საქართველო მასპინძლობს სათამაშო ბიზნესის საერთაშორისო ფორუმს


George G. - იანვარს 15, 2015

2015 წლის 20 თებერვალს, თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, უმასპინძლებს საქართველოს სათამაშო კონგრესს.

სათამაშო ინდუსტრიის ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი ბოლო წლებში არ ტარდებოდა, თუმცა ყველაფერი შეიცვლება 2015 წლის 20 თებერვალს. საქართველოს განახლებული სათამაშო კონგრესი შემოგთავაზებთ სრულ სისტემურ მიდგომას ონლაინ და მიწაზე დაარსებულ სათამაშო ინდუსტრიაში არსებულ შესაბამის ბიზნეს პროცესებისადმი. კონგრესი იქნება პლათფორმა იმისათვის რომ მოინახოს ახალი ბიზნეს პარტნიორები, პოტენციური ინვესტორები და ახალი საინვესტიციო საშუალებები. მონაწილეები კი ჩამოვლენ მთელი ევროპიდან, საქართველოდან და დსთ-დან, მათ შორის იქნებიან მიწაზე დაარსებული კაზინოს მფლობელები და მენეჯერები, სასტუმროს მფლობელები, ტურისტები, პროფესიონალი და მოყვარული მოთამაშეები და რა თქმა უნდა, ონლაინ კაზინოს ოპერატორები.

კონგრესის მიმდინარეობისას, ინდუსტრიასთან დაკავშირებული ოფიციალური პირები წარმოადგენენ თავიანთ ანგარიშებს, მანამდე კი მოწვეული მომხსენებლები გაუზიარებენ დამსწრე საზოგადოებას საკუთარ ისტორიებს იმის შესახებ თუ როგორ დააარსეს და მართავენ აზარტული თამაშების ობიექტებს. ისინი აგრეთვე ბევრს ისაუბრებენ რეგულირებაზე, განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც მთავარი აქცენტი დაბეგვრაზე კეთდება. საქართველოს  აზარტული თამაშების მზარდი ინფრასტრუქტურით, კონფერენციის სტუმრები მოისმენენ იმ საშუალებებს თუ როგორ უნდა გავხსნათ ახალი კაზინოები ქვეყანაში და მივაღწიოთ წარმატებას.

ყველაზე პოპულარული ონლაინ აზარტული თამაში

ონლაინ თამაშების ინდუსტრია არის დღევანდელი მსოფლიოს აზარტული თამაშების ყველაზე სწრაფად მზარდი ფორმა. როდესაც უყურებთ მობილურ აზარტულ თამაშს და სოციალურ მედიას, ადვილია გაიგო თუ რატომ მისცა კონგრესმა მთელი დარბაზი სექტორში. მომხსენებელთა ცალკე ჯგუფი განიხილავს პერსპექტივას საქართველოში და მთელს ევრაზიულ რეგიონში ოპერატორის შემოყვანისა, განიხილავს წარმატებულ შეთავაზებებს მიწაზე დაარსებული კაზინოებისა, რომელთაც გააჩნიათ ონლაინ მისწრაფებები და საიდუმლოებები იმის შესახებ თუ როგორ დავამკვიდროთ მოთამაშეთა ძლიერი ბაზა.

მრავალი ახალი და პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფის დემონსტრაციები იგეგმება კონფერენციისათვის და იქნება დემო ზონა, რომელშიც სტუმრებს შეეძლებათ ნახონ ყველაფერი, ავეჯი და უნიკალური აღჭურვილობა, რომელიც შექმნილია ბიზნესისათვის სტიმულის მისაცემად. ნაჩვენები იქნება უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციები, მათი შემქმნელები კი გვერდით იქნებიან ინტერაქტიული დისკუსიებისათვის.

ღონისძიების ორგანიზებას აკეთებს Smile-Expo და აქცენტი იქნება გაკეთებული სათამაშო ინდუსტრიის მომავალზე, მანამდე კი კულისებს მიღმა გადავხედავთ თბილისში არსებულ პოპულარულ კაზინოებს (Adjara, Iberia და Shangri La).

ღონისძიება, რომელზე დასწრების შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.


მნიშვნელოვანი შეტყობინება

ამ საიტის სტუმრობით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 25 წელზე მეტის და თანხმობას გვაძლევთ რომ დავაყენოთ ქუქი. ჩვენ ვიყენებთ ქუქის რათა გავაუმჯობესოთ თქვენი დათვალიერების გამოცდილება, გქონდეთ პერსონალიზებული რეკლამები ან კონტენტი, და რათა შევძლოთ ჩვენი ტრაფიკის გაანალიზება. წაიკითხეთ მეტი