როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პროდუქტიული თამაშების დეველოპერი ინდუსტრიაში, Microgaming-ი არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით. ოპერატორებიც და მოთამაშეებიც მიეჩვივნენ ყოველ თვიურად კომპანიის სახელოსნოდან რამდენიმე ახალთ-ახალი რელიზის დანახვას, მაგრამ როგორც ჩანს აპრილი განსაკუთრებულად გამორჩეული თვე იქნება ამ მიმართულებით. თავის პარტნიორ სტუდიებთან ერთად, Microgaming-მა უამრავი ახალი რელიზი მოგვიმზადა, რომლებიც ონლაინ კაზინოს ვირტუალურ თაროებზე მომდევნო კვირების განმავლობაში გამოჩნდება.
Gold Collector-ის სლოტი All41 Studios-გან
პირველი ფრეშ თამაში რომელიც მარკეტზე გამოჩნდება, დეველოპერი All41 Studios-ს Gold Collector-ია. 6 აპრილს გამოშვებული ეს სლოტი გვთავაზობს ანიმაციურ გრაფიკას და ოქროს მაძიებელთა მუდმივად პოპულარულ თემას. ისეთი სიმბოლოებით, როგორებიცაა ნიჩბები, დინამიტი, ოქროთი სავსე ურიკები და მაღაროელები, თამაში ქმნის სწორ ატმოსფეროს მოთამაშეებისთვის, რომლებიც მზად არიან სიმდიდრეების საპოვნელად. გარდა ამისა HyperHold-ის ფუნქციის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ ხუთი სხვა და სხვა ჯეკპოტის მოგება.
Queen of Alexandria-ს WowPot-ი
Queen of Alexandria რომელიც 13 აპრილს გამოდის, იქნება კიდევ ერთი თამაში იმ სლოტების სერიიდან, რომლებიც პოპულარულ WowPot ჯეკპოტებს გვთავაზობენ. Neon Valley Studios-ის შექმნილი ეს თამაში, ეძღვენბა კლეოპატრას, ყველაზე განთქმულ დედოფალს რომელსაც ოდესმე უცხოვრია. აქ ვერ ნახავთ უფასო სპინების ტურს, მაგრამ მზარდი ვაილდსი და რესპინი დაეხმარება მოთამაშეებს, ძირითად თამაშში ღირსეული გამარჯვების მოპოვებაში. რა თქმა უნდა Queen of Alexandria-ს სლოტის ძირითადი უპირატესობა WowPot-ის ბონუს ბორბალია, რომელიც შეიძლება ნებისმიერი დატრიალებისას ამოვიდეს, რაც საშუალებას აძლევს მოთამაშეებს მოიგონ ოთხი პროგრესული ჯეკპოტიდან ერთ-ერთი.
JFTW-ის Book of King Arthur-ი
20 აპრილს Just For The Win-ი მოთამაშეებს კიდევ ერთი ლეგენდარული მეფე არტურის თემატიკის სლოტით გააოცებს. ძირითად თამაშში მზარდი ვაილდსი და უფასო სპინების ბონუსი შემთხვევითობით შერჩეული გაფანტვის სიმბოლოთი, ქმნიან ამაღელვებელ გარემოს, სადაც მოთამაშეები თავიანთი ავალონის სიმდიდრეების აღმოსაჩენად მიემართებიან.
8 Golden Skulls of Holly Roger Megaways-ი
მოემზადეთ მეკობრეებით შთაგონებული თავგადასავლებისთვის სლოტთან ერთად, რომელიც Buck Stakes Entertainment-ის დეველოპერულმა კომპანიამ, Microgaming-ის პარტნიორი ქსელისთვის შექმნა. თამაში 22 აპრილს გამოვა, მას აქვს 117,649 მოგების შანსი, რომელიც ყოველ სპინთან ერთად გეძლევათ. კოცონის მსგავსი ბონუსებით და უფასო სპინების შემთხვევითი მულტიპლიკატორებით, ეს თამაში ბევრად მეტია ვიდრე მიმზიდველი ტკბილეული - ტიტული რომელსაც შესანიშნავი გრაფიკის წყალობით იმსახურებს.
9 Blazing Diamonds-ი
Microgaming-ის სხვა პარტნიორის SpinPlay Games-ის მიერ შემუშავებული 9 Blazing Diamonds-ის სლოტი, კლასიკური სლოტების კონცეფციაზეა აგებული. აქვს ისეთი სიმბოლოები როგორებიცაა 7-იანები, ბრილიანტები, ზარები, ბარები და ბლები, მაგრამ ეს ყველაფერი თანამედროვე გრაფიკითაა შესრულებული და რამდენიმე ამაღელვებელ ფუნქციას გვთავაზობს. ბორბალზე სამი გაფანტვის სიმბოლოს გამოჩენა რთავს Blazing Wheel-ის ფუნქციას, რომლითაც მოთამაშეებს მოგებების მულტიპლიკატორების დახმარებით, ქეშ პრიზების და უფასო სპინების მოგება შეუძლიათ, ხოლო სამი ან მეტი სიმბოლოს დოლურაზე გამოჩენისას ძირითად თამაშში და ბონუსებში, ბრჭყვიალა ბრილიანტები მომენტალურ პრიზებს გვთავაზობენ. თამაში 27 აპრილს გამოდის.
Snowborn Games-ის Egyptian Tombs-ი
რაც შეეხება აპრილის ბოლო სიახლეს, Egyptian Tombs-ი 29-ში გამოჩნდება. სლოტი გვთავაზობს კარგად ნაცნობ, მაგრამ ამავე დროს ძალიან პოპულარულ ძველი ეგვიპტის თემას და კარგად ნაცნობ სიმბოლოებს, როგორებიცაა კლეოპატრა, რა, პირამიდები, ფუნდურები და ა.შ. ბონუს ფუნქცია გთავაზობთ 50მდე უფასო სპინს, ხოლო შემთხვევითობის პრინციპით მოქმედი სუპერ სპინები, დოლურებს დამატებით სიმბოლოებს უმატებენ და რა-ს სიმბოლოს ბუსტავენ, ასერომ დიდი მოგებებისთვის თამაში სამართლიან პოტენციალს გთავაზობთ.
თუ ეს სია თქვენთვის საკმარისად შთამბეჭდავი არ არის, აპრილში Microgaming-ის პარტნიორები კიდევ ბევრი თამაშის გამოშვებას გეგმავენ, მათ შორისაა Slots O’Luck-ი, Anna Van Helsing Monster Huntress-ი, Inferno Gladiator-ი, Fu88, Survivor-ი და Phoenix Inferno.