Vegas Drops Roulette ევროპული რულეტკის ნაცნობ ამაღელვებლობას - სპეციალურ ბონუს ფუნქციებთან აერთიანებს, რაც მოთამაშეებს აძლევს შანსს მოიგონ ფსონზე 5000-ჯერ მეტი.
ლაივ კაზინოს თამაშების პოპულარობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მკვეთრად მოიმატა, რამაც აიგეიმინგ სექტორში ჯანსაღი კონკურენცია შექმნა, მრავალი სტუდია მუდმივად გვთავაზობს ახალ იდეებს სრულიად ახალი თამაშებისთვის და ყველა დროში საუკეთესო კლასიკური თამაშების ინოვაციურ ვერსიებს.
Stakelogic Live ერთ-ერთი ასეთი სტუდიაა რომელზეც აქ საუბარი გვექნება, კომპანიამ თავისი Vegas Drops Roulette-ით ლაივ რულეტკის სფეროში დიდი ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. თამაში მოიცავს მოთამაშეებისთვის საყვარელ ყველა კლასიკურ ელემენტს, მაგრამ ამავე დროს ჩამატებული აქვს რამდენიმე ამაღელვებელი დეტალი, რათა თქვენი გამოცდილება უფრო ჩამთრევი და ინტერაქტიული იყოს.
Stakelogic-ის ახალი თამაშს ევროპული რულეტკის სტანდარტული წესები აქვს და წარმოდგენილია 37 დანომრილი უჯრედით. თუმცა სტანდარტულ ფსონებთან ერთად, Vegas Drops Roulette გთავაზობთ დამატებით სანაძლეოს ვარიანტებს, რომლებიც დიდი მოგების პოტენციალს ზრდიან, შედეგად კი თამაშის აზარტიც მატულობს.

უფრო კონკრეტულად კი Vegas Drops Roulette-ს მოყვება Super Stake-ის ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეებს დაბუსტონ თავიანთი ფსონი 50%-ით, რაც თავის მხრივ მოგების დამატებით შესაძლებლობას იძლევა და Bonus Round/ბონუს რაუნდისთვის გამზადებთ. სწორედ ეს ფუნქცია, რომელიც Super Wheel სტუდიის Game Show-მ გაავრცელა, განასხვავებს მას ლაივ რულეტკის სხვა ვარიანტებისგან.
Vegas Drops Roulette-ის ბონუს რაუნდი იწყება მაშინ, როდესაც ბურთი ჩერდება თითოეულ სპინამდე წინასწარ შერჩეულ რიცხვზე. ბონუს რიცხვების ქვეშ გამოსახული ვარსკვლავების რაოდენობა - ასახავს თუ რამდენი ბონუს მწკრივია აქტივირებული, რაც 1x-დან 500x-მდე მომგებიან მულტიპლიკატორს ააქტიურებს.
კიდევ უფრო მეტი მღელვარებისთვის დამატებულია სპეციალური ხელახალი გაგორების სიმბოლო, რომელიც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი მოგების პოტენციალი ფსონზე 5,000ჯერ მეტის მოსაგებად.

მათთვის ვინც უმეტესად ამ დიდი მოგების შესაძლებლობითაა დაინტერესებული, Stakelogic-მა დაამატა ბონუს ბაი-ს ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეებს Vegas Drops Bonus-ზე მომენტალური წვდომის მისაღებად, უფრო დიდი ფსონი ორივე ფერზე (წითელზე და ოქროსფერზე) დადონ.
ამ უახლესი რელიზით, კომპანია ცდილობს მოთამაშეების ახალი თაობა მიიზდოს. პრესრელიზის თანახმად, რომელიც ახალი რულეტკის თამაშის გამოშვებას ახლდა, Stakelogic-ი ორიენტირებულია ისეთი შემოქმედებითი გამოცდილების შექმნაზე, რომელიც არა მხოლოდ გართობას უზრუნველყოფს, არამედ მოთამაშეებთან უფრო ღრმა დონეზე დაკავშირებასაც შეძლებს. ამის გათვალისწინებით, Vegas Drops Roulette მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი ახალი და ინოვაციური რელიზებიდან, რომლის გამოშვებასაც სტუდიისგან უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.
OnlineCasinoReports არის წამყვანი დამოუკიდებელი ონლაინ აზარტული თამაშების საიტების მიმოხილვის პროვაიდერი, სანდო ონლაინ კაზინოს მიმოხილვების, სიახლეების, გიდებისა და აზარტული თამაშების შესახებ ინფორმაციას მომწოდებელი 1997 წლიდან.
გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი
მიიღეთ სიახლეები ექსკლუზიური ბონუსებისა და სარეკლამო შეთავაზებების შესახებ.
მნიშვნელოვანი შეტყობინება
ამ საიტის სტუმრობით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 25 წელზე მეტის და თანხმობას გვაძლევთ რომ დავაყენოთ ქუქი. ჩვენ ვიყენებთ ქუქის რათა გავაუმჯობესოთ თქვენი დათვალიერების გამოცდილება, გქონდეთ პერსონალიზებული რეკლამები ან კონტენტი, და რათა შევძლოთ ჩვენი ტრაფიკის გაანალიზება. წაიკითხეთ მეტი