გაინტერესებს, რამდენად იმსახურებენ კაზინოს ბონუსები შენს ყურადღებას?


Tsisia K. - ივნისს 3, 2022

ონლაინ კაზინოს ბონუსები უამრავია. არსებობს უდეპოზიტო ბონუსები, უფასო სპინები, უფასო თამაში, ქეშბექი, მრავალ დეპოზიტიანი ბონუსები და ბევრი სხვა. არსებობს თუ არა ხერხი, რომლითაც გაიგებთთ რომელი ბონუსის არჩევა გიღირთ? რომელია ის საუკეთესო ბონუსი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს? მოდი გავიგოთ!

მოგესალმებით მოთამაშეებო! გიყვართ სპინები? გარიგებები? გათამაშება? ლატარეა? გაგორება? ბონუსები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოთამაშეებისთვის, გამოსცადონ ონლაინ კაზინოს ნამდვილი გარიგება. ეს შეთავაზებები სხვადსხვა ზომისა და სიდიდის გვხვდება, მათშორისაა უფასო სპინები, ქეშ ბონუსი, ქეშ ბექი, ფიქსირებული ბონუსები, უდეპოზიტო და მრავალ დეპოზიტიანი ბონუსები და ბევრი სხვა. თუმცა, კაზინოს ბონუსების ამხელა არჩევანით, მოთამაშეებისთვის ცოტა ბუნდოვანი და გაურკვეველი ხდება სიტუაცია. რომელი ბონუსი უნდა შეარჩიოთ? ღირს თუ არა მასზე თქვენი დროის დახარჯვა? თამაშის რა მოთხოვნები აქვს? როგორ განასხვავოთ ბონუსები ერთმანეთისგან? ყველა ეს შეკითხვა სწორი და დროულია.

რატომ არსებობენ ონლაინ კაზინოს ბონუსები?

ონლაინ კაზინოებს დაუნდობლ ინდუსტრიაში უწევთ ფუნქციონირება. მოთამაშეებისთვის შესაძლოა რთული იყოს განასხვავოს სხვადასხვა ონლაინ კაზინოები ერთმანეთისგან, რადგან ყველა ერთმანეთის მსგავსია. რა თქმა უნდა კაზინოები განსხვავდებიან სკინებით და თამაშების პროვაიდერებიც იცვლება ოპერატორების მიხედვით, მაგრამ მოთამაშეები ამას ადვილად ვერ ამჩნევენ. ონლაინ კაზინოების დიზაინი, გეგმარება, ვიზუალი და შეგრძნებები უმეტესად ერთმანეთის მსგავსია. მულტივენდორული კაზინოები უკვე არავის უკვირს; ისინი წესებს გვკარნახობენ. ოპერატორებმა რაღაცით უნდა გამოიჩინონ თავი ამ შეჯიბრში რათა გააგრძელონ ფუნქციონირება, მოიპოვონ წარმატება და მოიზიდონ მომხმარებლები. 

ეს მარკეტი მოთამაშეებს ეკუთვნის. ჩვენ გვაქვს უფლება ავარჩიოთ სად დავაბანდოთ რთულად ნაშოვნი ფული. ამიტომ როგორც წესი, ჩვენ გვინდა მაქსიმალური მოგება ვნახოთ შერჩეულ ონლაინ კაზინოებში დახარჯული ფულით. ფასეული ონლაინ კაზინოს მოსაძებნად, არც თუ ისე ცოტა ძალისხმევა დაგჭირდებათ. ონლაინ კაზინოების ბონუსები საუკეთესო ადგილია ძიების დასაწყებად. ზოგიერთი ოპერატორი თავს არ იზღუდავს სარეკლამო შეთავაზებების ფართო არჩევანში - სხვებს მათი მინიმუმამდე დაყვანა ურჩევნია. თითოეული ბონუსი უნდა შეფასდეს თვისებების მიხედვით. ამისთვის საჭიროა წვრილი შრიფტით დაწერილის - T&C-ის - ზედმიწევნით ცოდნა.

თქვენ გამოიცანით; ჩვენ შეგახედებთ კულისებს მიღმა, რათა გაიგოთ ყველაფერი რისი ცოდნაც გჭირდებათ კაზინოების ბონუსებზე. თქვენ გაიგებთ: რა არის ბონუსები, სად ვიპოვოთ ისინი, როგორ გავაკეთოთ არჩევანი და როდის გაეცალოთ, თან უმოკლეს დროში. ყველა ონლაინ კაზინოს ბონუსი არ იმსახურებს დევნას, მიუხედავად იმისა რომ ამას მარკეტინგული ბანერები და სარეკლამო მასალები გეუბნებიან. როგორც ამბობენ, ეშმაკი დეტალებში იმალებაო. ასერომ მოემზადეთ ონლაინ კაზინოს ბონუსების უპრეცედენტო გამოაშკარავებისთვის. დავიწყოთ კითხვების და პასუხების სერიებით ამ თემაზე.

ვის შეუძლია ონლაინ კაზინოს ბონუსის მოთხოვნა?

არსებობს გავრცელებული მცდარი მოსაზრება, რომ მხოლოდ ახალ მოთამაშეებს შეუძლიათ ონლაინ კაზინოს ბონუსების მოთხოვნა. ეს არ არის მართალი. მაშინ როდესაც ყველაზე პოპულარული შეთავაზებები ახალი მოთამაშეებისთვის მისასალმებელი ბონუსებია, ისინი ნამდვილად არ არიან ერთადერთი ხელმისაწვდომი სარეკლამო შეთავაზებები. ნებისმიერი ონლაინ კაზინოს შეთავაზებების გვერდის ყურადღებით დათვალიერება, სწრაფად გაპოვნინებთ ისეთ შეთავაზებებს, როგორებიცაა მრავალ დეპოზიტიანი ბონუსები, უფასო სპინები, ქეშბექი, უიქენდ ბონუსები და სხვა ლიმიტირებული შეთავაზებები. მოერიდეთ ისეთ კაზინოებს, რომლებიც არსებულ მოთამაშეებს ბონუსებს არ სთავაზობენ.

როგორ გავიგოთ რომელი ბონუსია ჩვენთვის უკეთესი?

თუ კონკრეტულმა ბონუსმა თქვენი ყურადღება მიიქცია, შესაძლოა 'მახეში' გაებით. რა იყო ეს? მარკეტინგული ხრიკი თუ კეთილსინდისიერი და თქვენთვის ხელსაყრელი შეთავაზება? შესაძლოა უფასო სპინების გულუხვი ბონუსის პერსპექტივა თქვენთვის იმიტომაა მიმზიდველი, რომ გსიამოვნებთ თქვენი ბანკროლის გაზრდა და სლოტ ავტომატების თამაში? თუ თქვენ დაბალი ბიუჯეტის მქონე მოთამაშე ხართ, შესაძლოა უკეთესი იყოს უდეპოზიტო ბონუსები მოძებნოთ. ეს შეთავაზებები საშუალებას გაძლევთ, დარეგისტრირდეთ ონლაინ კაზინოში ფულის შეტანის გარეშე და ამავე დროს ითამაშოთ ნაღდ ფულზე. უდეპოზიტო შეთავაზებები იდეალურია ონლაინ კაზინოს ახალი მოთამაშეებისთვის. 

მნიშვნელოვანი კითხვები რომლებიც უნდა დასვათ:

  • რამხელაა თქვენი გეიმინგ ბიუჯეტი?
  • რომელი ონლაინ კაზინოს თამაშები გირჩევნიათ?
  • რამდენად ხშირად გეგმავთ ონლაინ კაზინოს თამაშების თამაშს?
  • რა დონეზე გესმით კაზინოს თამაშების ტექნიკური მხარე?
  • გესმით თუ არა ბონუსების დადგენილებები და პირობები?
  • შეგიძლიათ თუ არა დააკმაყოფილოთ სანაძლეოს მოთხოვნები გარკვეულ დროში?
  • გაკმაყოფილებთ თუ არა კონკრეტული ბონუსის თამაშიდან დაბრუნებული პროცენტები?

პირველი რამდენიმე შეკითხვა საკმაოდ მარტივია. მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ოთხზე ამას ვერ ვიტყვით. ამიტომ კაზინოს ბონუსებზე ჩვენს მიერ შედგენილ გაიდს გთავაზობთ.

არის თუ არა უდეპოზიტო ბონუსი უფასო?

ძალიან ცოტა ბონუსი არის ისეთი პოპულარული, როგორც უდეპოზიტო ბონუსი (NDB). მიუხედავად იმისა რომ ის ახალი მოთამაშეებისთვის უფასოა, თქვენ ვერ გამოიტანთ მოგებულ თანხას, მანამ სანამ ყველა დადგენილებასა და პირობას არ დააკმაყოფილებთ. აგიხსინით მისი მუშაობის მექანიზმს: თქვენ რეგისტრირდებით ონლაინ კაზინოში როგორც ახალი მოთამაშე. შემდეგ ითხოვთ თქვენს კუთვნილ უდეპოზიტო ბონუსს. რის მერეც თქვენ გადმოგეცემათ 'უფასო გეიმინგ ქეში' ექსკლუზიურად მხოლოდ ბონუსის დადგენილებების და პირობების მიხედვით გამოსაყენებლად.  

თქვენ ვერ გამოიტანთ 'უდეპოზიტო ბონუსს' თანხას სანამ არ დააკმაყოფილებთ სანაძლეოს ყველა მოთხოვნას (WR). WR იგივეა რაც დადგენილებები და პირობები. ესაა სწორედ ის წვრილი შრიფტი რომელიც უნდა წაიკითხოთ. იქ თავმოყრილია NDB-ზე ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მაგალითად, უდეპოზიტო ბონუსს, როგორც წესი შეზღუდული ღირებულება აქვს, ასევე ლიმიტირებული ვალიდურობის პერიოდი და მოქმედებს თამაშების შეზღუდულ რაოდენობაზე. მაგრამ ის საშუალებას გაძლევს ითამაშო ონლაინ კაზინოს თამაშები სრულიად უფასოდ. 

გახსოვდეთ რომ ასეთ დროს ნაღდ ფულზე თამაშისას, თქვენი მოგებების ქეშაუთი მხოლოდ WR-ის დაკმაყოფილების შემდეგ შეგეძლებათ. საბოლოო ჯამში ბონუსი უფასოა, მაგრამ თქვენ უნდა გაათამაშოთ გარკვეული თანხა, მანამ სანამ დარჩენილის გამოტანას შეძლებთ. 

როგორ შევადაროთ სხვადასხვა ბონუსები?

გვახსოვდეს რომ საიდუმლო დეტალებშია. ბონუსი რომელიც ზედაპირულად შესანიშნავი ჩანს, შესაძლოა სინამდვილეში არ იყოს ასეთივე მიმზიდველი. განვიხილოთ შემდეგი ორი ბონუსი:

  • 100% ბონუსი 100$-მდე (WR 25X ბონუსზე)
  • 250% ბონუსი 1000$-მდე (WR 45X ბონუსსა და დეპოზიტზე)

ზემოთ მოყვანილ მაგალითებში, პირველი ბონუსი ნაკლებად გულუხვია. მაგალითისთვის, მოთამაშეებს შეუძლიათ მონაწილეობა მხოლოდ დოლარი დოლარში მატჩ ბონუსში  100$-მდე. მაგრამ მეორე ბონუსით, მოთამაშეებს შეუძლიათ მიიღონ 250%-იანი ბონუსი 1000$-მდე. ერთი შეხედვით, მეორე შეთავაზება უფრო მიმზიდველი ჩანს.

თუმცა, სანაძლეოს მოთხოვნების მიხედვით, სანამ ნებისმიერი მოგების გამოტანას შეძლებთ, თქვენ უნდა დადოთ ფსონად და დეპოზიტად 45 X ბონუსის ღირებულება. მაგალითად თქვენი დეპოზიტია 100$ და თქვენ მიიღეთ 250$იანი ბონუსი, თქვენ უნდა ფსონად დადოთ ჯამში 45 X 350$ = 15,750$ რათა შეძლოთ რაიმე მოგების გამოტანა.

პირველი შეთავაზება არის 100%იანი ბონუსი 100$მდე. თუმცა ის გავალდებულებთ დადოთ ფსონი 25ჯერ. რაც იმას ნიშნავს რომ თქვენი 100$იანი ბონუსი ჯამში 2500$ დაგიჯდებათ, მხოლოდ მაგის შემდეგ შეძლებთ ამ ბონუსით მიღებული ნებისმიერი მოგების გამოტანას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პირველი შეთავაზება ბევრად უფრო მისაღებია.

როგორ ავარჩიოთ ერთი ბონუსი მეორის მაგივრად მას შემდეგ რაც სანაძლეოს მოთხოვნებში გავერკვიეთ? 

მოდით გავაგრძელოთ ზემოთ ხსენებული მაგალითის განხილვა:

  • 100% ბონუსი 100$-მდე (WR 25X ბონუსზე)
  • 250% ბონუსი 1000$-მდე (WR 45X ბონუსსა და დეპოზიტზე)

ჩვენ უკვე ვიცით რომ პირველ ბონუსს აქვს სანაძლეოს 2500$იანი მოთხოვნა 100$ ფსონზე. მეორეს 15,750$იანი  მოთხოვნა 100%იან დეპოზიტზე, 250$იანი ბონუსით. თუ თქვენ ვერ დააგენერირებთ საჭირო მოგებებს, მაშინ აზრი ეკარგება გათამაშების მკაცრი მოთხოვნების შესრულებას.

თუ თქვენ ბონუსით თამაშისას მოიგებთ 1000$, შესაძლოა პირველი შეთავაზება თქვენთვის მისაღები იყოს, მაგრამ უაზრობა იქნებოდა ამ 1000$ის ფსონებად დადება 15,750$იანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რადგან დიდი ალბათობით ყველაფერს თუ არა თანხის დიდ ნაწილს წააგებთ. 

თუმცა თუ გაგიმართლათ და ბონუსით მეგა ჯეკპოტს გაარტყით, პირველი და მეორე შეთავაზებაც გაამრთლებს თქვენს იმედებსა და დახარჯულ დროს. ყველაზე კარგად ბონუსის ფასეულობაში თამაშის დროს გაერკვევით. თუ თქვენ უბრალოდ თამაში გსურთ, აზრი ეკარგება ამხელა თანხის გადაყრას ასეთი პატარა ბონუსისთვის.

დაიმახსოვრე: ამ ბონუსების სანაძლეოს მოთხოვნებში არაა მითითებული რამდენჯერ უნდა დადო ფსონი - იქ მხოლოდ ნახსენებია ბონუსი ან/და დეპოზიტის რაოდენობა.

რამდენად კარგია უფასო სპინების ბონუსები?

სლოტის მოთამაშეებს უყვართ უფასო სპინები. ვინაიდან უფასო სპინი დოლურის დასატრიალებლად გამოსაყენებელი ქეშის ექვივალენტია, აზრიანია ასეთი ტიპის ბონუსის მისაღებად დარეგისტრირდეთ. მაგრამ მას მინუსიც აქვს: უფასო სპინების ბონუსები დაბალი ღირებულების შეთავაზებებია, რომლებიც შეზღუდულია ზომასა და მოცულობაში. თუ თქვენ სლოტების თამაშისას, ერთ სპინზე 5$ დებთ, არ გქონდეთ იმედი მსგავსი ღირებულების უფასო სპინის მიღების. როგორც წესი უფასო სპინების ღირებულება შეადგენს $0.25/€0.25/£0.25 ან ნაკლებს. ამიტომ 100 უფასო სპინიც ვერ დააგროვებს დიდ მოგებას, რადგან თითოეულის ღირებულება ძალიან დაბალია. ამასთანავე თქვენ მოგიწევთ სანაძლეოს მოთხოვნების 35 X/40 X/45 X დაკმაყოფილება, რათა შეძლოთ თქვენი მოგებების გამოტანა. მაგრამ ეს შეთავაზებები უფასოა და დაბალი ღირებულება ამარტივებს გათამაშების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შეამცირეთ მოლოდინები და დატკბით ბონუსით.

როგორ გავლენას ახდენს კაზინოს მარჟა ბონუსებზე?

კაზინოს ბონუსი კარგი იდეაა, როდესაც არ გსურთ წინასწარ ფულის დადება მაგრამ ამავე დროს გინდათ ნაღდ ფულზე თამაში. თქვენ ვალდებული იქნებით ფულის გამოტანამდე შეასრულოთ სანაძლეოს მოთხოვნები. ასევე არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი რომელიც უნდა გაითვალისწინოთ - ის ცნობილია როგორც კაზინოს მარჟა. ეს არის ფაქტიურად კაზინოს უპირატესობა მოთამაშეზე. ეს გამოიხატება პროცენტულობაში, როგორც წესი 0.5%-ია ისეთი თამაშებისთვის როგორებიცაა ბლექჯეკი და 10%+ სლოტებისთვის.

თუ თქვენ თამაშობთ 1000$-ით და ბლექჯეკის მარჟა არის 2%, უნდა გქონდეთ იმის მოლოდინი რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში უნაკლო ბლექჯეკ სტრატეგიის გამოყენების მიუხედავად, ყოველ 1000$ზე 20$ წააგებთ. თუ სლოტებისთვის მარჟა 5%ს შეადგენს, იცოდეთ რომ ყოველ 1000$-ზე 50$-ს დაკარგავთ, თუმცა ნებისმიერ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს გამონაკლისის სახით.

კაზინოს მარჟა იმის გარანტიაა რომ კაზინო ყოველთვის გაჯობებთ, თქვენი ბონუსის მიუხედავად. თუმცა თუ ონლაინ კაზინოს ბონუსს მიიღებთ, უკეთესია ისეთი თამაშები შეარჩიოთ, რომლებსაც კაზინოს დაბალი მარჟა აქვთ, რათა მოგების მეტი შანსი გქონდეთ და სანაძლეოს მოთხოვნები უფრო სწრაფად და სარფიანად შეასრულოთ.

რას არის ბონუსებში თამაშის წვლილის პროცენტულობა და რატომ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება?

თითოეულ ბონუსს ან შეთავაზებას აქვს იმ თამაშების სია, რომლების თამაშის დროსაც შესრულდება სანაძლეოს მოთხოვნები. შეამჩნევდით რომ თითქმის ყოველთვის, ვიდეო სლოტებში 100% მიდის სანაძლეო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი  დადებული ყოველი $/£/€ ემსახურება ბონუსის მოთხოვნებს. ამგვარად, 25 X WR-ი 100$იან ბონუსზე, გავალდებულებთ 2500$-ის გადახდას ვიდეო სლოტ თამაშებში. ამის შემდეგ, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მოგებების გამოტანა. 

 თუმცა, ბლექჯეკში მხოლოდ 10% მიდის სანაძლეოს დასაფარად. ეს მთლიანად ცვლის სიტუაციას. 10%-იანი სანაძლეო მოთხოვნა ნიშნავს, რომ სლოტებთან  შედარებით, ბლექჯეკის თამაშისას თქვენ დაგჭირდებათ 10-ჯერ უფრო მეტი ფსონის დადება. ამის შემდეგ,  100%-იანი ბონუსი 100 დოლარამდე 25 X WR-ით ნაკლებად მიმზიდველი ხდება. 2500$ სანაძლეოს მაგივრად, მოგიწევთ 25,000$ დახარჯვა, რადგან ბლექჯეკს აქვს ოსტატობის ელემენტი და მარჟაც გაცილებით დაბალია.

 ქეშბექ ბონუსები კარგი იდეაა?

ქეშბექთან ერთად, მოთამაშეებს შეუძლიათ ისიამოვნონ თამაშით უფასო ქეშზე. ქეშბექის მოთხოვნისთვის დეპოზიტი არ გჭირდებათ, ასევე ბონუსს ან არ აქვს სანაძლეოს მოთხოვნები, ან ძალიან შეზღუდულია. ყოველ ჯერზე როდესაც ონლაინ კაზინოს თამაშს ნაღდ ფულზე თამაშობ, გარკვეული პროცენტი შენი ფსონებიდან ქეშბექად გიბრუნდება. ზოგიერთ ონლაინ კაზინოში, ქეშბექის პროცენტი 25%-ს აღწევს. თუმცა, შესალოა გადააწყდეთ 45 X გათამაშების მოთხოვნას ქეშბექ ბონუსზე - ასეთ შემთხვევაში, მოერიდეთ მათ. 

რა ნაკლოვანებები აქვთ ონლაინ კაზინოს ბონუსებს?

ჩვენ გვესმის რომ ერთდროულად ძალიან რთულია ამდენის დამახსოვრება. ყველა მათემატიკოსი ან წესების მზუთხველი ვერ იქნება. მაგრამ მნიშვნელოვანია გავიგოთ და წარმოდგენა გვქონდეს რაში ვებმევით, რომ შემდგომში მოგებების გამოტანისას, არ შეგექმნათ პრობლემები. ვერ დაიჯერებთ, მაგრამ ფულის გამოტანის საჩივრების უმეტესობა მოდის იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც WR-ს ვერ აკმაყოფილებენ. არადა როგორი მარტივია. თქვენ ვერ გამოიტანთ მოგებებს ონლაინ კაზინოს ბონუსიდან, თუ არ დააკმაყოფილებთ გათამაშების ყველა მოთხოვნას.

ახლა კი მოდით უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ზოგიერთი გასათვალისწინებელი საკითხი

  • ბევრი კაზინოს ბონუსი არის ერთჯერადი შეთავაზება - მისასალმებელი ბონუსის შეთავაზება მხოლოდ ერთხელ ხდება.
  • კაზინოს ბონუსები შესაძლოა ურთიერთგამომრიცხავი იყოს - თუ ერთს აარჩევ შესაძლოა სხვა ვეღარ გამოიყენო.
  • უფასო სპინების ბონუსები როგორც წესი სხვადასხვა სლოტებში ამოდის, მაგრამ შესაძლოა მხოლოდ ერთ სლოტის ავტომატში ამოვიდეს.
  • ბონუსების და სარეკლამო შეთავაზებების მოთხოვნები ხშირად სავსეა დეტალებით, იურიდიული ტერმინებითა და ჟარგონებით - ძნელია გაარკვიო რისი გაკეთება გჭირდება მათ შესასრულებლად. 
  • რაც უფრო მაღალია მოთხოვნები, მით უფრო ნაკლები შანსი გაქვს მოგებები სარფიანად გამოიტანო. 
  • კაზინოს ბონუსების უმრავლესობა მოთამაშეებისგან მოითხოვს დეპოზიტზე თანხის შეტანას, მოგებების გამოტანამდე - კიდევ ერთი ხრიკი.
  • არ უნდა ენდოთ ულიცენზიო ონლაინ კაზინოების ბონუსებს - მოერიდეთ მათ.
  • მისასალმებელი ბონუსის სანაძლეოს მოთხოვნა უცვლელად 35 X-ია.

ჩემი პროფესიული ხედვა ონლაინ კაზინოს ბონუსებზე

ეს ეკონომიკის ლექციებზე დიდი ხნის წინ ვისწავლე - 'არ არსებობს უფასო ლანჩი' - მაგრამ სწორად შერჩეული ბონუსით, თქვენ შეგიძლიათ უფასო ლანჩს მაქსიმალურად მიუახლოვდეთ. თქვენ უნდა იცოდეთ როგორ დაიყვანოთ მინიმუმამდე ფსონზე დადებული თანხა, ბონუსის მოთხოვნების შესასრულებლად. უდეპოზიტო ბონუსებს, ფიქსირებული ბონუსებს, უფასო თამაშს და უფასო სპინებს ეჭვგარეშე თავიანითი უპირატესობები აქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალებია - პატარა შრიფტი. დაუთმე დრო და გაეცანი თითოეული შეთავაზების დადგენილებებსა და პირობებს. მეტი თავდაჯერებულობისთვის, გაიარეთ კონსულტაცია მომხმარებელთა მხარდაჭერასთან!

 


მნიშვნელოვანი შეტყობინება

ამ საიტის სტუმრობით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 25 წელზე მეტის და თანხმობას გვაძლევთ რომ დავაყენოთ ქუქი. ჩვენ ვიყენებთ ქუქის რათა გავაუმჯობესოთ თქვენი დათვალიერების გამოცდილება, გქონდეთ პერსონალიზებული რეკლამები ან კონტენტი, და რათა შევძლოთ ჩვენი ტრაფიკის გაანალიზება. წაიკითხეთ მეტი