iGaming-ის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა Net Entertainment -მა (NetEnt) ახლახანს დაამთავრა თავისი ახალთახალი სლოტის Narcos-ის გამოშვება. მათთვის ვინც არ იცის, ეს ვიდეო სლოტი Netflix-ის ცნობილ სერიალს Narcos-ს ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ ნარკოტიკებთან მებრძოლი აგენტების და პაბლო ესკობარის მკვლელის დრამატულ ამბავს მოგვითხრობს.
Narcos-ის მოქმედება მედელინის მზიან ქუჩებში ვითარდება, ქალაქში რომელიც კორტელის აქტიურობითაა ცნობილი. ამ ფონზე განთავსებულია ხუთ დოლურიანი, სამ რიგირანი სლოტის ინტერფეისი. ვიზუალური სტილი, Grand Theft Auto-ს ვიდეო თამაშების სერიებს მოგაგონებთ, სხვადასხვა პერსონაჟებით, რომლებიც სიმბოლოების სახით ჩნდებიან და რომელთა დაწყვილებითაც შესაძლებელია მოგება.
დატრიალების შემდეგ დოლურებს პოტენციურად 243 გზით შეუძლიათ მოგების მოტანა. ისინი განსხვავდებიან გადახდის არეებისაგან, რომლებიც განაწილებულები არიან დოლურებზე, გარკვეული რაოდენობის პოზიციების მიხედვით. მოგების მეთოდები, ბიძგს აძლევენ მოთამაშეებს, მარტივად შეარჩიონ სიმბოლოები სამ ან მეტ დოლურაზე და მიიღონ მოგება.
Drive-by და Walking Wilds-ი
მთავარი თემების შესანარჩუნებლად, NetEnt-მა შეიმუშავა მთელი რიგი შესაფერისი თემატიკის სპეც ფუნქციები. Drive-by ფუნქცია დამწყებებისთვისაა, ის ტყვიების წვიმას იწვევს ეკრანზე, რომლებიც მაღალ ქულიან სიმბოლოებს უმიზნებენ. თუ ტყვიამ მიზანს გაარტყა, მაშინ ისინი ვაილდ სიმბოლოებად ტრანსფორმირდებიან, რომლებსაც თამაშის ძირითადი სიმბოლოების შეცვლა შეუძლიათ.
NetEnt-მა Walking Wilds-ის ფუნქციის ინტეგრირებით, შემცვლელ სიმბოლოებს კიდევ ერთი დანიშნულება დაუმატა. ეკრანზე გამოჩენის შემდეგ, ყოველ დატრიალებაზე, ვაილდი ერთი პოზიციით მარცხნივ გადაადგილდება. ეს გაგრძელდება იქამდე სანამ ყველა Walking Wilds-ი არ დატოვებს ხუთივე დოლურას.
Locked Up-ი და უფასო სპინები
Locked Up-ი არის ფუნქცია, რომელიც გამომწყვდეულ სიმბოლოებს აჩენს. თუ სამი ან მეტი Locked Up-ის სიმბოლო გამოჩნდება ეკრანის ნებისმიერ ადგილას, მაშინ ეს გამოიწვევს შემთხვევითი მონეტების მოგებას, მოთამაშის სასარგებლოდ.
უფასო სპინები ჩნდება როგორც ფინალური სპეც ფუნქცია და მისი გამოყენება შასაძლებელია მაშინ როდესაც სამი ან მეტი მიმოფანტული სიმბოლო ერთდროულად ბრუნავს პირველ, მესამე და მეხუთე დოლურაზე. ათი უფასო სპინი ჯილდოვდება და შესაძლებელი ხდება ნებისმიერი Locked Up-ის სიმბოლოს დატოვება ფუნქციის დასრულებამდე.