აღმოაჩინეთ BGaming-ის 2023 წლის ამაღელვებელი მიღწევები: ბიზნესის და კრეატიული გეიმ დეველოპმენტის მნიშვნელოვანი ზრდით დაწყებული და გლობალურ მარკეტზე გასვლითა და გავლენიანი კავშირებით დამთავრებული, მათ დიდი ამბიციებით გაიკვლიეს გზა 2024-სკენ.
2023 წლის მიწურულს, უნდა ითქვას რომ აიგეიმინგ ინდუსტრიას შთამბეჭდავი მიღწევების, ინოვაციების და მნიშვნელოვანი მოვლენების წელი ჰქონდა, განსაკუთრებით კი BGaming-ს. ეს წელი ნამდვილად არ ყოფილა მოსაწყენი, ის გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი წარმატებებით, კრეატიული ინიციატივებითა და საზოგადოებასთან კავშირების გამყარებით. მოდით განვიხილოთ BGaming-ის 2023 წელი, გამოვარჩიოთ მისი მთავარი მიღწევები და შევამზადოთ ნიადაგი 2024 წლის ამბიციური მიზნებისთვის.
BGaming-ისთვის 2023 მუდმივად მზარდი წარმატების წელი იყო. კომპანიის ბიზნეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რითიც კიდევ უფრო გაამყარეს ყოველ წლიურად ბიზნეს მიზნების გაორმაგების ტრადიცია. 2022 წელთან შედარებით, საერთო გეიმინგ მოგებაში (GGR) BGaming-მა 95% ზრდას მიაღწია, 102% ზრდას დადებულ ფსონებში, ხოლო ამ დადებული ფსონების ჯამური თანხა 80%-ით გაიზარდა. ეს ზრდა უბრალოდ ციფრებით გამოხატული წარმატება არ არის, არამედ BGaming-ის გუნდის დაუღალავი შრომის, თავდადების და მონდომების დამსახურებაა. თანამშრომლების რაოდენობა 120-დან 200 კაცამდე გაიზარდა, საიდანაც თითოეული კომპანიის წარმატებისთვის მუშაობს.
2023 წელს BGaming-ის პორტფოლიო ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. კომპანიამ შექმნა 100-ზე მეტი თამაში, მათ შორის ისეთი ექსკლუზივები, როგორებიცაა "Doddy" და "Hadzy" Stake Casino-სთვის, Betsson-ისთვის კი "Betsson Plinko". 36 სრულიად ახალი დასახელების თამაშის გამოსვლამ, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა არსებული არჩევანი. ისეთმა თამაშებმა, როგორებიცაა "Bone Bonanza," "Beast Band," და "Merge Up™"-მა, ინოვაციური მექანიკა და ფუნქციები შემოგვთავაზეს. ტოპ შემსრულებლებმა კი, "Gemhalla," "Dice Bonanza," "Mice and Magic Wonder Spin," და "Sweet Rush MEGAWAYS™"-მა მსოფლიოს გარშემო მოთამაშეების გულები დაიპყრო. AI-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, კერძოდ კი "Alien Fruits"-ის და "Wild Chicago"-ს დეველოპმენტის 90% მას ეკუთვნის. "Scratch Alpaca"-ს უნიკალურმა თამაშმა კი ლათინური ამერიკის მოთამაშეების გულები დაიპყრო, რითიც დაამტკიცა რომ BGaming-ს სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია.

BGaming-ის გლობალური გავლენა, 2023 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა, ისინი გამოჩდნენ ათ ახალ ბაზარზე და მოიპოვეს სერტიფიცირება ისეთ მნიშვნელოვან რეგიონებში, როგორებიცაა ესპანეთი, საბერძნეთი და რუმინეთი. ასევე, სერტიფიცირების პროცესი კომპანიამ ბულგარეთში, პორტუგალიაში, ლიტვაში, კოლუმბიაში და შვეიცარიაში დაიწყო, რითიც მსოფლიო ბაზარზე გასვლის სურვილი კიდევ ერთხელ გამოავლინა. ლათინო ამერიკაში The Blaze საქმის შესწავლამ, BGaming-ის სტრატეგიული მიდგომა წარმოაჩინა, რომელმაც მას რეგიონის 70-მდე ონლაინ კაზინოსთან თანამშრომლობა მოუტანა. წლის დასასრულს, BGaming-მა მოახერხა მსოფლიოს გარშემო, 400-ზე მეტ პარტნიორთან კოლაბორაცია, მათ შორის ისეთ ცნობილ კომპანიებთან როგორებიცაა Casimba Gaming-ი, Betara, iBETSOFT Gaming-ი, Playtech-ი, Salsa Technology, Superbet-ი, Winbet-ი და BetVictor-ი.
BGaming-ის 2023 წლის მარკეტინგული სვლები, კრეატიულობის და ინოვაციურობის ნაზავია. კომპანიამ ოთხ კონტინენტზე, 13 გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და ყოველ ჯერზე პრეზენტაციებში ადგილობრივების ხელოვნება ჰქონდათ წარმოდგენილი. სხვადასხვა ღონისძიებებზე, სთრით არტისტებთან კოლაბორაციამ უნიკალური ხასიათი შესძინა მათი თამაშების პერსონაჟებს, რითიც BGaming-ის დინამიურობის და ადაპტაციის უნარი წინა პლანზე წამოიწია. ICE London-ის პოპ კულტურით დაწყებული და iGB Live-ს 80-იანი წლების სკეტბორდინგით დამთავრებული, BGaiming-ის სტენდები არტისტების თვითგამოხატვის ტილოებად გადაიქცა, რამაც აუდიტორიის დიდი გამოხმაურება მოიპოვა.

აი გეიმინგ სამყაროზე ინფლუენსერების გავლენის აღიარებით, BGaming-მა 800-ზე მეტ გეიმბლინგ სტრიმერთან დაიწყო თანამშრომლობა. ამ კოლაბორაციებმა გაზარდა BGaming-ის როგორც ბრენდის ცნობადობა და გაამყარა მისი პოზიციები სთრიმინგ საზოგადოებაში. Casinolytics-მა BGaming-ი მე-7 ადგილზე განათავსა გეიმბლინგ სტრიმერებში პოპულარობის მიხედვით, რაც საკმაოდ დიდი ნახტომია მე-16 ადგილიდან, რომელსაც კომპანია წლის დასაწყისში იკავებდა. Scatters Club-თან თანამშრომლობისას, BGaming-მა სტრიმერებისთვის სხვადასხვა ივენთები მოაწყო და ჩაატარა თამაშების გატესტვის ტურები ნამდვილი მოთამაშეების მონაწილეობით, რამაც უფრო დაახლოვა კომპანია თავის აუდიტორიასთან.

BGaming-ი ტრიუმფალური და ინოვაციებით სავსე წლის შეჯამების შემდეგ, 2024 წლის დაწყებას სულმოუთქმელად ელის. 2023 წლის მყარი ფუნდამენტის წყალობით, ახალ წელს BGaming-ი ახალი მწვერვალების დაპყრობას გეგმავს. კომპანია გეგმავს ინოვაციების შემოღების, ბაზრის გაზრდის და საზოგადოებასთან ურთიერთობის გაგრძელებას, რათა როგორც მოთამაშეებისთვის ისე კლიენტებისთვის აიგეიმინგ გამოცდილება კიდევ უფრო გამორჩეული გახადოს.
შეჯამებისთვის უნდა ითქვას რომ 2023 წელი BGaming-ისთვის განსაკუთრებული წელი იყო, რომელიც მნიშვნელოვანი ზრდით, კრეატიული გარღვევებით და კავშირების გამყარებით იყო გამორჩეული. 2024 წლის მოლოდინში, BGaming-ი კვლავ აიგეიმინგ ინდუსტრიის წინა პლანზე დგას და მზადაა დაიწყოს კიდევ ერთი წარმატებული და ინოვაციური წელი.

OnlineCasinoReports არის წამყვანი დამოუკიდებელი ონლაინ აზარტული თამაშების საიტების მიმოხილვის პროვაიდერი, სანდო ონლაინ კაზინოს მიმოხილვების, სიახლეების, გიდებისა და აზარტული თამაშების შესახებ ინფორმაციას მომწოდებელი 1997 წლიდან.
გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი
მიიღეთ სიახლეები ექსკლუზიური ბონუსებისა და სარეკლამო შეთავაზებების შესახებ.
მნიშვნელოვანი შეტყობინება
ამ საიტის სტუმრობით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 25 წელზე მეტის და თანხმობას გვაძლევთ რომ დავაყენოთ ქუქი. ჩვენ ვიყენებთ ქუქის რათა გავაუმჯობესოთ თქვენი დათვალიერების გამოცდილება, გქონდეთ პერსონალიზებული რეკლამები ან კონტენტი, და რათა შევძლოთ ჩვენი ტრაფიკის გაანალიზება. წაიკითხეთ მეტი