებულ მოთამაშეებს უამრავ გასართობ წახალისებებს, გადატვირთვის ბონუსებს და ჯილდოებს სთავაზობენ. ქვემოთ მოცემულია მისასალმებელი ბონუსის შედარება მიმდინარე ბონუსთან.
მისასალმებელი ბონუსი | მიმდინარე ბონუსი |
---|---|
ექსკლუზიურად ახალი მოთამაშეებისთვის | ზრდის თამაშის დროს |
გეიმბლინგი დაბალი რისკით | გამოსცადეთ ბონუსის სხვადასხვა ტიპები |
ამცირებს ფინანსურ დაკარგებს | აჯილდოვებს ლოიალურ მომხმარებელს |
როგორ აფასებენ ჩვენი ექსპერტები ონლაინ კაზინოებსა და აზარტული თამაშების საიტებს: კაზინოების მიმოხილვა არის ის, რისი კეთებაც ჩვენ საუკეთესოდ გამოგვდის და ყოველთვის ვზრუნავთ იმაზე, რომ მოვიცვათ ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაცია და საჭირო ფაქტორები. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ონლაინ კაზინო აირჩევთ, ჩვენ მოგაწვდით ყველაზე განახლებულ ინფორმაციას კაზინოს უსაფრთხოების ზომების, გადახდების, მოთამაშეთა უკუკავშირის, კაზინოს შესახებ და არამხოლოდ. გადახედეთ ქვემოთ მოცემულ გამოსახულებას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
ჩვენი ექსპერტული მიმოხილვები გაგიწევთ დახმარებას საუკეთესო და ყველაზე მომგებიანი ონლაინ კაზინოები ძებნისას. კაზინოს თამაშების ბიბლიოთეკის, საბანკო პარამეტრების, მომხმარებელთა მხარდაჭერისა და კაზინოს არჩევისას გასათვალისწინებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორების ჩვენი ექსპერტული მიმომხილველების ძალაუფლება თქვენს ხელშია.
Find out more about how we rate
1xBet Casino
ერთ-ერთი ყველაზე სანდო ონლაინ კაზინო, შესანიშნავი რეპუტაციით ონლაინში გასვლისთანავე.
ფანტასტიკური ლაივ კაზინოს თამაშები.
ფანტასტიკური მომხმარებელთა მხარდაჭერა.
დეპოზიტის გახსნა და გამოტანა მარტივია.
დაშვებულია უამრავი სადეპოზიტე მეთოდი, მათშორის ბიტკოინი.
მისასალმებელი ბონუსი - არის ფულადი ჯილდო, რომელსაც კაზინოები სთავაზობენ ახალ მოთამაშეებს, პირველი დეპოზიტის გახსნისთანავე. როგორც წესი მისასალმებელი ბონუსი ემთხვევა თქვენი დეპოზიტის საერთო თანხას ან მის გარკვეულ პროცენტულობას, ნაწილს.
მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა კაზინოში ეს სხვადასხვანაირად ხდება, უმეტესად თქვენ მხოლოდ დეპოზიტის გახსნა გჭირდებათ. ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ დაგჭირდებათ მისასალმებელი ბონუსის უნიკალური კოდის გამოყენება.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტათი რთულია. თუ თქვენ მეტი გართობა და სათამაშო დრო გსურთ, მაშინ მისასალმებელი ბონუსის გამოყენება კარგი იდეაა. თუმცა, ბონუსით თამაში ასევე ნიშნავს იმასაც რომ თქვენ ვერ გამოიტანთ თანხას სანამ სანაძლეოს პირობებს არ შეასრულებთ, ამიტომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი თქვენთვის.
ონლაინ კაზინოებს, რომლებსაც ჩვენი დამოწმების ბეჭედი (SOA) აქვთ, უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის გეიმინგს და შესანიშნავი რეიტინგი აქვთ სხვადასხვა კრიტერიუმებში. მათ შორისაა მოთამაშის უსაფრთხოება & ანონიმურობა, კაზინოს სანდოობა & სამართლიანობა, მომხმარებელთა მხარდაჭერა, საბანკო მომსახურებები და რეპუტაცია.
თქვენი გზამკვლევი საუკეთესო PWA ონლაინ კაზინოებშე. ისწავლეთ პროგრესული აპლიკაციების მქონე ონლაინ კაზინოებში თამაშის უპირატესობები და მათ მიერ შემოთავაზებული PWA კაზინოების თამაშების შესახებ.
აღმოაჩინეთ დღეის მონაცემებით, ყველაზე ტრენდული ონლაინ კაზინოები საქართველოში, ასევე გაიგეთ რომელი კაზინოები იძენენ სულ უფრო მეტ პოპულარობას და თქვენნაირი მოთამაშეების ინტერესსა და ყურადღებას იმსახურებენ. თვალი ადევნეთ სიახლეებს და გაიგეთ მეტი გასაოცარ ონლაინ კაზინოს თამაშებსა და შეთავაზებებზე.
OnlineCasinoReports არის წამყვანი დამოუკიდებელი ონლაინ აზარტული თამაშების საიტების მიმოხილვის პროვაიდერი, სანდო ონლაინ კაზინოს მიმოხილვების, სიახლეების, გიდებისა და აზარტული თამაშების შესახებ ინფორმაციას მომწოდებელი 1997 წლიდან.
გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი
მიიღეთ სიახლეები ექსკლუზიური ბონუსებისა და სარეკლამო შეთავაზებების შესახებ.
მნიშვნელოვანი შეტყობინება
ამ საიტის სტუმრობით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 25 წელზე მეტის და თანხმობას გვაძლევთ რომ დავაყენოთ ქუქი. ჩვენ ვიყენებთ ქუქის რათა გავაუმჯობესოთ თქვენი დათვალიერების გამოცდილება, გქონდეთ პერსონალიზებული რეკლამები ან კონტენტი, და რათა შევძლოთ ჩვენი ტრაფიკის გაანალიზება. წაიკითხეთ მეტი