გადამწყვეტი ბრძოლა: კრეპსი vs რულეტკა


Tsisia K. - თებერვალს 1, 2022

გეიმბლინგში ახალბედა მოთამაშეები ხშირად კითხულობენ, რომელია უკეთესი თამაში კრეპსი თუ რულეტკა? რომელს აქვს კაზინოსთვის ნაკლები მარჟა, რომელია უფრო მარტივი ან უფრო სახალისო? წარმოგიდგენთ - საუკეთესო გზამკვლევს -კრეპსი vs. რულეტკა.

კრეპსი და რულეტკა პოპულარული თამაშებია როგორც ჩვეულებრივ ისე ონლაინ კაზინოებში. სწორედ ამიტომ მათ ხშირად ადარებენ ერთმანეთს. გეიმბლინგში ახალი მოთამაშეები ხშირად კითხულობენ, რომელია უკეთესი თამაში კრეპსი თუ რულეტკა? რომელს აქვს ნაკლები მარჟა, რომელია უფრო მარტივი და რომელია მეტად სახალისო?

მაშინ როდესაც ამ შეკითხვებს კონკრეტული პასუხი არ აქვს, ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია გარკვეული ინფორმაცია და ფიქრის მასალა მოგაწოდოთ, რათა დაგეხმაროთ იმის გარკვევაში თუ რომელი თამაშია თქვენი ყურადღების ღირსი. 

მზად ხართ?

დავიწყოთ - გაეცანით სრულ გზამკვლევს კრეპსის და რულეტკის შესახებ. 

თამაშის წესები

სანამ თითოეული თამაშის მინუსებსა და პლუსებზე გადავალთ, საფუძვლებით დავიწყოთ. როგორ უნდა ითამაშოთ კრეპსი და როგორ უნდა ითამაშოთ რულეტკა? ქვემოთ თქვენ ისწავლით თითოეული თამაშის ძირითად მიზნებსა და წესებს. რის შემდეგაც მიხვდებით ამათგან რომელია თქვენთვის უფრო მისაღები. 

როგორ ვითამაშოთ კრეპსი

კრეპსი საკმაოდ მარტივი მაგრამ ამავე დროს ჩამთრევი და მომხიბვლელია. რეალურ კაზინოებში ხშირად შეხვდებით ხალხმრავლობასა და აურზაურს კრეპსის მაგიდებთან, რასაც აღელვებით სავსე კამათლის გაგორებები და ნერვიული მოლოდინი ემატება.

ჩვეულებრივ კაზინოებში კრეპსის მაგიდებთან კაზინოს 4 თანამშრომელია განლაგებული (ონალინ კაზინოს შემთხვევაში ყველაფერი ავტომატიზირებულია). კაზინოს სტაფი მოიცავს ბოქსმენს, კრუპიეს და 2 დილერს. ბოქსმენი მაგიდას მეთვალყურეობს, კრუპიეს გრძელი ჯოხი უჭირავს, რომლითაც ის მაგიდის გარშემო კამათელს აადგილებს, ხოლო დილერები მაგიდის სხვადასხვა მხარეს დგანან, რათა მოთამაშეებს ფსონების დადების დროს ფიშკები გადააწოდონ. 

პირველ გაგორებას “come-out roll”-ს ეძახიან. თუ გამგორებელი დასვამს 7, 11, 2, 3, ან 12-ს პირველ ქამ აუთ როლზე, მოთამაშეები მოიგებენ ან წააგებენ, მათი ფსონების შესაბამისად. თუ კამათელის გაგორებისას დაჯდება ნებისმიერი ციფრი 4-სა და 10-ს შორის (გარდა 7-სა), ეს ციფრი ხდება ათვლის წერტილი და შემდეგი გაგორების მიზანი იმავე ციფრის დასმაა. თუ ათვლის წერტილის შემდეგ მსროლელი 7-ს გააგორებს, ამას "7 აუტს" ეძახიან. შემდეგ კამათელი გადადის შემდეგი მოთამაშის ხელში. 

კრეპსს რამდენიმე გავრცელებული და ცნობილი ფსონი აქვს: Pass Line ფსონი, Don’t Pass ფსონი, Come ფსონი და Don’t Come ფსონი. Pass Line და Come Bets-ი მსროლელის თამაშის გაგრძელების მანიშნებელია, ხოლო Don't Pass და Don't Come პირიქით შეჩერების. უფრო სარისკო ფსონებია Place Bet, Buy Bet და Proposition Bet, რაც ნიშნავს სანაძლეოს გარკვეული ციფრების ამოსვლაზე დადებას. ეს რა თქმა უნდა უფრო სარისკოა თუმცა მოგება მეტია, კოეფიციენტებით 7:5 დან 30:1-მდე. 

კრეპსს გადახდების ფართო დიაპაზონი აქვს, 1:1-დან 30:1-მდე. ასევე, კაზინოს მოგებაც ფსონის შესაბამისად 1.4%-დან 11.4%-მდე მერყეობს. 

როგორ ვითამაშოთ რულეტკა

რულეტკა კიდევ ერთი ფავორიტია ორივე ტიპის კაზინოში. არსებობს რულეტკის 2 ძირითადი ვერსია: ევროპული და ამერიკული. ორივე ვერსიაში არის დიდი ბორბალი, რომელიც დაყოფილია ვიწრო სექციებად 0-დან 36-მდე. ამერიკულ ვერსიას ერთი დამატებითი -00-ს სექცია აქვს. სექციები არის წითელი და შავი, გარდა 0-იანისა, რომელიც არის მწვანე. 

რეალურ კაზინოში, მხოლოდ ერთი ადამიანი უძღვება თამაშს: კრუპიე ან დილერი, რომელიც ატრიალებს ბორბალს და ბურთს საპირისპირო მიმართულებით აგორებს. სანამ კრუპიე ბორბალს დაატრიალებს, მოთამაშეები დებენ ფსონებს, თუ სად გაჩერდება ბურთი.

არსებობს 2 ძირითადი ფსონის ტიპი - შიდა და გარეთა - მაგრამ ეს ორი დიდი კატეგორია შედგება ბევრი სუბკატეგორიისგან, ფსონების სპეციფიკური ტიპების მიხედვით. შიდა ფსონებში შედის სტრაითი, სფლითი, სთრითი, ორმაგი სთრითი, ქორნერი და ტრიო, ხოლო გარეთა ბეთებია დაბალი/მაღალი, წითლები/შავები, კენტი/ლუწი, ათეულები და სვეტები. შიდა ფსონები იდება პირდაპირ 1 ან მეტ რიცხვზე, ხოლო გარეთა ფსონები ეფუძნება კონკრეტულ ჯგუფებს.

კრეპსი vs. რულეტკა 

ახლა როდესაც ორივე თამაშის ძირითადი საწყისები იცი, შეგიძლია დეტალებშიც გაერკვე - რომელი თამაშია უკეთესი? ნათელია რომ ეს სუბიექტური კითხვაა, მაგრამ არსებობს რამდენიმე ასპექტი რომელიც უნდა გაითვალისწინოთ: კაზინოს მარჟა, გადახდები, სირთულე და თუ სად აპირებთ თამაშს (რეალურ თუ ონლაინ კაზინოში). მოდით ჩავუღრმავდეთ.

კაზინოს მარჟა: კრეპსი vs. რულეტკა

კრეპსში თანაბარი ფსონების კაზინოს მარჟა მერყეობს 1%-2%-ს შორის. რულეტკის კაზინოს მარჟა - ევროპულში 2.7%, ხოლო ამერიკულში 5.26%. კაზინოს უფრო მაღალმა მარჟამ შესაძლოა რულეტკის პოტენციურ მოთამაშეებს კრეპსის თამაშისკენ უბიძგოს. 

თუმცა, მიუხედავად იმისა რომ რულეტკის კაზინოს მარჟა უფრო მაღალია, ის ასევე უფრო სტაბილურია. კრეპსის შემთხვევაში მარჟა ფსონიდან ფსონამდე იცვლება. მოთამაშეებს, რომლებსაც უსაფრთხოდ თამაში ურჩევნიათ, შესაძლოა არჩევანი მეტად სტაბილურ თამაშზე გააკეთონ, ვიდრე იმაზე რომლის კაზინოს მარჟა მუდმივად იცვლება. 

გადახდები: კრეპსი vs. რულეტკა

ორივე, კრეპსიც და რულეტკაც გთავაზობთ მაღალ და დაბალ გადახდებს, რაც ორივეს მიმზიდველს ხდის ისეთი მოთამაშეებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა ფსონების დადება ურჩევნიათ. კრეპსში პას ლაინ ფსონებს აქვთ 1:1-ზე გადახდა, მაშინ როდესაც სხვა ფსონების გადახდის კოეფიციენტი 30:1-ზე ადის. რულეტკის გადახდებიც 1:1-დან 35:1-მდე მერყეობს. 

 სირთულე: კრეპსი vs. რულეტკა

კრეპსი ითვლება ცოტა უფრო რთულ თამაშად ვიდრე რულეტკა, რადგან ფსონები ყოველთვის კამათლის ერთი გაგორებით არ წყდება და არ სრულდება. ხოლო რულეტკაში, შენ იცი მოიგე თუ წააგე, როგორც კი ბორბალი ტრიალს გააჩერებს. ასევე, კაზინოს ცვალებადმა მარჟამ კრეპსის სხვადასხვა ფსონებზე, შესაძლოა სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ხელი შეგიშალოთ. 

ონლაინ vs. რეალური კაზინოს გამოცდილება: კრეპსი vs. რულეტკა

თქვენი უპირატესობა რომელიმე თამაშის მიმართ შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე თუ სად თამაშობთ - რეალურ თუ ონლაინ კაზინოში. როდესაც რეალურ კაზინოში თამაშობთ, კრეპსის მაგიდებთან ყოველთვის ღელვის და გაურკვევლობის სუპერ დამუხტული ატმოსფერო სუფევს, რაც შეიძლება ზოგისთვის შთამაგონებელი, ზოგისთვის კი საშიში აღმოჩნდეს. თუ თქვენ შიშს იგრძნობთ, მაშინ რულეტკა მეტად მოგეწონებათ. თუმცა თუ თქვენ გიზიდავთ ზესოციალური, ამაღელვებელი თამაშის მიმდინარეობა, კრეპსი ნამდვილად თქვენი არჩევანი იქნება. 

თუ თქვენ რომელიმე თამაშს ონლაინში თამაშობთ, მაშინ სოციალური კომპონენტი მთლიანად ამოღებულია, ამიტომ თქვენი გადაწყვეტილება სხვა ისეთ დეტალებზე იქნება დამოკიდებული, როგორიცაა კაზინოს მარჟა, შანსები და თქვენი ძირითადი მიდრეკილებები. ამ თამაშების ლაივ დილერების ვერსიები, გთავაზობენ რეალური კაზინოს გამოცდილებასთან მიახლოებულ გამოცდილებას, მაგრამ ის ფაქტი რომ სხვა მოთამაშეებთან ერთად ერთ ოთახში არ იმყოფები, შესაძლოა კრეპსის გამოცდილება ნაკლებ საშიში მაგრამ კვლავ ამაღელვებელი გახადოს. საბოლოო ჯამში არჩევანი თქვენზეა.

ფინალური ვერდიქტი: კრეპსი vs. რულეტკა

როდესაც გადაწყვეტილების დრო დგება, თუ რომელი თამაშია უკეთესი, მხოლოდ შენ შეგიძლია გასცე ამ კითხვას პასუხი. შენ შეგიძლია გაითვალისწინო კაზინოს მარჟა, გადახდის შანსები, სირთულე, ამაღელვებლობა და სხვა, მაგრამ უმეტესად შენი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება შენს ინტუიციაზე. მაგრამ დაიმახსოვრე, შენ არ გჭირდება საბოლოო არჩევანის გაკეთება - შენ შეგიძლია ითამაშო საკუთარ შეგრძნებებზე დაყრდნობით და ამგვარად ისიამოვნო ორივე თამაშის უპირატესობებით!


მნიშვნელოვანი შეტყობინება

ამ საიტის სტუმრობით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 25 წელზე მეტის და თანხმობას გვაძლევთ რომ დავაყენოთ ქუქი. ჩვენ ვიყენებთ ქუქის რათა გავაუმჯობესოთ თქვენი დათვალიერების გამოცდილება, გქონდეთ პერსონალიზებული რეკლამები ან კონტენტი, და რათა შევძლოთ ჩვენი ტრაფიკის გაანალიზება. წაიკითხეთ მეტი