ტექნოლოგია კაცობრიობის განუყოფელი ნაწილი გახდა, რომელიც არასდოს წყვეტს განვითარებას, გაუმჯობესებას და ადაპტაციას. ჩვენც მასთან ერთად უკვე ისე წინ წავედით, რომ ძნელია წარმოვიდგინოთ კაცობრიობის ახლო მომავალი ანტი გრავიტაციული მფრინავი ფეხსაცმლის ან წყალზე მოსრიალე ჰავერბორდის გარეშე.
ტექნოლოგიების მიმართ ჩვენი მიზნები და მოლოდინებია - მოერგონ ჩვენს ყოველდღიურ საჭიროებებს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა დავაფასოთ ის თუ რას მივაღწიეთ სწორედ ამ ტექნოლოგიების წყალობით. შეიქმნა მარტივი კომუნიკაციის საშუალებები, ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ იმუშაონ სახლიდან, ამოიცნონ საყურადღებო ქცევითი მსგავსებები, ითხოვონ დახმარება და ბევრი სხვა.
უკანასკნელი და შესანიშნავი სიახლეები
ტექნოლოგიების სამყაროს უკანასკნელი სიახლე ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებაა. ამ ნოვატორულ ტექნოლოგიას ყველაფრის გაკეთება შეუძლია: ჩანახატის კითხვისას ნახატის შექმნა, თქვენს საყვარელ ცნობად სახესთან თქვენი ფოტოსურათის დაფოტოშოპება, ისეთი ჩახლართული რაღაცეებიც, როგორიცაა სახის/პიროვნების ამოცნობა და ბევრი სხვა. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია კაზინოს მოთამაშეების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლადაც.
ავსტრალიის ერთ-ერთი კაზინო, მომხმარებლის შენობაში შესვლისას, AI-ს სახის ამომცნობ ტექნოლოგიას იყენებს. ამ ყველაფრის მიზანი, იმ მოთამაშეების ამოცნობაა რომლებიც დაბლოკილები არიან გეიმბლინგ საიტებზე ადიქციის - ლუდო მანიის მიზეზით.
მიუხედავად იმისა რომ ეს პრობლემას ბოლომდე ვერ აღმოფხვრის, ამ პროგრამას შეუძლია დაეხმაროს უსაფრთხო გეიმბლინგს და ხელი შეუწყოს ადიქციის მქონე მოთამაშეებს პრობლემის მოგვარებაში.
პრობლემა შესაძლოა გამოსავალიც იყოს
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიუ ჯერსიში ფედერალური აკრძალვების მოხსნის გამო 2018 წელს სპორტული ფსონების რაოდენობა გაიზარდა. შედეგად ონლაინ პლატფორმაზე ფსონების დადება და ონლაინ აზარტულ თამაშებში ჩართვა გამარტივდა.
ეს საკმაოდ დიდი წინსვლაა ონლაინ გეიმინგ ინდუსტრიისთვის; ეს ნიშნავს უფრო მეტ მოთამაშეს, მომხმარებელსა და შემოსავალს. თუმცა მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მოსალოდნელია გეიმბლინგ პრობლემების ზრდაც, რაც განპირობებულია ინფორმირებულობის და სათანადო უსაფრთხო-გეიმბლინგ ზომების ნაკლებობით.
ნიუ ჯერსიში გეიმინგ ოპერატორები მუშაობენ პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერებთან ერთად, რათა მოახდინონ თავიანთ პლატფორმებზე ტრეკინგ სისტემის დანერგვა. ამ ტრეკინგ სისტემის დახმარებით, დაფიქსირდება კონკრეტული IP მისამართიდან მოთამაშის სისტემაში ყოველი შესვლა და აისახება აზარტული თამაშების საიტებზე გატარებული დრო.
მიუხედავად იმისა რომ ტექნოლოგიების ადაპტაციამ და განვითარებამ შესაძლოა ამ გეიმბლინგ პრობლემების ზრდა გამოიწვია, ის ასევე შეიძლება გამოსავალიც იყოს. მოთამაშეების დასახმარებლად ჩვენ შეგვიძლია არსებული რესურსების გამოყენება, სტატისტიკის შეცვლა და ამ ვებ-გვერდების მიერ წამოწყებული ცვლილებების მიღებით, უსაფრთხო გეიმბლინგ გარემოს წახალისება.
AI-ს გამოყენება აიგეიმინგ ინდუსტრიის გასაუმჯობესებლად
ხელოვნური ინტელექტი AI - ერთგვარ საზოგადო სახელად იქცა მისი გამოყენების ფართო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იქნება ეს თქვენი შვილის დახმარება საშინაო დავალების შესრულებაში, ისტორიული მოვლენების ვიზუალური რეპრეზენტაცია, თუ თქვენი ინფორმაციის დაცვა უახლესი ტექნოლოგიებით. ამ ტექნოლოგიის გამოყენების გზები უსასრულოა!
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ნიშნავს ონლაინ გეიმბლინგ ინდუსტრიაში მოთამაშის ქცევაზე დაკვირვებით მეტად პერსონალიზებულ გამოცდილებას, რაც კაზინოს თითოეულ მომხმარებელზე მორგებას გაუმარტივებს. კიდევ ერთი დადებითი ბენეფიტი ინდუსტრიისთვის მომხმარებელთა მხარდაჭერაზე გადის. დაპროგრამებულმა ბოტმა იცის თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის თამაში, რა პასუხები და რეკომენდაციები უნდა გასცეს. ბოტების მიერ მართული მომხმარებელთა მხარდაჭერა ხელოვნური ინტელექტის მოდიფიკაციის მეშვეობით, მომხმარებელი ვერც მიხვდება რომ ადამიანს არ ელაპარაკება.
AI-ს შეუძლია მოთამაშის გეიმინგ გამოცდილების გაუმჯობესება; პროგრამას ასევე შეუძლია IP-ის დატრეკვის საშუალებით მოახდინოს პრობლემური მოთამაშეების იდენტიფიცირება, სახით პიროვნების ამოცნობა, სისტემაში შესვლის და იქ გატარებული დროის დაფიქსირება და თამაშის თავისებურებების დადგენა. ამ ინფორმაციის დახმარებით პრობლემურ მოთამაშეებს შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა და დახმარება რომელიც სჭირდებათ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გახლავთ ის რომ ეს პროგრამა ისეთი განვითარებულია, რომ მას შეუძლია თაღლითობის, პოტენციური ფულის გათეთრების და ონლაინ ჰაკერების ამოცნობა. AI-ს შეუძლია ერთდოულად საკმაოდ დიდი ინფორმაციის დამუშავება, ამის მეშვეობით შესაძლებელი ხდება თაღლითური სქემით მოთამაშე მომხმარებლის ამოცნობა - საეჭვო ქცევის ტრეკინგი და მონიტორინგი, მათ შორის მსხვილი დეპოზიტების გახსნა და ფულის გამოტანა - ამგვარი ანგარიშები მოინიშნება, მომავალში პოტენციური პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
უსაფრთხოება ნებისმიერ ფასად
მიუხედავად იმისა რომ ონლაინ გეიმბლინგ ინდუსტრიის ზრდა გრძელდება, ოფლაინ კაზინოები და ტოტალიზატორებიკვლავ აქტიურად მონაწილეობენ ამ რბოლაში. ონლაინ გეიმბლინგთან შედარებით ასეთ ადგილებში უსაფრთხო გეიმბლინგის წამახალისებელი ხელსაწყოები გაცილებით შეზღუდულია; თუმცა ტექნოლოგიების გამოყენებით ვითარება შეიძლება დრამატულად შეიცვალოს.
უსაფრთხო გეიმბლინგ მეთოდები მოიცავენ, ერთ ადამიანზე დეპოზიტების ლიმიტირებას, დროის შეზღუდვებს გარკვეულ თამაშებსა და ავტომატებზე და სრულ მიუწვდომლობას დღის და კვირის გარკვეულ მონაკვეთებში. მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი შესანიშნავად ახერხებს გეიმბინგ ქცევის მონიტორინგსა და კონტროლს, არსებობს კიდევ ბევრი სხვა გზა რომელიც ამ პრობლემის გაღრმავებას უწყობს ხელს.
როდესაც კომპანიებს ესმით სიტყვა 'ტექნოლოგია', ისინი ავტომატურად ფიქრობენ მაღალ ფასებსა და დიდ დანახარჯებზე, მაგრამ მარტივი მოდიფიკაციების წყალობით ეს სულაც არ არის აუცილებელი.
არა მხოლოდ უსაფრთხო გეიმბლინგის, არამედ მოთამაშეებისა და სათამაშო აპარატების დაცულობის და უსაფრთხოების მარტივი გადაწყვეტილება, სახის/პიროვნების ამომცნობი ტექნოლოგიის მქონე კამერების დაყენებაა. მოწყობილობები შეიძლება დაკავშირებულ იქნეს ერთმანეთთან, რათა გააკონტროლონ სისტემაში შესვლის და ყველა ავტომატზე თუ თამაშში მოთამაშეების მოქმედებები. კიდევ ერთი იაფი უსაფრთხო გეიმბლინგ ტექნოლოგია არის ავტომატებსა და თამაშებში შესვენების დროის შემოღება, რაც მოთამაშეებს საშუალებას მისცემს ტაიმ-აუტები აიღონ.
ჩართული თუ გამორთული
ტექნოლოგია განვითარდება მის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების თუ გრძნობების მიუხედავად. ის გავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, ბიზნესზე და დასვენებაზე. აამიტომ მოდით ამ ყველაფერს პოზიტიურად შევხედოთ და დავაფასოთ ყველა ის გზა რომლითაც ტექნოლოგიას შეუძლია გახადოს ჩვენი ცხოვრება უფრო უკეთესი, უსაფრთხო და კიდევ უფრო სახალისო!