პროგრესული ჯეკპოტი ქვის ხანიდან მოყოლებული არსებობს, უფრო სწორედ კი ოფლაინ კაზინოების ეპოქიდან, რომლებშიც ის 1986 წელს გამოჩნდა ამის შემდეგ კი უკვე 1998 წელს ონლაინ კაზინოების სივრცეშიც. ბლექჯეკის მაგვარი პროგრესული სამაგიდო თამაშების უმრავლესობა, მოთამაშეებს საშუალებას აძლევს დადონ დამატებითი ფსონი, იგივე საიდ ბეთი, რომელიც პროგრესული ჯეკპოტის მოგების შანსს იძლევა. მოთამაშეებს შეუძლიათ მოიგონ ჯეკპოტის ნაწილი ან მთლიანი თანხა!
ონლაინ გეიმბლინგ ინდუსტრიაში უკვე დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად ჩართულმა მოთამაშეებმა იციან, რომ პროგრესული ჯეკპოტის საპრიზო თანხას ხშირად მესამე მხარე უზრუნველყოფს, როგორიცაა თამაშის დეველოპერი, ან პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი. სწორედ ეეს გამოარჩევს ამ თამაშებს სხვა ონლაინ კაზინოს თამაშებისგან.
რაც უფრო მეტი ფსონი იდება, მით უფრო მეტი თანხა გადადის და ემატება პროგრესული ჯეკპოტის საერთო რაოდენობას, რომელიც იზრდება იქამდე სანამ იღბლიანი მოთამაშე მას არ მოიგებს. ამ დიდი მოგების პოტენციალის წყალობით, ეს პროგრესული ჯეკპოტების თამაშები მოთამაშეებისთვის საუკეთესო არჩევანი გახდა. მიუხედავად იმისა რომ მულტიპლიკატორები და ფიქსირებული ჯეკპოტებიც შესანიშნავი ვარიანტებია, ვერაფერი შეედრება პროგრესულ ჯეკპოტებს - რომელი თამაშიც არ უნდა შეარჩიოთ.
ფიქსირებული ჯეკპოტები vs პროგრესული ჯეკპოტები
პირველ რიგში უნდა ითქვას ის რომ ფიქსირებული ჯეკპოტის მქონე თამაშებში, ჯეკპოტის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, ყოველთვის საჭიროა ნაღდი ფულით ფსონის დადება. ასევე შესაძლოა დაწესებული იყოს მინიმალური ფსონის ოდენობაც, რომელიც უნდა დააკმაყოფილოთ.
ფიქსირებული ჯეკპოტები გვხვდება მხოლოდ წინასწარ წარმოდგენილ თამაშებში და საპრიზო თანხა პროგრესულთან შედარებით ბევრად უფრო ნელა იზრდება. ასევე ხშირად არსებობს მაქსიმალური ზღვარი, თუ სადამდე შეუძლია ჯეპოტს გაიზარდოს. როგორც კი ფიქსირებული ჯეკპოტი თავის მაქსიმალურ ოდენობას მიაღწევს ის უნდა გათამაშდეს.
სამაგიდო თამაშების პროგრესულ ჯეკპოტებს კი იშვიათად აქვთ რაიმე ვალდებულებები, გარდა იმისა რომ მზარდი ჯეკპოტის მოგების შანსის მოსაპოვებლად, თქვენ დამატებითი საიდ ბეთიც უნდა დადოთ. სტატისტიკა გვიჩვენებს რომ პროგრესულ ჯეკპოტებს გაცილებით უფრო მაღალი ფეიაუთები აქვთ, ფიქსირებულ ჯეკპოტ თამაშებთან შედარებით.
მოთამაშეები რომლებიც კონკრეტულ თამაშებზე მოგების ტენდენციას აკვირდებიან, აღმოაჩენდნენ რომ უკანასკნელი მოგების შემდეგ, პროგრესული ჯეკპოტი შეიძლება ნებისმიერ მომენტში კვლავ გათამაშდეს და დაუბრუნდეს საწყის მინიმალურ ოდენობას. საწყის ოდენობად წოდებულ ამ თანხებს, ასევე როგორც წესი მესამე მხარე უზრუნველყოფს, მაგალითისთვის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი და არა უშუალოდ კაზინო, როგორც ეს ფიქსირებული ჯეკპოტების შემთხვევაში ხდება.
ზოგიერთმა პოპულარულმა პროგრესულმა სლოტმა, მაგალითად Mega Moolah-მ, Age of the God-სმა და Mega Fortune-მა არაერთხელ გაიჟღერეს ნიუსების სათაურებში, სადაც თავიანთი პროგრესული ჯეკპოტების გამარჯვებულები გაგვაცნეს. ასეთ დროს მოგებული თანხები როგორც წესი საკმაოდ დიდია, ფიქსირებული ჯეკპოტები მათ ვერც შეედრება.
ტოპ 5 პროგრესული სამაგიდო თამაში
მიუხედავად იმისა რომ ონლაინ სლოტები ყველაზე პოპულარული თამაშებია, რომლებიც პროგრესულ ჯეკპოტებს გვთავაზობენ, არსებობს იმავე შეთავაზებების მქონე არანაკლებ ამაღელვებელი სამაგიდო თამაშებიც. ქვემოთ წაიკითხავთ მათგან 5 საუკეთესოს შესახებ.
Microgaming-ის Roulette Royale
Roulette Royale არის ერთ-ერთი იშვიათი რულეტკა, რომელსაც პროგრესული ჯეკპოტის ფუნქცია აქვს. ამ სამაგიდო თამაშს რამდენიმე დამატებითი ფუნქციაც აქვს, რომლებიც სტანდარტულ ვერსიაში არ გვხვდება, მაგალითად პროგრესული ჯეკპოტის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, თითო სპინზე ერთი კრედიტის გამოყენება.
ამ პროგრესულ რულეტკა ერთზე მეტი ჯეკპოტი აქვს. როდესაც მოთამაშე 1 კრედიტიან ბეთს დებს, მთლიანი ფსონი ემატება ჯეკპოტის თანხას. ყველზე პატარა ჯეკპოტი იწყება 15 კრედიტით და შეადგენს 60,000 დოლარს. ყველაზე დიდი, გრანდიოზული საპრიზო თანხა კი 500,000 დოლარია.
Microgaming-ის Poker Ride
მიკროგეიმინგმა, იმავე დეველოპერმა, რომელმაც Mega Moolah გამოუშვა, შეიმუშავა ახალბედება მოთამაშეებზე მორგებული პროგრესული პოკერის თამაში, რომელსაც ტრადიციული თამაშის მსგავსად, იგივე წესები აქვს. მოთამაშეებმა უნდა შეკრან საუკეთესო ხუთ კარტიანი კომბინაცია, მაგრამ სამწუხაროდ ამ ვერსიას არ აქვს არც ჯოკერი და არც ვაილდსი.
ისევე როგორც ბევრ სხვა პროგრესულ სამაგიდო თამაშებში, მოთამაშეები დამატებითი ფსონის დადების შემდეგ, პროგრესული ჯეკპოტის მოგების მომლოდინეთა რიგში დგებიან. გარდა ამისა მათ კვლავ შეუძლიათ ძველებური მეთოდითაც მოიგონ. როიალ ფლეში პროგრესული ჯეკპოტის საპრიზო თანხის მხოლოდ 10%-ს შეადგენს.
NetEnt-ის Bonus Keno-ს პროგრესული ჯეკპოტი
ტრადიციული კენოს მსგავსად, რომელიც რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზეა წარმოდგენილი, გეიმფლეი საკმაოდ მარტივია. პროგრესული ჯეკპოტის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, მოთამაშეებმა მაქსიმალური ფსონი უნდა დადონ და მინიმუმ ათი "J" მონიშნონ მოსაგებად.
მოთამაშეები რომლებიც მიიღებენ ათ ან მეტ J-ბოქსებს, მაგრამ კვლავ მაქსიმალური ფსონის დადების საჭიროება ექნებათ, მაინც შეეძლებათ ჯეკპოტის მოგების შანსი, თუმცა ეს პროგრესული ჯეკპოტის საპრიზო თანხის მხოლოდ გარკვეული პროცენტი იქნება. კიდევ ერთი ფუნქცია რომელიც მას ტრადიციული თამაშისგან განასხვავებს, არის როდესაც მოთამაშეს 5 ჯოკერის სიმბოლო ამოსდის, რომლის შემდეგაც აქტიურდება ბონუს თამაში სადაც ყველა მოგება ორმაგდება!
Real Time Gaming-ის Caribbean Stud Poker
ზედმეტი გართულებების თავიდან ასაცილებლად, Caribbean Stud Poker-ის გეიმფლეი საკმაოდ მარტივია. მოთამაშეებს შეუძლიათ აირჩიონ: პასი, ფსონის გაზრდა ან კარტის დამატება; წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედებს სტანდარტული წესები. მოთამაშეებს შეუძლიათ დამატებითი ბეთის გამოყენება პროგრესული ჯეკპოტის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად.
დილერს მხოლოდ ერთი კარტი აქვს ამოტრიალებული. რაუნდის მოსაგებად მოთამაშემ უნდა შეკრას და ამოატრიალოს დილერზე უკეთესი კომბინაცია. იმის მიხედვით თუ როგორ განვითარდება მიმდინარე თამაში, მოთამაშეს შეუძლია მოიგოს ჯეკპოტის საპრიზო თანხის გარკვეული პროცენტი ან როიალ ფლეშის გარტყმით მთლიანი თანხა მოიგოს!
Microgaming-ის Jackpot Deuces-ის ვიდეო პოკერი
ეს კიდევ ერთი შესანიშნავი პროგრესული ჯეპოტის მქონე, ვიდეო პოკერის თამაში Microgaming-მა შეიმუშავა, აქ მოთამაშეებს საშუალება ეძლევათ მოიგონ დიდი კუში მათი საყვარელი სამაგიდო თამაშით გართობისას. პროგრესული ჯეკპოტის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, მოთამაშეებმა უნდა დადონ ქოინების მაქსიმალური რაოდენობა, რის შემდეგაც როიალ ფლეში უნდა ამოუვიდეთ.
ვიდეო პოკერის ამ ვერსიაში, ვაილდსებს ორიანები ანაცვლებენ, რაც იმას ნიშნავს რომ ორიანებს ნებისმიერ კარტად გარდაქმნა შეუძლიათ, იმის მიხედვით თუ რომელი გესაჭიროებათ ხელის კომბინაციის შესავსებად. თუმცა არსებობს გამონაკლისიც: პროგრესული ჯეკპოტი არ გათამაშდება თუ როიალ ფლეშის კომბინაცია შეიცავს ორიანებს - კონკრეტულად ეს კომბინაცია არ უნდა შეიცავდეს ვაილდსებს!