შედეგების ჩვენება: -სთვის
ლიცენზირებისა და მარეგულირებელი ორგანოების არსებობა, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს აზარტული თამაშების ინდუსტრიას, უაღრესად მნიშვნელოვანია მოთამაშეების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ოფლაინ და ონლაინ კაზინოები უნდა რეგულირდებოდეს ისეთი ორგანოების მიერ, რომლებიც ზრუნავენ ხალხზე და მუშაობენ უსაფრთხო გეიმბლინგ კულტურის დასანერგად.
ონლაინ კაზინოები რეგულარულად არეკლამებენ თავიანთ თავს, სხვადასხვა უდეპოზიტო ბონუს კოდებით და უფასო ფულადი შეთავაზებებით პოტენციური მოთამაშეების მოსაზიდად. ეს მოიცავს კაზინოს უფასო ქეშ ბონუსებს და უფასო სპინების შეთავაზებებს. ახალ დარეგისტრირებული მოთამაშისთვის წინასწარ დეპოზიტის გახსნა სულაც არაა საჭირო. ონლაინ კაზინოს მიერ შემოთავაზებული უდეპოზიტო ბონუსი, განკუთვნილია მხოლოდ გეიმინგისთვის - მისი მოხსნა და განაღდება არ შეიძლება. მიზეზი თუ რატომ იზიდავს უდეპოზიტო ბონუსები მოთამაშეებს აშკარაა - ის შესაძლებელს ხდის დეპოზიტის გარეშე კაზინოს თამაშების ნაღდ ფულზე თამაშს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ უდეპოზიტო ბონუსი არ ამარტივებს წარმატების მიღწევას და არც გადახდების გარანტიას იძლევა. ეს ბონუსები იმ 'საჩუქრების' მსგავსია, რომლებსაც ონლაინ კაზინო ახალ დარეგისტრირებულ მოთამაშეებს უძღვნის. მოთამაშეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ნაღდ ფულზე თამაშში წინასწარი დეპოზიტის გარეშე, ბონუსის დახმარებით. მნიშვნელოვანია: უდეპოზიტო ბონუსები არ იძლევიან იმის გარანტიას, რომ მოთამაშეები მიიღებენ რაიმე სასურველ შემოსავალს ონლაინ კაზინოსგან. ისინი არ იძლევიან რაიმე უპირატესობას. ისინი უბრალოდ სტიმულია ახალი მოთამაშეებისთვის. უდეპოზიტო ბონუსით მოთამაშეები რისკის გარეშე თამაშობენ. ონლაინ გეიმინგ ინდუსტრიაში ახალბედასთვის, ყოველთვის უფრო საინტერესოა საუკეთესო უდეპოზიტო ბონუს კოდების ან უფასო შეთავაზებების ძებნა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიუჯეტური მოთამაშეებისთვის, რომლებსაც ნაღდ ფულზე თამაში სურთ. სიმართლე უნდა ითქვას რომ უდეპოზიტო ბონუსი გთავაზობთ თამაშს რისკის გარეშე, რადგან არ ხდება ნაღდი ფულის ფსონზე დადება. თუმცა თუ მოგინდებათ უდეპოზიტო ბონუსით მოგებული თანხის გამოტანა, მაშინ გარკვეული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოთ. ამავე დროს უნდა აღინიშნოს რომ უდეპოზიტო ბონუსები უმეტესად კაზინოს ახალ მოთამაშეებზეა გათვლილი. ტრადიციული დეპოზიტ ბონუსებისგან განსხვავებით, უდეპოზიტო ბონუსი მოთამაშისგან რაიმე ინვესტიციას არ საჭიროებს. სამაგიეროდ აღიქვით ეს ბონუსები როგორც დამატებითი თანხა, რომლითაც ონლაინ კაზინოში თამაში შეგიძლიათ. ნებისმიერი ფულადი სახსრები, რომლებიც უდეპოზიტო ბონუსისგანაა მიღებული რჩება კაზინოს ანგარიშზე, მანამ სანამ სანაძლეოს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებთ. კაზინოს მიზანია დაარეგისტრიროს ახალი მოთამაშეები და იყოლიოს რაც შეიძლება მეტი ლოიალური მომხმარებელი. უდეპოზიტო ბონუსი საგრძნობლად განსხვავდება უფასო/დემო თამაშისაგან. მიუხედავად იმისა რომ ორივე შემთხვევაში უფასოდ თამაშობ, შენ ვერ იშოვი ნაღდ ფულს უფასო/დემო თამაშისას. ეს ბონუსები ორი სახისაა - უფასო სპინები ან კაზინოს ქეშის ბონუსი. მათ ნაღდი ფულის ფასი აქვთ, რაც იმას ნიშნავს რომ მოთამაშეები ნაღდი ფულით თამაშობენ. ყველაფერი რაც ონლაინ კაზინოს გამოცდილებას ეხება ავთენტური ხდება ამ ბონუსებით. მნიშვნელოვანია გაეცნოთ ყველა მოთხოვნას. უკლებლივ ყველა ბონუსს და სარეკლამო შეთავაზებას აქვს თავისი დადგენილებები და პირობები. ისინი ასევე ცნობილია სანაძლეოს სახელით შემოკლებით - 'WR'. ისინი შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს სხვადასხვა კაზინოებში. კაზინოები მათ ბიზნესის ფინანსური წაგებისგან დასაცავად იყენებენ. იცოდით? ონლაინ კაზინოების ბონუსებს შორის ამომავალი ვარსკვლავი არის NWR (სანაძლეო მოთხოვნების გარეშე) ბონუსი, რომელიც გთავაზობთ შეთავაზებას პირველ დეპოზიტზე - ყველანაირი სანაძლეოს მოთხოვნების გარეშე. მოთამაშეებს არ შეუძლიათ უბრალოდ გამოიტანონ ფული ან ბონუსი თუ ჯერ არსებულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ. ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა რომ უდეპოზიტო ბონუსები მნიშვნელოვან ფეიაუთს მოუტანენ მოთამაშეებს. როგორც წესი უდეპოზიტო ბონუსების გადახდები მცირეა. ამიტომ აღიქვით ისინი როგორც სასიამოვნო მისალმება კაზინოში რეგისტრაციისთვის და ონლაინ თამაშისთვის. რატომ სთავაზობენ ონლაინ კაზინოები უდეპოზიტო ბონუსებს მოთამაშეებს? ოპერატორებს შორის საკმაოდ დიდი კონკურენციაა ახალი მოთამაშეების მოსაპოვებლად. მარკეტინგი უკვე არსებული მოთამაშეებისთვის სულ სხვანაირია. მიუხედავად ამისა იმისათვის რომ კაზინოს შემოსავალი გაიზარდოს და მოთამაშეების ბაზა გაფართოვდეს, მან უნდა მოიზიდოს ახალი მომხმარებელი. მოთამაშეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი შეთავაზება სწორედ უდეპოზიტო ბონუსებია. მათ მისი გამოყენება ონლაინ კაზინოში ნაღდი ფულის მოსაგებად შეუძლიათ. იქნება ეს უფასო ფულის ბონუსი თუ უფასო სპინები, მომხმარებლისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. საქმე იმაშია, რომ ონლაინ კაზინო გთავაზობთ უფასოდ ითამაშოთ ნაღდ ფულზე და მოიგოთ პრიზები ან კაზინოს ფიშკები. რაც უფრო მიმზიდველია უდეპოზიტო ბონუსი, მით უფრო მეტ მოთამაშეს მოიზიდავს კაზინო. თავის მხრივ მოთამაშეებიც სიამოვნებით რეგისტრირდებიან და ნაღდ ფულზე თამაშით იღებენ სიამოვნებას. გარდა ამისა, კაზინოებს არ სჩვევიათ უდეპოზიტო ბონუსების წაგება, რადგან ნებისმიერი პოტენციური გადახდა ამ დეპოზიტებიდან საკმაოდ მცირეა. ამის გარდა, მოტამაშეებმა უნდა გახსნან დეპოზიტი და შეიტანონ თანხა, სანაძლეოს მოთხოვნების შესასრულებლად. დაიმახსოვრე: თქვენი ჯამური ფსონების თანხა, უდეპოზიტო ბონუსით ყოველთვის უფრო დაბალია. თუმცა, დეპოზიტზე დიდი ბონუსით, თქვენი ფსონის ფაქტიური ჯამი ყოველთვის საგრძნობლად მეტი იქნება. ახლა კი როცა ისწავლე თუ რა არის უდეპოზიტო ფსონები და როგორ მუშაობენ ისინი, გადადით ზემოთ, ჩვენი უდეპოზიტო ბონუსების განახლებული სიის სანახავად.
2006 წელს დაარსებულმა BetSoft Gaming-მა (BG), შექმნა მაღალი ხარისხის 3D თამაშები მთელი მსოფლიოს სრულად ლიცენზირებული ონლაინ კაზინოებისთვის. გამოცდილი დიზაინერების, დეველოპერების, ინჟინრების, ექაუნთ მენეჯერების, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების, გრაფიკოსების და მარკეტინგის სპეციალისტების ხელმძღვანელობით, BG-მ iGaming-ის არენის ზედა ეშელონებში მოიპოვა ადგილი. ინოვაციური თამაშის დიზაინის შემქმნელი, ბაზარზე პირველად Slots3™-ის და ToGO™-ის სათაურებით გამოჩნდა. წლების განმავლობაში, მან გაამკაცრა თამაშების ბრწყინვალების კრიტერიუმები ონლაინ კაზინოს ოპერატორებისთვის მთელ მსოფლიოში. ეს მრავალი ლიცენზიის მქონე, ონლაინ კაზინოს თამაშების დეველოპერი, PC-ის, Mac-ის და მობილური მოწყობილობების მოთამაშეებისთვის, მსოფლიო დონის ონლაინ კაზინოს პროდუქტების შესაქმნელად, HTML 5-ის თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებს. ეს პროვაიდერი გახლავთ მრავალი ჯილდოს მფლობელი და არაერთხელ დაუმსახურებია მსოფლიოს წამყვანი და საუკეთესო მარეგულირებელი ორგანოებისგან შექება, მათ შორისაა G2E Asia Awards-ი, 5 Star iGaming Media Starlet Awards-ი, MIGEA Malta iGaming-ი და სხვები. 500-ზე მეტი კლიენტით (კაზინოს გლობალურ პლატფორმაზე), BetSoft Gaming-ი საპატიო ადგილს იკავებს ისეთ ოპერატორებს შორის, როგორებიცაა Mr Green, LeoVegas, Vera & John, Slots Million, Tropezia Palace, 1XSLOTS, Interwetten და ბევრი სხვა. ამასთანავე, ეს ოპერატორი კონტროლდება და რეგულირდება რამდენიმე ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ, მათ შორისაა MGA (მალტას გეიმინგ ორგანო), ONJN, ADM, QUINEI, და GLI. პასუხისმგებლიანი აიგეიმინგ პროვაიდერი, BetSoft Gaming-ი ამაყობს თავისი სანახაობრივი მაღალი ხარისხის ონლაინ კაზინოს პროდუქტებით, 3D ანიმაციითა და ვიდეო თამაშის სტილის იმერსიული ეფექტებით. პოპულარული დასახელებები BetSoft Gaming-ი გთავაზობთ გეიმინდ პროდუქციის დიდ არჩევანს, რომელთაგან თითოეული დაპროექტებული, შემუშავებული და მოწოდებულია, პროფესიონალიზმისა და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. გეიმინგ პროდუქცია მოიცავს მოობილურ თამაშებსაც, რომლებიც ToGo™-ის მობილური თამაშების სისტემაზე მუშაობენ Android-ის, iOS-ის, BlackBerry-ს და Windows Phone-სთვის. დესკტოპ თამაშები ოპტიმიზირებულია მაქსიმალური გართობისთვის, მაღალი-ხარისხის iGaming კონტენტის, მათ შორის 3D ვიდეო სლოტების და ინტერაქტიული თამაშის ფუნქციების და ელემენტების წყალობით. სხვადასხვა ტექნოლოგიები და ინოვაციური სისტემები მოიცავენ: The Vault™(მაქსიმალური გამტარიანობა ინტერაქტიული გეიმფლეისთვის), The Shift Platform™ (HTML 5-ის ფუნქციონალურობა ახალი თაობის დესკტოპ გეიმინგისთვის) და სხვა პოპულარული გეიმინგ პროდუქციის მრავალფეროვნება. ის განთქმულია თავისი ფუნქციებით დატვირთული თამაშებით, მათ შორის 3D ვიდეო სლოტებით, სამაგიდო თამაშებით, ვიდეო პოკერითა და სხვა თამაშებით. ტოპ 3 ატრაქცია მოიცავს: Frankenslot Monster - Frankenslot Monster-ი არის საკმაოდ პოპულარული სლოტ თამაში, ხუთი დოლურით, 20 ხაზით და დაბალი ვოლატურობით. Charms and Clovers - ეს სლოტი არის ჯეკპოტებით მდიდარი ატრაქცია BetSoft Gaming-ისგან, ექვსი მბრუნავი დოლურით, საშუალო ვოლატურობის თამაშის მიმდინარეობით და უამრავი თამაშს-შიდა ბონუს ფუნქციებით. ამ საუკეთესოდ შეფასებულ ონლაინ კაზინოს თამაშში უამრავ ჯადოქრობას და შელოცვებს შეხვდებით. Stampede – ეს ყველაზე განსაკუთრებულია! BG-მ გამოუშვა ეს ფუნქციებით სავსე სლოტ თამაში მასიური 765,500 ქოინიანი ჯეკპოტით. აქ თქვენ ნახავთ ბუჩქებიდან გამოვარდნილ, დიდებულ აფრიკულ სპილოებს, თამაშს მოგების 1024 გზა აქვს, უფასო სპინები, სხვა ბონუსები და საშუალო ვოლატურობა.
Mastercard Inc.-ის მფლობელობაში მყოფი Maestro არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ყველაზე გამოყენებადი, წინასწარი გადახდის და სადებეტო ბარათების ბრენდი. ყველაზე პირველი Maestro-ს ბარათი 1991 წელს გამოვიდა. დღეს, Maestro-ს სადებეტო ბარათების მიღება და გამოყენება თითქმის ყველას შეუძლია. ის რაც Maestro-ს ვიზასა და მასტერქარდისგან განასხვავებს არის წინასწარი გადახდის სისტემა. ვიზასგან და მასტერქარდისგან განსხვავებით, რომლებიც საკრედიტო და სადებეტო ბარათებს უშვებენ, Maestro უშვებს მხოლოდ წინასწარი გადახდის და სადებეტო ბარათებს. Maestro-ს გამოყენება შესანიშნავი გამოსავალია იმ კაზინოს მოთამაშეებისთვის, ვისაც არ სურს ზედმეტის დახარჯვა ან მათთვის ვისაც უნდა საკუთარი გეიმბლინგ ჩვევების გაკონტროლება. მოკლედ, Maestro შესანიშნავი არჩევანია მათთვის ვისაც პასუხისმგებლიანი თამაში სურს. Maestro-ს ბარათებს გთავაზობთ უამრავი სხვადასხვა საბანკო დაწესებულება მსოფლიოს გარშემო, მათ შორის Banco de la Nación Argentina, Santander, Helm Bank-ი, Standard Chartered Hong Kong-ი, State Bank of India და ბევრი სხვა. Maestro-ს სადებეტო ბარათები ყოველთვის დაკავშირებულია მომხმარებლის მიმდინარე, დანაზოგის ან რაიმე სხვა ტიპის საბანკო ანგარიშებთან. 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, Maestro-ს ბარათებს ოთხმოცდაცამეტ ქვეყანაში იყენებენ. ევროპაში Maestro-ს ბარათების გამოყენება 2023 წელს შემცირდება, ვინაიდან ევროპის საბანკო დაწესებულებებმა უნდა ჩაანცავლონ დაკარგული ან ვადა გასული Maestro-ს სადებეტო ბარათები, Mastercard Debit-ით და Visa Debit-ით. სხვა ქვეყნებში კი Maestro-ს ბარათების მოთხოვნას და გამოყენებას ძველებურად შეძლებენ. შემდეგი სია მოიცავს Maestro-ს ბარათების iGaming-ში გამოყენების ზოგიერთ უპირატესობას. უსაფრთხო და სწრაფი - Mastercard Inc.-ის მფლობელობაში მყოფი Maestro, არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო არჩევანი, ონლაინ კაზინოს დეპოზიტების გახსნასა და ფულის გამოტანისთვის. შედარებით უფრო დაბალი საკომისიო - ონლაინ კაზინოს გადახდის სხვა ვარიანტებთან შედარებით, ტრანზაქციების Maestro-ს გამოყენებით განხორციელება, როგორც წესი უფრო დაბალ საკომისიოსთან ასოცირდება. გლობალური ხელმისაწვდომობა - ბევრი სხვა ონლაინ კაზინოს სადეპოზიტე და ფულის გამოსატანი ვარიანტებისგან განსხვავებით, Maestro-ს ინდუსტრიაში მომუშავე უმეტეს ონლაინ კაზინოში შეხვდებით. გამოსაყენებლად მარტივი - ვისაც Maestro-ს აქტიური სადებეტო ან წინასწარი გადახდის ბარათი აქვს, შეუძლიათ მათი უპრობლემოდ გამოყენება, აიგეიმინგის უამრავ საიტზე, მათ შორის იმ საიტების უმრავლესობაშიც, სადაც ვიზა და მასტერქარდია ხელმისაწვდომი. პასუხისმგებლიანი თამაში - ვინაიდან Maestro-ს წინასწარი გადახდის და სადებეტო ბარათებით მოთამაშეს მხოლოდ მის ხელთ არსებული ფინანსების დახარჯვა შეუძლია, გადაჭარბებული გეიმბლინგის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. Maestro-ს ხელმისაწვდომობა როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, Maestro-ს სადებეტო და წინასწარი გადახდის ბარათებს ოთხმოცდაცამეტ ქვეყანაში იყენებენ, მათ შორისაა არგენტინა, ჩილე, კოლუმბია, აშშ, ვენესუელა, ინდოეთი, ბელგია, ხორვატია, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, რუსეთი, სერბეთი, შვეიცარია და ბევრი სხვა. როდესაც საქმე Maestro-ს ონლაინ კაზინოს გეიმბლინგში გამოყენებას ეხება, თვითონ Maestro-ს არ გააჩნია რაიმე შეზღუდვა ტრანზაქციებზე, მაგრამ სადეპოზიტე და ფულის გამოტანის მაქსიმალური და მინიმალური შეზღუდვები მოქმედებენ კონკრეტული კაზინოს დადგენილებების და პირობების მიხედვით. იგივე ვრცელდება საკომისიოზეც. Maestro-ს არ აქვს არანაირი საკომისიო, მაგრამ საბანკო დაწესებულებები, რომლებიც გთავაზობენ Maestro-ს ბარათებს, როგორც წესი ტრანზაქციების დამუშავებისას გაჭრიან დამატებით გადასახადს. ასევე იმავეს გაკეთება შეუძლიათ ონლაინ კაზინოებსაც.
WebMoney არის პოპულარული ონლაინ გადახდის სერვისი, რომელიც 1998 წელს რუსეთში დაარსდა, რის შემდეგაც ის უკვე 24 წელზე მეტია შეუფერხებლად ოპერირებს. WebMoney თანამშრომლობს უამრავ კომპანიასთან და ბიზნესთან, მათ შორის ისეთ კომპანიებთანაც რომლებიც iGaming ინდუსტრიას მიეკუთვნებიან. როდესაც საქმე WebMoney-ის ბიზნეს გადახდებს ეხება, ეს სერვისი მოიცავს ფულის გადარიცხვებსა და ჩარიცხვებს, სახელფასო დარიცხვებს და ბიუჯეტის მენეჯმენტს. კერძო კლიენტებს WebPay ჩარიცხვისა და ფულის გამოტანის სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობს, მათი უნივერსალური გადახდის სისტემის დახმარებით. ორმოცდახუთი მილიონი აქტიური მომხმარებლით, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადახდების წარმოების სერვისია რუსეთში. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, WebPay-ის 100,000-ზე მეტი ინტერნეტ მაღაზია აქვს. მმართველი კომპანია არის WM Transfer Ltd. რომლის სათაო ოფისიც მოსკოვში მდებარეობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, WebMoney გთავაზობთ სხვადასხვა გადახდის სერვისების ფართო არჩევანს, რომელთა მეშვეობითაც ისინი საშუალებას აძლევენ თავიანთ მომხმარებლებს გადაიხადონ, მიიღონ ჩარიცხვები, თვალი მიადევნონ საკუთარ ფინანსებს და ბევრ სხვას. WebMoney შეიქმნა რუსი და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მომხმარებლებისთვის. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წამყვან კომპანიას ლიცენზია Financial Conduct Authority-მ მიანიჭა, რითიც მათ შეძლეს თავიანთი მომსახურების EEA-ს სივრცესთვის შეთავაზება (European Economic Area - ევროპის ეკონომიკური სივრცე). დღეს, WebMoney ძალიან პოპულარულია აიგემინგის ფანებს და აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებ ენთუზიასტებს შორის. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ბევრი ონლაინ კაზინო საშუალებას გაძლევთ გახსნათ დეპოზიტები და გამოიტანოთ ფული სწორედ WebMoney-ის გამოყენებით, ასეთ დროს მოქმედებს ფიქსირებული საკომისიო 0.08%-ის ოდენობით, თქვენს მიერ შეტანილი ან განაღდებული თანხის სიდიდის მიუხედავად. ასევე შეიძლება მოქმედებდეს დამატებითი საკომისიოც, რომელიც დამოკიდებულია თქვენს მიერ შერჩეულ ონლაინ კაზინოსა და ვალუტაზე.
ოფისებით აღმოსავლეთ ევროპაში და თავდადებული თანამშრომლების გუნდით, Spribe არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, საერთაშორისო ასპარეზზე გასული, ევროპული აიგეიმინგ კომპანია. 2018 წელს პირველად დაარსებულმა Spribe-მა, თავიდანვე დაიწყო თანამშრომლობა Adjarabet-თან, ეს მოხდა მათი Aviator-ის გამოშვებამდე და 2019 წელს პირველ P2P კაზინოს თამაშებამდე ცოტახნით ადრე. სანამ 2019 წელი დასრულდებოდა, Spribe-მა გამოუშვა პირველი Turbo Games-ი და თავისი თამაშებისთვის პირველი სერტიფიცირება მიიღო. 2020 წელს Spribe-მა დალანჩა ონლაინ პოკერის პლატფორმა, პირველად მიიღო მონაწილეობა ლონდონის ICE Conference-ზე და პრესტიჟული MGA-ს და UKGC-ს ლიცენზიები დაიმსახურა, რაც უზრუნველყოფს მის უსაფრთხო და სანდო ოპერირებას ყველგან, მათ შორის კანადაშიც. დღეს Spribe-ს MGA-ს და UKGC-ს გარდა, მრავალი გეიმინგ მარეგულირებლის ლიცენზია აქვს მოპოვებული, მათ შორის არიან მარეგულირებელი კომპანიები გიბრალტარიდან, რუმინეთიდან, ხორვატიიდან, იტალიიდან, ბულგარეთიდან, სერბეთიდან, შვედეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, საბერძნეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, ნიდერლანდებიდან, შვეიცარიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და კოლუმბიიდან. Spribe-ის პოპულარული თამაშები როდესაც საქმე Spribe-ის უნიკალურ და ცნობილ დასახელებებს ეხება, Aviator-ი ალბათ ყველაზე პოპულარულია ამ კომპანიის მიერ შექმნილ თამაშებს შორის. Aviator-ი არის მინი-თამაში, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამართოთ სოციალური, მრავალ მოთამაშიანი თამაში, რომელიც ამაღელვებელ მოგზაურობაში გადაგიყვანთ. Aviator-ს უამრავ კრიპტო კაზინოში შეხვდებით. Aviator-ის გარდა, ასევე ძალიან პოპულარულია ისეთი თამაშები, როგორებიცაა პლინკო და მინი რულეტკა, რადგან მარტივი გეიმფლეი და მოგების შესანიშნავი პოტენციალი, შეუცვლელს ხდის მათ როგორც ქეჟუალ, ასევე ჰარდქორ თამაშისთვის.
BGaming-ი არის დინამიური აიგეიმინგ ონლაინ კაზინოს თამაშების და კონტენტის პროვაიდერი, რომელიც რევოლუციას ახდენს გეიმბლინგ სამყაროში, თამაშის გამოცდილების სრული შეცვლით. მას შემდეგ რაც 2018 წელს დამოუკიდებელ სტუდიად ჩამოყალიბდა, BGaming-ი გახდა iGaming ინდუსტრიის ინოვატორი, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა სოციალურ ინტერაქციას და მოთამაშეებზე მორგებულ კონტენტს. 100-ზე მეტი თანამედროვე თამაშით პორტფოლიოში, მათ შორის ვიდეო სლოტებით, რულეტკით, სამაგიდო თამაშებით, ქრეშ და კაჟუალური თამაშებით, BGaming-ი მოთამაშეებს ამაღელვებელ და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამ თამაშებს აქვთ გამორჩეული ვიზუალი, მათემატიკური სიზუსტით დაბალანსებული მექანიკა, შთამბეჭდავი გეიმფლეი და ჩამთრევი ფუნქციები. მას 900ზე მეტი შესანიშნავი რეპუტაციის მქონე პლატფორმა და ონლაინ კაზინო ენდობა, ინდუსტრიაში სწორედ BGaming-ი აწესებს სტანდარტებს ინოვაციური პროდუქტებისთვის. BGaming-ის ფილოსოფია მთლიანად მოთამაშეზე და მის მოთხოვნილებებზეა მორგებული. კომპანია აქტიურად აგროვებს ფიდბექს და იყენებს შეფასებებს უნიკალური და ყველა მოთამაშისთვის სასიამოვნო პროდუქციის შესაქმნელად. მათი ყურადღება 100%-ით უსაფრთხო გეიმბლინგ გარემოს შექმნაზეა მომართული, სწორედ ამიტომ BGaming-ი პირველი სტუდია იყო, რომელმაც მის ონლაინ თამაშებში Provably Fair-ის ფუნქცია შემოიღო. ის ასევე პიონერი იყო კრიპტო ვალუტაშიც. თამაშების რეგულარულ რელიზებთან ერთად, BGaming-ი ასევე გთავაზობთ კაზინოს ოპერატორებისთვის ინდივიდუალურად მორგებულ თამაშებს, ის ამისთვის მონაცემთა ანალიზს იყენებს, რათა თამაშები თითოეული კაზინოს ბრენდს და მოთამაშის უპირატესობებს მოარგოს. ეს ექსკლუზიური კონტენტი ხელსუწყობს მოთამაშეების შენარჩუნებას, GGR-ის (თამაშებიდან საერთო შემოსავალი) გაზრდას და BGaming-ის პარტნიორებს სხვებისგან გამოარჩევს. ყოველწლიურად 100-ზე მეტი ინდივიდუალურად მორგებული თამაშის შექმნის შედეგად, BGaming-მა წარმატებული პარტნიორობა დაამყარა ინდუსტრიის ისეთ წამყვან ბრენდებთან, როგორებიცაა Stake.com, Blaze, Bitstarz, N1 Partners და BC. Game. BGaming-მა მაღალი ხარისხის თამაშების შექმნისადმი და ინოვაციური ბიზნეს პრაქტიკისადმი ერთგულებით, მოთამაშეების, პარტნიორებისა და ინდუსტრიის მხრიდან აღიარება მოიპოვა. შედეგად, კომპანია დაჯილდოვდა ისეთი პრესტიჟული ჯილდოებით, როგორებიცაა SiGMA Awards, EGR B2B Awards, iGaming Idol და მრავალი სხვა. აირჩიეთ BGaming-ი ამაღელვებელი გეიმინგ გამოცდილებისთვის და გამოიყენეთ მოგების შანსი. შემოუერთდი აიგეიმინგ რევოლუციას BGaming-თან ერთად! BGaming-ის ისტორია BGAMING არის ძველი და კარგად ნაცნობი კაზინო თამაშებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი დეველოპერის SoftSwiss Group-ის ახალი ბრენდი. კომპანია დაარსდა 2012 წელს, ხოლო რებრენდინგი კი 2017 წელს განხორციელდა, რამაც დაფინანსების მორიგი რაუნდის დასრულების და რამდენიმე მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ძალების გაერთიანების შემდეგ BGAMING-ი წარმოშვა. BGaming-ის ჯილდოები ბრინჯაოს ჯილდო საუკეთესო ახალი სლოტისთვის AskGamblers Awards-ზე 2022 წელს. გამარჯვებული ნომინაციაში ''ლიდერი'' (მარინა ოსტროვცოვა, აღმასრულებელი დირექტორი) 5Star iGaming Media-ს Top 20 Awards 2022-ზე. ფინალისტი სლოტ უზრუნველყოფის ინოვაციურობაში EGR B2B Awards 2022-ზე. ფინალისტი ნომინაციაში ''წლის სლოტი'' (Elvis Frog Trueways) Global Gaming Awards 2023-ზე. ფინალისტი ნომინაციაში 'წლის ინდუსტრიული ინოვაცია'' SBC Awards 2022-ზე. 2022 წლის AskGamblers Awards-ზე ფინალისტი პროგრამული უზრუნველყოფის საუკეთესო პროვაიდერის ნომინაციაში. კრიპტოვალუტის პიონერები & სამართლიანი თამაშები BGAMING-ი ონლაინ გეიმბლინგის სამყაროში, კრიპტოვალუტის შემოღებაში ნამდვილი პიონერი იყო. პირველად 2013 წელს მათ შეძლეს და თამაშების მთელი პორტფოლიო ბიტკოინით სათამაშოდ ხელმისაწვდომი გახადეს. ეს იყო კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რადგან მაგ დროს კრიპტოვალუტა ახალი გამოსული იყო და სწორედ მათ გადადგეს პირველი ნაბიჯი და დაასწრეს ინოვაციის შემოღება სხვა კომპანიებს ამ სფეროში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი BGAMING-ისთვის (SoftSwiss) იყო მათი სლოტებისთვის და სამაგიდო თამაშებისთვის "Provable Fairness"-ის ფუნქციის დამატება. კრიპტოგრაფიის გამოყენებით, ეს ფუნქცია მოთამაშეებს საშუალებას აძლევს დაინახონ კულისებს მიღმა მიმდინარე მოვლენები და დამოუკიდებლად გამოიტანონ დასკვნა ყველა თამაშის სამართლიანობასა და შემთხვევითობაზე. BGaming 2023 წლის შეჯამება გამოიკვლიეთ BGaming-ის შესანიშნავი 2023 წელი: მზარდი ზრდის, გამომგონებელი თამაშებისა და გლობალური გაფართოების წელი. აღმოაჩინეთ, თუ როგორ ჩამოაყალიბეს მათ iGaming ინდუსტრია და მათი გეგმები ამბიციური 2024 წლისთვის. წაიკითხეთ სრული სტატია მათი შთამბეჭდავი მოგზაურობის სიღრმისეულად სანახავად.
ONAIR Entertainment-ი სწრაფად მზარდ აიგეიმინგ სფეროს 2020 წელს შეუერთდა. დღევანდელი მონაცემებით კი კომპანიას რამდენიმე ოფისი აქვს მალტაში, პოლონეთში, ლატვიასა და ესტონეთში, ხოლო 2023 წლის ივნისში კი მესამე სტუდია საქართველოში გაიხსნა. როგორც კომპანიის ოფიციალური საიტი იუწყება, ამ ყველაფრის უკან კულისებში დაუღალავად მომუშავე ექსპერტებისგან და პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდია, რომელთა ერთად აღებული გამოცდილებაც ორას წელს აღემატება. ONAIR Entertainment-ის პოპულარული თამაშები სხვა ონლაინ კაზინოს კონტენტის შემქმნელი დეველოპერებისგან განსხვავებით, რომლებმაც ახლახანს დაიწყეს აიგეიმინგ ინდუსტრიაში მოღვაწეობა, ONAIR Entertainment-ი არ ქმნის სლოტებს, ისინი მხოლოდ ლაივ კაზინოს თამაშებს გვთავაზობენ, რაზეც კომპანიის სახელიც მიგვანიშნებს. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში, მათი სადებიუტო Standard Blackjack-ია. კომპანიის Standard Live Blackjack-ი აღჭურვილია ყველანაირი სტანდარტული ლაივ ბლექჯეკისთვის დამახასიათებელი ფუნქციით, რაც ახალბედა და ასევე გამოცდილ მოთამაშეებსაც მოსწონთ. კომპანიამ ასევე დაამატა რამდენიმე უნიკალური ფუნქციაც, იმისთვის რომ აიგეიმინგ გამოცდილება კიდევ უფრო სახალისო და შთამბეჭდავი გაეხადა. შედეგად თავდაპირველ ბეთზე 100-ჯერ მეტის მოსაგებად, მოთამაშეებს მარტივად შეუძლიათ 21 + 3-ის და Perfect Pairs-ის ფსონების დადება. ONAIR Entertainment-ის კიდევ ერთი ძალიან პოპულარული რელიზია Standard Live Roulette, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს გამოვიდა. კომპანიის მიერ შექმნილი სხვა ლაივ კაზინოს თამაშების მსგავსად, Standard Live Roulette მრავალი კამერის და თანამედროვე სტუდიის მეშვეობით, დაუვიწყარ ლაივ დილერის გამოცდილებას გთავაზობთ. 9 Pots of Gold Streamicon-ი არის კომპანიის ჩამთრევი ლაივ სლოტ თამაში, რომელიც Gameburger Studio-სთან ერთად შეიქმნა.