ფეილაინები ყოველი ონლაინ სლოტ თამაშის ფუნდამენტური ასპექტია. აღმოაჩინეთ სხვადასხვა ფეილაინების ტიპები და საუკეთესო სტრატეგიები ამ გზამკვლევის დახმარებით.
ესტუმრეთ ნებისმიერ ონლაინ კაზინოს და მაშინვე შეამჩნევთ, რომ თამაშების ბიბლიოთეკაში უამრავი სლოტია წარმოდგენილი. თქვენ შეგხვდებათ ათასობით სლოტი, რომლებსაც სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი გთავაზობთ და თითოეულ მათგანს რაღაც ახალი და განსხვავებული აქვს, რაც აუცილებლად დაგანიტერესებთ.
ახალი მოთამაშისთვის ეს შეიძლება ზედმეტად ამაღელვებელი იყოს, რაც სხვადასხვა თემების, ბონუს ფუნქციების და ფეიაუთების არჩევანითაა განპირობებული. ბევრ სლოტს აქვს უფასო სპინები, სხვებს კი საინტერესო ბონუს თამაშები. ზოგიერთი სლოტი გთავაზობთ Bonus Buy-ის ფუნქციას, რათა პირდაპირ ბონუს მხიარულებაში შეძლოთ ჩაბმა.
ხელმისაწვდომი სლოტების გამოცდის შემდეგ, შესაძლოა გარკვეული უპირატესობები ჩამოგიყალიბდეთ. ეს შეიძლება იყოს გარკვეული სლოტების ტიპები ან ფეილაინების მახასიათებლები. ქვემოთ თქვენ გაეცნობით ფეილაინების გამოყენების საუკეთესო სტრატეგიებს და უკეთ გაერკვევით მათ დანიშნულებაში.
სანამ უშუალოდ თამაშზე გადახვალთ, უმჯობესია გაერკვეთ თუ რა არის ფეილაინები. ესენია სლოტის ხაზები რომლებიც განსაზღვრავენ გადახდებს, იგივე ფეიაუთებს. სლოტის სიმბოლოები უნდა გაჩნდნენ სწორედ ამ ხაზებზე, მომგებიანი კომბინაციის შესაქმნელად. ფეილაინების შაბლონები იცვლება და განისაზღვრება პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერების მიერ.
თუ დააკვირდებით აღმოაჩენთ რომ სლოტების უმრავლესობა იხდის/ითვლის კობინაციას მარცხნიდან მარჯვნივ. თუმცა თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ისეთებიც, რომლებიც Pay Both Ways ანუ ორივე მხრიდან ითვლება, რაც საშუალებას გაძლევთ დაათრიგეროთ მომგებიანი კომბინაციები, როგორც მარცხნიდან მარჯვნივ, ისე მარჯვნიდან მარცხნივ. ეს თავის მხრივ ზრდის მოგების შანსებს, თუმცა გახსოვდეთ რომ მოგება არასდროსაა გარანტირებული.
საკმაოდ შთამბეჭდავია თუ როგორ განვითარდნენ ონლაინ სლოტები ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში. ის რაც ერთი ფეილაინით დაიწყო, სწრაფად გარდაიქმნა Megaways-ის გიგანტურ მიმდინარეობად. მოდით გადავხედოთ სხვადასხვა ფეილაინების ვარიანტებს და განვიხილოთ თუ როგორ გავლენას ახდენენ ისინი თამაშის მიმდინარეობაზე და რომელია თქვენთვის საუკეთესო კომბინაცია.
ქვემოთ მოცემულია ფეილაინების ვარიანტების სწრაფი და მოკლე მიმოხილვა:
პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის რომ სლოტ თამაშებს შეიძლება ქონდეთ როგორც ფიქსირებული, ისე რეგულირებადი ფეილაინები. თუ თქვენ თამაშობთ სლოტს, რომელსაც ფიქსირებული ფეილაინები აქვს, თქვენ ვერ შეძლებთ მათ დარეგულირებას ფსონის დადებისას. ამიტომ, თუ თქვენ 20 ფეილაინის მქონე სლოტზე თამაშობთ, ფსონი ოცივეზე ერთად უნდა დადოთ. ხოლო თუ ფსონს რეგულირებადი ფეილაინები აქვს, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თამაშის განმავლობაში აქტიური ხაზების რაოდენობა. ასევე შესაძლებელია მხოლოდ ერთი აქტიური ფეილაინის დატოვებაც.
კლასიკური ფეილაინები შეგხვდებათ ხილის თემატიკის მქონე ან სხვა კლასიკურ სლოტებში. ასეთი ტიპის სლოტებს ყველაზე ცოტა ფეილაინები აქვთ და ძალიან ცოტა პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი იყენებს ამ კომბინაციას. ეს ვარიანტი საკმაოდ მარტივია და თითქმის არასდროს არ აქვს ბონუს ფუნქციები.
ამ კატეგორიაში ონლაინ კაზინოს ყველაზე მეტი სლოტი მოხვდება, რადგან გარკვეულ სტანდარტად ჩამოყალიბდა, 10-50 ფეილაინიანი სლოტების შექმნა. აქედან ყველაზე გავრცელებული 30 ფეილაინიანი სლოტია.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეილაინის სეთაფი არის მოგების 243 გზა. საინტერესოა თუ როგორ შეძლეს პროვაიდერებმა 5 დოლურიანი და 3 რიგიანი განლაგება, ამდენ ფეილაინზე მოერგოთ. ამ სეთაფით, თქვენ გეძლევათ 243 შანსი დასვათ მომგებიანი კომბინაცია და სწორედ ამიტომაა ეს ვარიანტი ასეთი პოპულარული მოთამაშეებში.
კიდევ ერთი საუკეთესო არჩევანი ფეილაინების მხრივ არის Megaways-ის ფუნქცია, რომლესაც მარტივად შეუძლია მოგების 117,000 გზას გადააჭარბოს. ფეილაინების ეს მექანიზმი Big Time Gaming-მა შეიმუშავა. ის საკმაოდ პოპულარულია, ამიტომ სხვა პროვაიდერებმა ოფიციალურად მოიპოვეს მისი გამოყენების უფლება, მათ სლოტ თამაშებში. Megaways-ში ფეილაინების რაოდენობა 25-დან 117,000-მდე მერყეობს.
ასევე აუცილებლად აღნიშვნის ღირსია, პოპულარული, კლასტერული გადახდების მექანიზმი. ამ ამაღელვებელ ფორმატში ფეიაუთები დამოკიდებულია დოლურებზე კლასტერულად განლაგებულ სიმბოლოებზე. ასეთ დროს ფეილაინები არ გადადიან ერთი დოლურიდან მეორეზე. სამაგიეროდ, ყველაფერი კლასტერებზეა დამოკიდებული, რაც როგორც წესი ემთხვევა კასკადურ დოლურებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მომგებიან კომბინაციაზე, ისინი ქრებიან დოლურებიდან და მათ ადგილას ჩნდებიან ახალი სიმბოლოები. ეს ფუნქცია მოგების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაძლევთ.
თქვენ შეიძლება გაინტერესებდეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს სლოტების ფეილაინებს, ან რა გავლენას ახდენენ ისინი თამაშის მიმდინარეობაზე. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ფეილაინების სხვადასხვა ტიპები არსებობს და თითოეულს შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს ფსონსა და სპინზე.
მაგალითად, თუ თქვენ ეძებთ მომგებიან სლოტს, რომელსაც რაც შეიძლება მეტი მოგების გამომწვევი ფუნქცია აქვს, მაშინ ჩვენ დიდ რეკომენდაციას ვუწევთ ბევრი ფეილაინის მქონე სლოტებს. მათ შორისაა Megaways-ის სლოტები, რომლებსაც 100,000-ზე მეტი მოგების გზა აქვთ.
დაიმახსოვრეთ: თქვენი თამაშის მიმდინარეობაზე მხოლოდ ფეილაინებს არ აქვთ გავლენა. ამიტომ, თუ თქვენ ეძებთ სლოტებს რომლებსაც გასართობი ფუნქციები ექნებათ, ფეილაინებს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. თქვენ ასევე აღმოაჩენთ სხვა ფაქტორებსაც, რომლებსაც გავლენა აქვთ მოგებების რაოდენობასა და სიხშირეზე. ამიტომ, ფეილაინებს მხოლოდ მაშინ აქვთ მნიშვნელობა, როდესაც თქვენ გარკვეული მიზნები გაქვთ დასახული.
ონლაინ სლოტები განსხვავდებიან ფორმის, ზომის და ფუნქციების მიხედვით. არსებობს დაუსრულებელი ვარიანტები, რომელთაგანაც შეგიძლიათ არჩევანის გაკეთება და ყოველ დღიურად მათ კიდევ უფრო მეტი კაზინოს თამაში ემატებათ. როდესაც საქმე თქვენთვის იდეალური სლოტის შერჩევას ეხება, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ.
თქვენთვის შესაფერისი, სასურველი ფეიაუთების და იდეალური ფუნქციების მქონე სლოტის შერჩევა, საუკეთესო სტრატეგიაა თითოეული სპინიდან მაქსიმალური მოგების მოსაპოვებლად.
გახსოვდეთ რომ რაც უფრო მეტია ფეილაინების რაოდენობა, იზრდება წარმატების ალბათობაც, თუმცა ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული და მოგება გარანტირებული არ არის.
თამაშის დაწყებამდე მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ? ყოველთვის შეამოწმეთ გადახდის ცხრილები და მეტი ინფორმაცია გექნებათ მოგების შანსებსა და ფეიაუთებზე. აქ თქვენ იპოვით ყველა იმ დეტალსა და საჭირო ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ გააზრებული და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
OnlineCasinoReports არის წამყვანი დამოუკიდებელი ონლაინ აზარტული თამაშების საიტების მიმოხილვის პროვაიდერი, სანდო ონლაინ კაზინოს მიმოხილვების, სიახლეების, გიდებისა და აზარტული თამაშების შესახებ ინფორმაციას მომწოდებელი 1997 წლიდან.
გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი
მიიღეთ სიახლეები ექსკლუზიური ბონუსებისა და სარეკლამო შეთავაზებების შესახებ.
მნიშვნელოვანი შეტყობინება
ამ საიტის სტუმრობით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 25 წელზე მეტის და თანხმობას გვაძლევთ რომ დავაყენოთ ქუქი. ჩვენ ვიყენებთ ქუქის რათა გავაუმჯობესოთ თქვენი დათვალიერების გამოცდილება, გქონდეთ პერსონალიზებული რეკლამები ან კონტენტი, და რათა შევძლოთ ჩვენი ტრაფიკის გაანალიზება. წაიკითხეთ მეტი