კრიპტოვალუტამ ონლაინ კაზინოები დაიპყრო?


Tsisia K. - ივნისს 17, 2021

ბევრი ბაზარი ცდილობს აყვეს მიმდინარე კრიპტოვალუტის ტრენდს, ხოლო ზოგიერთი ამას სხვებზე უკეთ ახერხებს. ონლაინ კაზინოების ინდუსტრია შეუფერხებლად ახორციელებს ამ გადასვლას.

როგორც ჩანს კრიპტოვალუტებმა სამყარო დაიპყრეს, პრესაში ყოველდღიური სათაურებით მათ მერყევ კურსსა და შესამჩნევ უზარმაზარ მომავალ პოტენციალზე. ბუნებრივია რომ ბევრი ბაზარი ცდილობს აყვეს მიმდინარე ტრენდს, ხოლო ზოგიერთი კი ამას სხვებზე უკეთ ახერხებს. ონლაინ კაზინოების ინდუსტრია შეუფერხებლად ახორციელებს ამ გადასვლას.

კრიპტოვალუტის უსაფრთხოება

ონლაინ კაზინოებს 100%-იანი უსაფრთხოება სჭირდებათ. მის გარეშე მოთამაშეები არ დაუბრუნდებიან თამაშს და მთელი ბიზნეს მოდელი დაემხობა. კრიპტოვალუტის შემოღება, რომელიც ბლოქჩეინის ტექნოლოგიით ყოველ ტრანზაქციას აკონტროლებს, უდაოდ უსაფრთხოა. ამიტომ როდესაც კრიპტოვალუტამ პოპულარულობის მოპოვება დაიწყო, ონლაინ კაზინოები ამ ვარიანტზე გადაერთვნენ. 

თავდაპირველად, ბიტკოინი იყო ერთადერთი კრიპტოვალუტა, რომელსაც ონლაინ კაზინოების მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ დღეს არსებობს სხვა სანდო ვალუტებიც და დროსთან ერთად სავარაუდოდ მათ რიცხვს სხვებიც შეემატებიან. 

რატომ მოსწონთ მოთამაშეებს კრიპტოვალუტის მქონე ონლაინ კაზინოები?

 

მოთამაშეებმა კრიპტოვალუტის გამოყენება ზუსტად იმავე მიზეზით დაიწყეს, რა მიზეზითაც ონლაინ კაზინოებმა მისი მიღება გადაწყვიტეს. მათ შეუძლიათ იყონ დარწმუნებული, რომ ყველა მათი ტრანზაქცია იქნება იმაზე უფრო დაცული ვიდრე იმ ონლაინ კაზინოებში, რომლებშიც ოფიციალურ ვალუტას იყენებენ. ამასთანავე, კრიპტოვალუტის საფულეების გამოყენება, სრული ანონიმურობის გარანტიაა, უპირატესობა რომელსაც ბევრი მოთამაშე სწრაფად შეამჩნევდა. კრიპტოვალუტის გამოყენება ასევე ნიშნავს უფრო სწრაფ ფულის გამოტანასაც, ეს კი, კიდევ ერთი იმ მიზეზთაგანია, თუ რატომ გადადიან მოთამაშეები ოფიციალური ვალუტის ონლაინ კაზინოებიდან იმ კაზინოებზე, რომლებიც კრიპტოვალუტას იყენებენ. 

რას უმზადებს მომავალი ონლაინ კაზინოებსა და კრიპტოვალუტას?

დღესდღეობით, ბევრი ონლაინ კაზინოა რომლიც კრიპტოვალუტას იყენებს, მაგრამ ისინი მაინც უმცირესობაში არიან. მათი რაოდენობა ნამდვილად არ აღემატება ჩვეულებრივ ვალუტაზე მოთამაშე კაზინოების რაოდენობას. საინტერესო იქნება იმის ნახვა, კრიპტო ტრენდის განვითარებასთან ერთად, გახდება თუ არა კრიპტოვალუტის კაზინო ნორმა, ხოლო ჩვეულებრივი ვალუტის კაზინო გამონაკლისი, ან თუ გაგრძელდება მიმდინარე სიტუაცია სადაც ოფიციალურ ვალუტაზე მომუშავე კაზინოები სჭარბობენ კრიპტოვალუტაზე მომუშავეებს. 

 

 


მნიშვნელოვანი შეტყობინება

ამ საიტის სტუმრობით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 25 წელზე მეტის და თანხმობას გვაძლევთ რომ დავაყენოთ ქუქი. ჩვენ ვიყენებთ ქუქის რათა გავაუმჯობესოთ თქვენი დათვალიერების გამოცდილება, გქონდეთ პერსონალიზებული რეკლამები ან კონტენტი, და რათა შევძლოთ ჩვენი ტრაფიკის გაანალიზება. წაიკითხეთ მეტი