პოკერის მიმზიდველი სამყარო: ვარიაციები, კოეფიციენტები და საუკეთესო მოთამაშეები


Tsisia K. - იანვარს 10, 2023

პოკერის ეს ყოვლისმომცველი გზამკვლევი გიამბობთ თამაშის სხვადასხვა ვარიაციებზე, კოეფიციენტებზე, მოგების შანსებზე და მოგცემთ რჩევებს თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი უნარ-ჩვევები და სტრატეგიები. ისწავლეთ ყველაფერი პოკერის შესანიშნავი სამყაროს შესახებ, ტეხასური ჰოლდემით დაწყებული და შვიდ კარტიანი სტადით დამთვარებული.

პოკერი არის პოპულარული ბანქოს თამაში რომელიც მოიცავს ფსონების დადებას და სხვადასხვა სტრატეგიებს. თამაშის მიზანია მოიგოთ ბანკი, რაც ყველა მოთამაშის დადებული  ფსონების ჯამია, რომლებიც მიმდინარე ხელის დროს დაიდო.

პოკერის უამრავი ვარიაცია არსებობს, თითოეულს თავისი წესები და სტრატეგიები აქვს. ქვემოთ ჩამოთვლილია თამაშის ყველაზე პოპულარული ვარიანტები და ახსნილია თუ როგორ განსხვავდებიან ისინი კლასიკური ვერსიისგან: 

  1. ტეხასური ჰოლდემი: ეს არის პოკერის ყველაზე პოპულარული ვარიანტი და მას სტანდარტულად 52 კარტიანი ბანქოთი თამაშობენ. თამაში იწყება იმით რომ თითოეულ მოთამაშეს ურიგდება ორ-ორი  კარტი, აქედან ორივე რიგდება სახით დაბლა ისე რომ კარტი მხოლოდ მოთამაშემ დაინახოს. შემდეგ მაგიდის შუაგულში რიგდება სამი საერთო ამოტრიალებული კარტი, რომლებსაც ყველა მოთამაშე ხედავს და იყენებს საუკეთესო კომბინაციის შესაქმნელად. მთავარი მიზანი საუკეთესო ხუთ კარტიანი კომბინაციის შექმნაა, საერთო და ინდივიდუალურად დარიგებული კარტის გამოყენებით. 
  2. ომაჰა: პოკერის ეს ვარიაცია ტეხასური ჰოლდემის მსგავსია, მაგრამ ორი კარტის ნაცვლად აქ ოთხ-ოთხი კარტი რიგდება. აქედან საუკეთესო კომბინაციის შესაქმნელად მოთამაშემ უნდა გამოიყენოს საუკეთესო ორი ჯიბის და სამი საერთო კარტი.
  3. შვიდ კარტიანი სტადი: თამაშის ამ ვარიანტში, თითოეულ მოთამაშეს შვიდ-შვიდი კარტი ურიგდება,აქედან სამი სახით დაბლა ოთხი კი ამოტრიალებულია სახით მაღლა. მოთამაშეებმა კომბინაციისთვის ხუთი კარტი უნდა გამოიყენონ. ასევე არსებობს თამაშის ვარიაცია სახელად Razz-ი, რომელიც იგივე შვიდ კარტიანი სტადია მაგრამ დაბალი ფსონებით. 
  4. ხუთ კარტიანი სტადი: ეს გახლავთ პოკერის უფრო მარტივი ვარიანტი, რომელსაც ხშირად დამწყები მოთამაშეები თამაშობენ. თითოეულ მოთამაშეს ურიგდება ხუთი კარტი, რის შემდეგაც მას შეუძლია დაყაროს ის კარტი რომელიც არ მოეწონება და ამოიღოს ბანქოდან ახალი. თამაშის მიზანია ხუთ კარტიანი კომბინაციის შექმნა. 

ქვემოთ მოყვანილია პოკერის სხვადასხვა ვარიაციების შედარებები:

ვარიაციებიდახურული კარტის რაოდენობასაერთო კარტის რაოდენობა
ტეხასური ჰოლდემი 2 3
ომაჰა 4 3
შვიდ კარტიანი სტადი 3 4
ხუთ კარტიანი სტადი 0 0

პოკერის თითოეულ ვარიაციას აქვს თავისი უნიკალური წესები და სტრატეგიები, შესაბამისად მოთამაშეებს შეუძლიათ აირჩიონ ის რომელიც მათი თამაშის პერსონალურ სტილს შეესაბამება.

მოგების შანსები

პოკერში მოგების შანსები შეიძლება სპეციფიურ წესებზე და მოთამაშეების რაოდენობაზე დაყრდნობით იცვლებოდეს, მაგრამ ზოგადად პოკერის ნებისმიერი ვარიაციის მოგების კოეფიციენტი დამოკიდებულია მოთამაშეების უნარ-ჩვევებზე და კარტზე რომელიც დაურიგდებათ. დახურული და საერთო კარტის რაოდენობა პოკერის კონკრეტულ ვარიაციაში გარკვეულ გავლენას ახდენს კომბინაციების ამოსვლის შანსებზე, მაგრამ ეს ვერ იმოქმედებს საერთო მოგების კოფიციენტებზე.

როგორ გააუმჯობესოთ თქვენი უნარ-ჩვევები?

პოკერში უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად რამდენიმე გზა არსებობს. გაეცანით რამდენიმე რჩევას:

  1. პრაქტიკა: ნებისმიერ თამაშში ტექნიკის დასახვეწად გჭირდებათ მუდმივი პრაქტიკა. ეს დაგეხმარებათ უკეთესად გაეცნოთ თამაშის წესებს და სტრატეგიებს, ასევე ხელს შეგიწყობთ საკუთარი უნიკალური თამაშის სტილის შემუშავებაში.
  2. ისწავლეთ გამოცდილი მოთამაშეებისგან: სავარაუდოდ გამოცდილ მოთამაშეებს, პოკერის ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში უამრავი სიტუაცია გამოუცდიათ და შესაბამისად მათ შეუძლიათ ძვირფასი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის და რჩევების გაცემა ახალი მოთამაშეებისთვის. ახალბედებს გამოცდილი მოთამაშეების თამაშის ყურებით, რჩევების კითხვით ან პოკერის გუნდში გაწევრიანებით ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ.
  3. შეისწავლეთ თამაში:სხვებისგან სწავლის და პრაქტიკის გარდა, მოთამაშეებს უნარების გაუმჯობესება თამაშის შესწავლით შეუძლიათ. ეს შეიძლება მოიცავდეს პოკერის სტრატეგიებზე წიგნების და სტატიების კითხვას, ინსტრუქციების შემცველი ვიდეოების ყურებას და ძველი კომბინაციბის ანალიზს, შეცდომების ამოსაცნობად.
  4. ითამაშეთ სხვადასხვა ვარიაციები და გამოსცადეთ ფორმატები: სხვადასხვა თამაშების და ფორმატების თამაში, მოთამაშეებს ეხმარება მრავალმხივი უნარების გამომუშავებაში და სხვადასხვა სიტუაციებში სწრაფ ადაპტაციას ასწავლის. მაგალითად, ტურნირების და ქეშზე თამაშისას, მოთამაშე სწავლობს სტრატეგიების მორგებას კუშის ზომის და ხელზე არსებული ფიშკების შესაბამისად.

საერთო ჯამში, პოკერში უნარების გასაუმჯობესებლად მთავარია განაგრძოთ ვარჯიში, პრაქტიკა და შეგეძლოთ სიტუაციის მიხედვით ადაპტირება.

შეცდომები რომლებსაც უნდა ერიდოთ:

მოთამაშების მიერ ხშირად დაშვებული შეცდომები:

  1. ზედმეტად ბევრი ხელის თამაში: ახალბედა მოთამაშეების ერთ-ერთი ხშირი შეცდომა, ზედმეტად ბევრი ხელის თამაშია. შეიძლება მიმზიდველი იყოს, როდესაც მოთამაშეს რამდენიმე კარგი კარტი ურიგდება, მაგრამ ეს შეიძლება ასევე ძვირად ღირებული შეცდომაც გახდეს. ზედმეტად ბევრი ხელის თამაშით შესაძლოა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ და იმაზე მეტი წააგოთ ვიდრე ფრთხილი თამაშისას წააგებდით.
  2. ბორდის უყურადღებოდ დატოვება: ბორდი არის მაგიდაზე ამოტრიალებული კარტის ნაკრები, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს მოთამაშეს მისი და მოწინააღმდეგეების კომბინაციების სიძლიერეზე. მოთამაშეები რომლებიც არ მიაქცევენ ყურადრებას ბორდს, მიიღებენ ზედაპირულ და უზუსტო გადაწყვეტილებებს, რაც შესაძლოა საკმაოდ ძვირი დაუჯდეთ.
  3. ოპონენტების თამაშის სტილის უგულებელყოფა: პოკერში მნიშვნელოვანია მოარგო საკუთარი სტრატეგია ოპონენტის თამაშის სტილს. მაგალითად, თუ მოთამაშე თამაშობს კონსერვატიული ოპონენტის წინააღმდეგ, რომელიც იშვიათად დებს ფსონებს, შეიძლება გაგიმართლოთ თუ უფრო აგრესიულად ითამაშებთ, გამოიჩენთ ინიციატივას და უკეთეს შესაძლებლობებს დაუცდით. მოთამაშეებმა, რომლებიც ვერ ახერხებენ ოპონენტების სტილთან მორგებას, შესაძლოა არაოპტიმალური გადაწყვეტილებები მიიღონ.
  4. ბანკროლის არასწორი მართვა: პოკერში მნიშვნელოვანია მართოთ თქვენი ბანკროლი დიდი სიფრთხილით, რომ შეცდომების გამო არ გაკოტრდეთ. ეს იმას ნიშნავს რომ უნდა დაიწესოთ ლიმიტები  თუ რამდენის გარისკვა შეგიძლიათ და გსურთ თითოეული სესიის დროს და არასდროს გადააჭარბოთ მათ. ეს ასევე ნიშნავს იმას რომ უნდა გამოიმუშაოთ დისციპლინა: ითამაშოთ მხოლოდ მაშინ როდესაც სწორი განწყობა გაქვთ და არ ითამაშოთ როდესაც ემოციურად არასტაბილური ან განაწყენებული ხართ. მოთამაშეები, რომლებიც არასწორად მართავენ ბანკროლს, რისკავენ მთელი ფულის წაგებას,რის შემდეგაც თამაშს ვეღარ გააგრძელებენ.

საუკეთესო წიგნები პოკერზე რომლებიც უნდა წაიკითხოთ:

ყველაზე ცნობილი და საუკეთესოდ შეფასებული წიგნებია:

  1. დევიდ სკლანსკის "პოკერის თეორია": ეს წიგნი პოკერის სამყაროს ნამდვილი კლასიკაა და ყველა სერიოზულმა მოთამაშემ აუცილებლად უნდა წაიკითხოს. ის მოიცავს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს,როგორებიცაა სხვადასხვა კომბინაციების ღირებულება, პოზიციის მნიშვნელობა და ფსიქოლოგიის როლი თამაშში. 
  2. დოილ ბრანსონის "სუპერ/სისტემა": ეს წიგნი ასევე ცნობილია "პოკერის ბიბლიის" სახელით, ეს არის თამაშის ყოვლისმომცველი გზამკვლევი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა და ცნობადმა მოთამაშემ დაწერა. წიგნი მოიცავს თემების ფართო სპექტრს, მათ შორის თამაშის თეორიას, კომბინაციების წაკითხვას და ბლეფს.
  3. დენ ჰარინგტონის "ჰარინგტონი ჰოლდემის შესახებ": ეს გახლავთ სამ ტომიანი წიგნების სერია, რომელიც მიიჩნევა პოკერის ტურნირების უნაკლო გზამკვლევად. ის მოგვითხრობს ისეთ კონცეფციებზე როგორებიცაა სტეკების ზომები, ბლაინდები, ბაბლ ფლეი, რის გამოც ის იმ მოთამაშეებისთვის რომლებსაც ტურნირებში თამაშის დახვეწა სურთ, სერიოზული რესურსი  ხდება.
  4. ზაქარია ელვუდის "Reading Poker Tells": ეს წიგნი ყურადღებას ამახვილებს არავერბალურ სიგნალებზე, რომლებსაც მოთამაშეები პოკერის მაგიდასთან უშვებენ და გვასწავლის როგორ მოვახდინოთ მათი ინტერპრეტაცია, ახსნა უპირატესობის მოსაპოვებლად. აქ შეხვდებით ისეთ თემებს, როგორებიცაა სხეულის ენა, სახის გამომეტყველება და ფსონების ფათერნები, რაც ძალიან ძვირფასი რესურსი ხდება იმ მოთამაშეებისთვის, რომლებსაც ოპონენტების ''წაკითხვაში'' დახვეწა სურთ.

საერთო ჯამში, ეს წიგნები სასარგებლო წასაკითხი იქნება ნებისმიერი პოკერის მოთამაშისთვის, რომელსაც თამაშის გაუმჯობესება და წარმატების შანსების გაზრდა სურს.

პოკერის მოთამაშეების რეიტინგი:

ყველაზე ცნობილი და ხშირად გამოყენებადი რეიტინგის სისტემა არის ''გლობალური პოკერის ინდექსი'' (GPI), სადაც მოთამაშეები ადგილს პოკერის ტურნირებში მიღებული შედეგების მიხედვით იკავებენ. GPI-ს რეიტინგის განახლება ხდება ყოველკვირეულად, სადაც ტოპ მოთამაშეები მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს შორის მოიაზრებიან.

GPI-ს გარდა არსებობს სხვა რეიტინგის სისტემებიც, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციები იყენებენ. მაგალითად, ''პოკერის მსოფლიო სერიები'' (WSOP) ადგენს საკუთარ ოფიციალურ რეიტინგს, რომელიც მოთამაშეებს WSOP-ის ღონისზიებებზე მოპოვებული შედეგების მიხედვით აფასებს.

შეჯამებისთვის უნდა ითქვას რომ პოკერის ტოპ მოთამაშეების, ერთმანეთის მსგავსი რეიტინგები შეიძლება განსხვავდებოდეს, რეიტინგის სისტემის და გამოყენებული კრიტერიუმების მიხედვით, მაგრამ როგორც წესი ეს ტოპ მოთამაშეები განიხილებიან და ითვლებიან მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოებად.

მსოფლიოს უამრავი ცნობილი პოკერის მოთამაშე ჰყავს, მათი ცნობადობა ხშირად დაკავშირებულია, ძირითად პოკერის ტურნირებში მოპოვებულ წარმატებასთან და თამაშის უნარებთან. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ყველაზე ცნობილი და წარმატებული პოკერის მოთამაშე:

  1. ფილ აივი: ბევრს მიაჩნია ფილ აივი მსოფლიოში პოკერის საუკეთესო მოთამაშედ. მას მსოფლიო პოკერის სერიების ათი ბრასლეტი აქვს მოგებული  (WSOP), რაც სხვა მოთამაშეებთან შედარებით, ყველაზე ბევრია, მან ასევე მრავალი მსოფლიო პოკერის ტურის (WPT) ტიტული მოიგო. აივი ცნობილია თამაშის აგრესიული სტილით და ოპონენტების წაკითხვის უნარებით.
  2. დენიელ ნეგრეანუ: დენიელ ნეგრეანუ არის კანადელი პოკერის მოთამაშე,რომელსაც მოგებული აქვს ექვსი WSOP-ის ბრასლეტი და ორი WPT-ს ტიტული.ის ცნობილია თავისი მეგობრული ხასიათით და თამაშზე საუბრის სიყვარულით, მას ასევე ძალიან კარგად გამოსდის ჩვეულებრივი დამწყები მოთამაშეებისთვის სტრატეგიების ახსნა.
  3. ფილ ჰელმუთი: ფილ ჰელმუთი გახლავთ პოკერის პროფესიონალი მოთამაშე, რომელსაც რეკორდული რაოდენობის - 15ცალი WSOP-ის ბრასლეტი აქვს მოპოვებული. ის ცნობილია თავისი აგრესიული თამაშით და მაგიდასთან უეცარი ემოციების გამოხატვით, რის გამოც შეარქვეს "The Poker Brat."
  4. ერიკ საიდელი: ერიკ საიდელი ამერიკელი პოკერის მოთამაშეა, რომელსაც რვა WSOP-ის ბრასლეტი და ერთი WPT-ს ტიტული აქვს მოგებული. ის ცნობილია თავისი მშვიდი და მოწესრიგებული თამაშის სტილით და ასევე სხვადასხვა სიტუაციებში ადაპტაციის უნარით.

ეს ადამიანები ითვლებიან მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მოთამაშეებად პოკერის სამყაროში, რაც ძირითად ტურნირებში წარმატების და მათი თამაშში გამომუშავებული  უნარების დამსახურებაა. 

პოკერი vs სხვა კაზინოს თამაშები

პოკერი სხვა თამაშებისგან რამდენიმე ასპექტით განსხვავდება. ძირითადი სხვაობებია:

  1. სტრატეგია: პოკერი არის სტრატეგიის თამაში, რაც იმას ნიშნავს რომ მოთამაშეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება დარიგებული კარტის და მათი ოპონენტების ქცევის მიხედვით. კონტრასტისთვის, სხვა თამაშები როგორებიცაა რულეტკა ან სლოტ ავტომატები, მთლიანად შანსებსა და იღბალზეა დაფუძნებული და არანაირ სტრატეგიას არ მოიცავენ.
  2.  ფსონები: პოკერში მოთამაშეებს საშუალება ეძლევათ დადონ ფსონები მათი კომბინაციის სიძლიერის მიხდვით, რაც თამაშს მეტ რისკს ჰმატებს. ასეთ რამეს სხვა თამაშებში ვერ შეხვდებით, სადაც შედეგი მთლიანად კარტზე ან კამათელზეა დამოკიდებული.
  3. უნარ-ჩვევები: პოკერი არის თამაში სადაც უნარ-ჩვევები ძალიან მნიშვნელოვანია და მოთამაშეებს რომლებსაც შეუძლიათ კარგი, სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება და ოპონენტების წაკითხვა, მოგების მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მათ ვისაც ეს უნარები არ გააჩნია. ბევრი სხვა თამაში, როგორებიცაა ბინგო ან ლატარეა, მთლიანად შანსებზეა დაფუძნებული და არ საჭიროებენ რაიმე განსაკუთრებულ უნარებს ან ცოდნას.

შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ პოკერი არის უნიკალური თამაში, რომელიც საჭიროებს სტრატეგიას, რისკს და უნარებს, სწორედ ეს ყველაფერი განასხვავებს მას სხვა თამაშებისგან.


მნიშვნელოვანი შეტყობინება

ამ საიტის სტუმრობით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 25 წელზე მეტის და თანხმობას გვაძლევთ რომ დავაყენოთ ქუქი. ჩვენ ვიყენებთ ქუქის რათა გავაუმჯობესოთ თქვენი დათვალიერების გამოცდილება, გქონდეთ პერსონალიზებული რეკლამები ან კონტენტი, და რათა შევძლოთ ჩვენი ტრაფიკის გაანალიზება. წაიკითხეთ მეტი