ონლაინ კაზინოებში თამაში კარგი გართობის საშუალებაა, თუმცა გართობა შეიძლება მოულოდნელად დასრულდეს თუ გააცნობიერებ რომ შენს მიერ შერჩეული კაზინო არალეგალურია. როგორ შეუძლიათ ქართველ მოთამაშეებს გაარჩიონ რომელი კაზინოებია უსაფრთხო და რომელი პირიქით, საფრთხის შემცველი? აქ ჩამოგითვლით ათ წესს რომელიც უნდა გაითვალისწინოთ სანდო ონლაინ კაზინოს ძებნისას.
1. ლიცენზია
ჩვენ გირჩევთ მხოლოდ ლიცენზირებულ კაზინოებში თამაშს, ვინაიდან ლიცენზიების გამცემი ორგანო კაზინოებისგან მკაცრი წესების დაცვას ითხოვს, მათ შორისაა მომხმარებლის მონაცემების დაცვა, უსაფრთხოება და სხვა.. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიცენზიის გამცემი ორგანოებია ბრიტანეთის გეიმბლინგ კომისია, მალტის გეიმინგ ორგანო, კიურასაოს მთავრობა, კანავაკის გეიმინგ კომისია და ალდერნეის გეიმინგის კონტროლის კომისია.
აქ ჩვენ მიმოვიხილავთ კრიპტო კაზინოების აქტუალურ თემას. კრიპტო კაზინოები მოთამაშეებს საშუალებას აძლევენ ანგარიშები გახსნან და ფული გამოიტანონ კრიპტოვალუტის გამოყენებით. ქსელში ბევრი ისეთი ონლაინ კრიპტო კაზინოა, რომელსაც ლიცენზია არ აქვს. ისინი ამტკიცებენ რომ ლიცენზიის მიზანი მოთამაშეების ფინანსური ინფორმაციის უსაფრთხოებაა და ვინაიდან კრიპტო ვალუტა ანონიმურია, ლიცენზიების საჭიროებაც აღარ არის.
თუმცა ლიცენზიები მხოლოდ მოთამაშეების ფინანსურ ინფორმაციებს კი არ იცავენ, არამედ ასევე უზრუნველყოფენ სამართლიანი თამაშის დანერგვას, თაღლითობის თავიდან აცილებას და ბევრ სხვას. ასევე უნდა აღინიშნოს რომ ტრანზაქციები კრიპტოვალუტის გამოყენებით სულაც არაა ანონიმური და ხშირია თაღლითობებიც. ჟურნალ Time-მის მიხედვით 2021 წელს კრიპტო თაღლითებმა ჯამში 14 მილიარდი დოლარი მოიპარეს.
ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, ჩვენ თამაშს მხოლოდ ლიცენზირებულ კაზინოებში გირჩევთ.
კაზინოს ლიცენზიის შესახებ ინფორმაციის მოძიება ძალიან მარტივია, - ჩასქროლეთ დაბლა კაზინოს მთავარი გვერდი და წვრილი შრიფტი წაიკითხეთ. სწორედ მანდ უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია ლიცენზიებზე. თუ ლიცენზიის გამცამი ორგანო თქვენთვის უცნობია, დაგუგლეთ რათა დარწმუნდეთ მის რეალურ არსებობაში.
2. რეპუტაცია
გუგლი თქვენი მეგობარია, როცა საქმე კარგი რეპუტაციის მქონე ონლაინ კაზინოს შერჩევას ეხება. დაგუგლეთ თქვენს მიერ შერჩეული კაზინოს დასახელება და წაიკითხეთ სანდო წყაროს რევიუბი. თქვენ ასევე შეგიძლიათ კაზინოს სოციალური ქსელის გვერდებსაც გადახედოთ, წაიკითხოთ კომენტარები და შეფასებები.
3. მომხმარებელთა მხარდაჭერა
თუ თქვენ ეძებთ ლეგიტიმურ კაზინოს რომლის ნდობაც შესაძლებელია, მნიშვნელოვანია საიტის მომხმარებელთა მხარდაჭერა გადაამოწმოთ. აქვთ თუ არა ლაივ ჩეთი? თუ არა მაშინ, შესაძლებელია თუ არა მაილის გაგზავნა ან დარეკვა დროული პასუხის მისაღებად? ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად სასარგებლო და გამოსადეგია კაზინოს წარმომადგენლობის დახმარება? რამდენად კარგად იცნობენ საკითხების თავისებურებებს? ამის გაგება მარტივია, ამისთვის მხოლოდ მათ მხარდაჭერასთან კონტაქტია საჭირო და მათ პასუხებზე დაკვირვება.
4. შეთავაზებები და ბონუსები
ბევრი ონლაინ კაზინო გვთავაზობს მიმზიდველ ბონუსებსა და შეთავაზებებს, მაგრამ როდესაც ყველა პირობას გაეცნობით, გააცნობიერებთ რომ ძალიან ბევრის დახარჯვა მოგიწევთ, სანამ რაიმე სარგებელს ნახავთ. მიუხედავად იმისა რომ ეს ბონუსები ტექნიკურად კანონიერია, დიდს ვერაფერს შეგმატებენ. თუ კარგი გარიგებები გიყვართ, მაშინ მოძებნეთ ისეთი ონლაინ კაზინოები, რომელთა შეთავაზებებსაც რეალურ ცხოვრებაშიც აქვთ ფასი და არა მხოლოდ ვირტუალურ ქაღალდზე.
5. რეგისტრაციის პროცესი
ტიპიური რეგისტრაციის პროცესი ლეგიტიმურ კაზინოებში მოიცავს თქვენი სრული სახელის და გვარის, ელექტრონული და ფაქტიური მისამართის და პერსონალური დეტალების შევსებას. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მოგთხოვონ პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, იმისთვის რომ კაზინო დარწმუნდეს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეში (თაღლითობის თავიდან ასაცილებლად). თუ კაზინომ პერსონალური ინფორმაციის გაზიარება ერთზე მეტჯერ მოგთხოვათ, განგაშის ატეხვის დროა!
6. შიფრირება და უსაფრთხოება
ლეგიტიმური კაზინოები SSL (უსაფრთხო სოკეტების ფენა) შიფრირების ტექნოლოგიას იყენებენ, თავიანთი პალტფორმის და თქვენი საბანკო ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუ კაზინო არ იყენებს SSL შიფრირებას, სასწრაფოდ გაეცალეთ იქაურობას! ეს კიდევ ერთი დეტალია რომლის გადამოწმებაც მარტივად შეგიძლიათ - ვებ გვერდზე URL-ს გვერდით პატარა ბოქლომის გამოსახულება უნდა იყოს. მასზე დაჭერით ნახავთ არის თუ არა საიტის შიფრირების სერტიფიკატი ვალიდური.
არ იფიქროთ რომ ბოქლომის გამოსახულების ერთხელ ნახვის შემდეგ, ის სულ იქ დაგხვდებათ. პერიოდულად საჭიროა გადამოწმება ვალიდურია თუ არა სერტიფიკატი რადგან ხშირად ხდება რომ კაზინოები მათ არ ინარჩუნებენ.
7. გადახდის მეთოდები
სანდო ონლაინ კაზინოებმა ასევე სანდო გადახდის მეთოდების ნაირსახეობა უნდა შემოგთავაზონ, საიდანაც თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელს აარჩევთ. ძირითადი საკრედიტო ბარათები და სხვადასხვა ელექტრონული საფულეები მიღებული სტანდარტია, ხოლო კრიპტო ვალუტები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
8. ფულის გამოტანის სისწრაფე
სანდო ონლაინ გეიმბლინგის ვებგვერდები გვაფრთხილებენ როდის უნდა ველოდოთ თანხის დარიცხვას, როგორც წესი ეს პროცესი ორი დღიდან ორ კვირამდე გრძელდება (როგორც წესი ეს თქვენს მიერ შერჩეულ გადახდის მეთოდზეა დამოკიდებული). თუ პროცესი ამაზე მეტად გაიწელა, დროა ეჭვი შეიტანოთ საიტის კანონიერებაში. ონლაინ გეიმბლინგის ძირითადი პრინციპი თანხის დროული გამოტანა და დარიცხვაა.
9. სამართლიანი გეიმინგი
ონლაინ აზარტული თამაშები სახალისოა მანამ სანამ სამართლიანია. თუ თამაში არა სამართლიანია - ეს თქვენი ფულის კანალიზაციაში ჩარეცხვას უტოლდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ რომ /თქვენს მიერ შერჩეული კაზინო, RNG - შემთხვევითი ციფრების გენერატორს იყენებს - საკუთარი თამაშების სამართლიანობის და შემთხვევითობის პრინციპის დასაცავად. ასევე მნიშვნელოვანია კაზინო სანდო პროვაიდერების თამაშებს გთავაზობდეთ. ამის გადამოწმებაც მარტივადაა შესაძლებელი პროვაიდერის სახელის დაგუგლვით.
10. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
როგოც წესი , ონლაინ გეიმბლინგ ვებ გვერდებს რომლებიც თავიანთ ინფორმაციას ღიად ავრცელებენ მეტი უპირატესობა უნდა მივანიჭოთ, ვიდრე მათ ვინც ამ ინფორმაციას მალავს. თუ ფულის გამოტანის ვადებსა და RNG-ზე ინფორმაციის მოსაპოვებლად დიდხანს წვალება გჭირდებათ, ესეიგი ეს კაზინო ბოლომდე გულწრფელი არ არის. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ისეთ კაზინოებს სადაც ყველა საჭირო ინფორმაცია, ფულის გამოტანიდან დაწყებული შეთავაზებებით დამთავრებული, ღია და ხელმისაწვდომია.
ფრთხილად შეარჩიე და ისიამოვნე
სანდო ონლაინ კაზინოს ძებნისას ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, მაგრამ ეს თქვენს დროდ და ენერგიად ნამდვილად ღირს. როგორც კი დარწმუნდებით რომ თქვენს მიერ შერჩეული კაზინო სანდოა, შეგიძლიათ ბოლომდე ისიამოვნოთ აზარტული თამაშებით. ეს ხომ სწორედ ისაა რაც ონლაინ კაზინოებში ასე გვიზიდავს?