შედეგების ჩვენება: -სთვის
Microgaming-ის პოპულარული Mega Moolah-ს სლოტი კვლავ გვაოცებს, ერთმა იღბლიანმა მოთამაშემ უზარმაზარი პროგრესული ჯეკპოტი 3,947,030 ევრო მოიგო. ეს უკვე მეათე 7-ციფრიანი გაცემული მოგებაა რომელიც Microgaming-ის თამაშების პროგრესულმა სერიამ გასცა და ამჯერად დიდი ჯეკპოტი Mega Moolah Goddess-ის ანგარიშზეა. Mega Moolah Goddess-ი ერთ-ერთი ორიგინალური და პოპულარული ჯეკპოტ სერიების Mega Moolah Isis-ის განახლებული ვერსიაა. ბოლო წლებია Microgaming-მა და მისმა პარტნიორმა სტუდიებმა, კიდევ რამდენიმე თამაში შემატეს ჯეკპოტების ქსელს, რითიც მეტი არჩევანი შემოგვთავაზეს თემების და თამაშის პროცესის მხრივ. ყოველწლიურად მილიონობით ჯეკპოტი თამაშდება უკანასკნელმა ჯეკპოტმა 3,9 მილიონი ევროს ოდენობით, ეგვიპტური თემატიკის სლოტის ყველაზე დიდი მოგება შეადგინა, თუმცა წლების განმავლობაში Mega Moolah-მ ბევრი მოთამაშე მილიონერი გახადა. თამაშის პირველი ვერსია გახლავთ გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალური რეკორდსმენი, ყველაზე დიდი ონლაინ სლოტის მოგების გაცემისთვის, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. იღბლიანმა მოთამაშემ მოიგო მასიური მეგა ჯეკპოტი - £13.2 მილიონი. დღევანდელი მონაცემებით საერთო ჯამში Mega Moolah-ს ქსელმა €1.5 მილიარდზე მეტი ჯეკპოტი გასცა, 22 მილიონი ინდივიდუალური გადახდით. ეს შთმაბეჭდავი რეკორდია, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს Microgaming-ის პოზიციას ონლაინ გეიმბლინგის სამყაროში. Mega Moolah - პროგრესული სლოტების სინონიმი Microgaming-ის პოპულარული სლოტ სერიები ერთადერთი არ არის. NetEnt-ს, კიდევ ერთ ძირითად გეიმინგ სტუდიოს, თავისი პროგრესული ქსელი აქვს, ასევე ბევრი სხვა პროვაიდერიც გვთავაზობს მიმზიდველ პროგრესულ ჯეკპოტებს. თუმცა წლებთან ერთად, Mega Moolah გახდა ასეთი ტიპის თამაშების სინონიმი. კომპანიამ გამოიყენა საკუთარი ბრენდი და ბაზრის ცოდნა ქსელის გასაზრდელად, ახალი რელიზების ხარჯზე, რომლებიც მათმა პარტნიორებმა შეიმუშავეს. მაშინ როდესაც თამაშები გვთავაზობენ ყველანაირი სახის სხვადასხვა თემებსა და სპეციალურ ფუნქციებს, ერთი რაც მათ ყველას აერთიანებს არის ქსელური ჯეკპოტი, რომელიც იზრდება თითოეულ სპინთან ერთად, ქსელის ნებისმიერ სლოტზე, ათასობით კაზინოში, რომლებიც Mega Moolah-ს თამაშებს გვთავაზობენ. როგორც კი ჯეკპოტის ფუნქცია გააქტიურდება, მოთამაშეები ჯეკპოტ ბორბალზე გადაინაცვლებენ, სადაც მათ შანსი ეძლევათ მოიგონ ოთხი პროგრესულიდან ერთ-ერთი: Mini, Minor, Major და Mega. ჯეკპოტის ბორბალი შემთხვევითობის პრინციპით მუშაობს და მიუხედავად შედეგისა თქვენ მაინც მოგებული რჩებით. ყველა ეს ფაქტორი დაეხმარა Mega Moolah-ს ყველაზე პოპულარული არჩევანი გამხდარიყო, მათთვის ვინც დიდ მოგებებს ეძებს სლოტების თამაშისას. ყოველ წელს მინიმუმ რამდენიმე დიდი გამარჯვებულია, რომლებსაც უშუალოდ Microgaming-ი უხდის, რაც უპრობლემო ფეიაუთების გარანტიას იძლევა.
Pragmatic Play-მ 2021 წელს ფანებს გასართობად უამრავი სლოტი წარმოგვიდგინა. პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა ათობით თამაში გამოუშვა გასულ წელს და გეგმავს ამ ტემპის შენარჩუნებას როგორც 2022-ში, ასევე მომდევნო წლებშიც. ამ დროისთვის, ვინც მათ მიერ გამოშვებული სლოტებით კმაყოფილია, აუცილებლად უნდა გამოსცადოს Magician’s Secrets-ი. ამ სრულებით ახალ თამაშს უნიკალური თემა და შთამბეჭდავი თამაშის მექანიკა აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ მოგების 4096 ხერხზე. ყველაფერი ეს სერიოზული მიზეზია იმისთვის რომ შანსი მისცეთ ამ სლოტს და დაატრიალოთ მისი დოლურები. დაიწყეთ ახალი წელი ჯადოსნური სლოტით Pragmatic Play-მ დრო უქმად არ დაკარგა და 2022 წლის პირველი თამაში 7 იანვარს გამოუშვა. მოთამაშეები დაპატიჟებულნი არიან Magician’s Secrets™ -ის დოლურების დასატრიალებლად, რომლებსაც მოგების 4096 გზა და რამდენიმე საოცარი ფუნქცია აქვთ. თვალწარმტაცი ვიზუალური ეფექტები პოტენციურ მოთამაშეებს იზიდავს, ხოლო თამაშის სოლიდური მექანიკა მეტის სურვილს აღძრავს. ვეტერან მოთამაშეებს შეუყვარდებათ მზარდი ვაილდსის ფუნქცია, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით ირთვება და ფსონზე მოგებებს 10-ჯერ ზრდის. ვაილდ სიმბოლოები თავის ფუნქციას ასრულებენ, დოლურებზე სხვა ელემენტების ჩანაცვლებით და მომგებიანი კომბინაციების შექმნით. რაც შეეხება გაფანტვის სიმბოლოს, ის მოქმედებს როგორც ბონუს რაუნდში გამყვანი თუ მოთამაშეები დოლურებზე მინიმუმ სამის პოვნას შეძლებენ. ყველაზე მაგარი კი ის არის რომ Magician’s Secrets™-ს ერთი კი არა, არამედ ორი ბონუს რაუნდი აქვს, ამგვარად მოთამაშეებს მოგების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ. მოთამაშეებს რომლებიც ექვს პრემიუმ სიმბოლოს აღმოაჩენენ, შეუძლიათ ფსონზე 100ჯერ მეტი თანხის მოგება, Magician’s Wild-ი ამ მომგებიანი კომბინაციების შედგენაში დაგეხმარებათ. მზარდი ვაილდსის ბონუს რაუნდი მაპუსიხმგებელია 10 უფასო სპინის შექმნაზე, რომელთა ხელახლა გააქტიურებაც შესაძლებელია. უფასო სპინების განმავლობაში, მოთამაშეები სარგებლობენ მულტიპლიკატორით, რომელიც იზრდება ყოველ ახალ რაუნდთან ერთად. ეს ყველაფერი ხსნის გზას დიდი მოგებებისკენ და ხდის ამ ფუნქციას თამაშის ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ ნაწილად. აქვე უნდა აღინიშნოს რომ სთიქი ვაილდს ბონუს რაუნდიც შესანიშნავია, რადგან მოთამაშეებს რვა უფასო სპინით აჯილდოებს. როდესაც მოთამაშეები შეავსებენ დოლურას წინასწარ შერჩეული სთიქი ვაილდს სიმბოლოებით, დამატებით სამ სპინს მიიღებენ. Pragmatic Play-ს სლოტების კოლექციამ 200 თამაშს გადააჭარბა Magician’s Secrets™-ი ყველაზე ახალი და ყველაზე ამაღელვებელი სლოტია ამ დეველოპერისგან. მათი თამაშების ჩამონათვალი უკვე შთამბეჭდავია, ვინაიდან მოთამაშეებს 200-ზე მეტი თამაშის გამოცდა შეუძლიათ. Crystal Caverns Megaways™, Smugglers Cove™ და Christmas Big Bass Bonanza™ მათი ჯილდოების მფლობელი თამაშების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. მათმა ბიზნეს განვითარების დირექტორმა, იოსი ბარზელიმ, განაცხადა რომ ეს მხოლოდ პატარა მინიშნებაა იმის, რაც 2022 წელს გველოდება. მომდევნო 12 თვის განმავლობაში, გამოშვებული იქნება ამავე კალიბრის კიდევ უფრო მეტი თამაში.
კრეპსი და რულეტკა პოპულარული თამაშებია როგორც ჩვეულებრივ ისე ონლაინ კაზინოებში. სწორედ ამიტომ მათ ხშირად ადარებენ ერთმანეთს. გეიმბლინგში ახალი მოთამაშეები ხშირად კითხულობენ, რომელია უკეთესი თამაში კრეპსი თუ რულეტკა? რომელს აქვს ნაკლები მარჟა, რომელია უფრო მარტივი და რომელია მეტად სახალისო? მაშინ როდესაც ამ შეკითხვებს კონკრეტული პასუხი არ აქვს, ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია გარკვეული ინფორმაცია და ფიქრის მასალა მოგაწოდოთ, რათა დაგეხმაროთ იმის გარკვევაში თუ რომელი თამაშია თქვენი ყურადღების ღირსი. მზად ხართ? დავიწყოთ - გაეცანით სრულ გზამკვლევს კრეპსის და რულეტკის შესახებ. თამაშის წესები სანამ თითოეული თამაშის მინუსებსა და პლუსებზე გადავალთ, საფუძვლებით დავიწყოთ. როგორ უნდა ითამაშოთ კრეპსი და როგორ უნდა ითამაშოთ რულეტკა? ქვემოთ თქვენ ისწავლით თითოეული თამაშის ძირითად მიზნებსა და წესებს. რის შემდეგაც მიხვდებით ამათგან რომელია თქვენთვის უფრო მისაღები. როგორ ვითამაშოთ კრეპსი კრეპსი საკმაოდ მარტივი მაგრამ ამავე დროს ჩამთრევი და მომხიბვლელია. რეალურ კაზინოებში ხშირად შეხვდებით ხალხმრავლობასა და აურზაურს კრეპსის მაგიდებთან, რასაც აღელვებით სავსე კამათლის გაგორებები და ნერვიული მოლოდინი ემატება. ჩვეულებრივ კაზინოებში კრეპსის მაგიდებთან კაზინოს 4 თანამშრომელია განლაგებული (ონალინ კაზინოს შემთხვევაში ყველაფერი ავტომატიზირებულია). კაზინოს სტაფი მოიცავს ბოქსმენს, კრუპიეს და 2 დილერს. ბოქსმენი მაგიდას მეთვალყურეობს, კრუპიეს გრძელი ჯოხი უჭირავს, რომლითაც ის მაგიდის გარშემო კამათელს აადგილებს, ხოლო დილერები მაგიდის სხვადასხვა მხარეს დგანან, რათა მოთამაშეებს ფსონების დადების დროს ფიშკები გადააწოდონ. პირველ გაგორებას “come-out roll”-ს ეძახიან. თუ გამგორებელი დასვამს 7, 11, 2, 3, ან 12-ს პირველ ქამ აუთ როლზე, მოთამაშეები მოიგებენ ან წააგებენ, მათი ფსონების შესაბამისად. თუ კამათელის გაგორებისას დაჯდება ნებისმიერი ციფრი 4-სა და 10-ს შორის (გარდა 7-სა), ეს ციფრი ხდება ათვლის წერტილი და შემდეგი გაგორების მიზანი იმავე ციფრის დასმაა. თუ ათვლის წერტილის შემდეგ მსროლელი 7-ს გააგორებს, ამას "7 აუტს" ეძახიან. შემდეგ კამათელი გადადის შემდეგი მოთამაშის ხელში. კრეპსს რამდენიმე გავრცელებული და ცნობილი ფსონი აქვს: Pass Line ფსონი, Don’t Pass ფსონი, Come ფსონი და Don’t Come ფსონი. Pass Line და Come Bets-ი მსროლელის თამაშის გაგრძელების მანიშნებელია, ხოლო Don't Pass და Don't Come პირიქით შეჩერების. უფრო სარისკო ფსონებია Place Bet, Buy Bet და Proposition Bet, რაც ნიშნავს სანაძლეოს გარკვეული ციფრების ამოსვლაზე დადებას. ეს რა თქმა უნდა უფრო სარისკოა თუმცა მოგება მეტია, კოეფიციენტებით 7:5 დან 30:1-მდე. კრეპსს გადახდების ფართო დიაპაზონი აქვს, 1:1-დან 30:1-მდე. ასევე, კაზინოს მოგებაც ფსონის შესაბამისად 1.4%-დან 11.4%-მდე მერყეობს. როგორ ვითამაშოთ რულეტკა რულეტკა კიდევ ერთი ფავორიტია ორივე ტიპის კაზინოში. არსებობს რულეტკის 2 ძირითადი ვერსია: ევროპული და ამერიკული. ორივე ვერსიაში არის დიდი ბორბალი, რომელიც დაყოფილია ვიწრო სექციებად 0-დან 36-მდე. ამერიკულ ვერსიას ერთი დამატებითი -00-ს სექცია აქვს. სექციები არის წითელი და შავი, გარდა 0-იანისა, რომელიც არის მწვანე. რეალურ კაზინოში, მხოლოდ ერთი ადამიანი უძღვება თამაშს: კრუპიე ან დილერი, რომელიც ატრიალებს ბორბალს და ბურთს საპირისპირო მიმართულებით აგორებს. სანამ კრუპიე ბორბალს დაატრიალებს, მოთამაშეები დებენ ფსონებს, თუ სად გაჩერდება ბურთი. არსებობს 2 ძირითადი ფსონის ტიპი - შიდა და გარეთა - მაგრამ ეს ორი დიდი კატეგორია შედგება ბევრი სუბკატეგორიისგან, ფსონების სპეციფიკური ტიპების მიხედვით. შიდა ფსონებში შედის სტრაითი, სფლითი, სთრითი, ორმაგი სთრითი, ქორნერი და ტრიო, ხოლო გარეთა ბეთებია დაბალი/მაღალი, წითლები/შავები, კენტი/ლუწი, ათეულები და სვეტები. შიდა ფსონები იდება პირდაპირ 1 ან მეტ რიცხვზე, ხოლო გარეთა ფსონები ეფუძნება კონკრეტულ ჯგუფებს. კრეპსი vs. რულეტკა ახლა როდესაც ორივე თამაშის ძირითადი საწყისები იცი, შეგიძლია დეტალებშიც გაერკვე - რომელი თამაშია უკეთესი? ნათელია რომ ეს სუბიექტური კითხვაა, მაგრამ არსებობს რამდენიმე ასპექტი რომელიც უნდა გაითვალისწინოთ: კაზინოს მარჟა, გადახდები, სირთულე და თუ სად აპირებთ თამაშს (რეალურ თუ ონლაინ კაზინოში). მოდით ჩავუღრმავდეთ. კაზინოს მარჟა: კრეპსი vs. რულეტკა კრეპსში თანაბარი ფსონების კაზინოს მარჟა მერყეობს 1%-2%-ს შორის. რულეტკის კაზინოს მარჟა - ევროპულში 2.7%, ხოლო ამერიკულში 5.26%. კაზინოს უფრო მაღალმა მარჟამ შესაძლოა რულეტკის პოტენციურ მოთამაშეებს კრეპსის თამაშისკენ უბიძგოს. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ რულეტკის კაზინოს მარჟა უფრო მაღალია, ის ასევე უფრო სტაბილურია. კრეპსის შემთხვევაში მარჟა ფსონიდან ფსონამდე იცვლება. მოთამაშეებს, რომლებსაც უსაფრთხოდ თამაში ურჩევნიათ, შესაძლოა არჩევანი მეტად სტაბილურ თამაშზე გააკეთონ, ვიდრე იმაზე რომლის კაზინოს მარჟა მუდმივად იცვლება. გადახდები: კრეპსი vs. რულეტკა ორივე, კრეპსიც და რულეტკაც გთავაზობთ მაღალ და დაბალ გადახდებს, რაც ორივეს მიმზიდველს ხდის ისეთი მოთამაშეებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა ფსონების დადება ურჩევნიათ. კრეპსში პას ლაინ ფსონებს აქვთ 1:1-ზე გადახდა, მაშინ როდესაც სხვა ფსონების გადახდის კოეფიციენტი 30:1-ზე ადის. რულეტკის გადახდებიც 1:1-დან 35:1-მდე მერყეობს. სირთულე: კრეპსი vs. რულეტკა კრეპსი ითვლება ცოტა უფრო რთულ თამაშად ვიდრე რულეტკა, რადგან ფსონები ყოველთვის კამათლის ერთი გაგორებით არ წყდება და არ სრულდება. ხოლო რულეტკაში, შენ იცი მოიგე თუ წააგე, როგორც კი ბორბალი ტრიალს გააჩერებს. ასევე, კაზინოს ცვალებადმა მარჟამ კრეპსის სხვადასხვა ფსონებზე, შესაძლოა სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ხელი შეგიშალოთ. ონლაინ vs. რეალური კაზინოს გამოცდილება: კრეპსი vs. რულეტკა თქვენი უპირატესობა რომელიმე თამაშის მიმართ შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე თუ სად თამაშობთ - რეალურ თუ ონლაინ კაზინოში. როდესაც რეალურ კაზინოში თამაშობთ, კრეპსის მაგიდებთან ყოველთვის ღელვის და გაურკვევლობის სუპერ დამუხტული ატმოსფერო სუფევს, რაც შეიძლება ზოგისთვის შთამაგონებელი, ზოგისთვის კი საშიში აღმოჩნდეს. თუ თქვენ შიშს იგრძნობთ, მაშინ რულეტკა მეტად მოგეწონებათ. თუმცა თუ თქვენ გიზიდავთ ზესოციალური, ამაღელვებელი თამაშის მიმდინარეობა, კრეპსი ნამდვილად თქვენი არჩევანი იქნება. თუ თქვენ რომელიმე თამაშს ონლაინში თამაშობთ, მაშინ სოციალური კომპონენტი მთლიანად ამოღებულია, ამიტომ თქვენი გადაწყვეტილება სხვა ისეთ დეტალებზე იქნება დამოკიდებული, როგორიცაა კაზინოს მარჟა, შანსები და თქვენი ძირითადი მიდრეკილებები. ამ თამაშების ლაივ დილერების ვერსიები, გთავაზობენ რეალური კაზინოს გამოცდილებასთან მიახლოებულ გამოცდილებას, მაგრამ ის ფაქტი რომ სხვა მოთამაშეებთან ერთად ერთ ოთახში არ იმყოფები, შესაძლოა კრეპსის გამოცდილება ნაკლებ საშიში მაგრამ კვლავ ამაღელვებელი გახადოს. საბოლოო ჯამში არჩევანი თქვენზეა. ფინალური ვერდიქტი: კრეპსი vs. რულეტკა როდესაც გადაწყვეტილების დრო დგება, თუ რომელი თამაშია უკეთესი, მხოლოდ შენ შეგიძლია გასცე ამ კითხვას პასუხი. შენ შეგიძლია გაითვალისწინო კაზინოს მარჟა, გადახდის შანსები, სირთულე, ამაღელვებლობა და სხვა, მაგრამ უმეტესად შენი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება შენს ინტუიციაზე. მაგრამ დაიმახსოვრე, შენ არ გჭირდება საბოლოო არჩევანის გაკეთება - შენ შეგიძლია ითამაშო საკუთარ შეგრძნებებზე დაყრდნობით და ამგვარად ისიამოვნო ორივე თამაშის უპირატესობებით!
სლოტების პოპულარობის კიდევ ერთი მიზეზი ისაა რომ ხალხს ჰგონია რომ მას სტრატეტიგია არ აქვს. ბლექჯეკისგან და ქრეფსისგან განსხვავებით, სლოტის თამაშისას დებ ფსონს და შენი მოგება შემთხვევითი ციფრების გენერატორზე ხდება დამოკიდებული.რა უნდა იყოს ამაზე მარტივი? მაგრამ გამოცდილმა და ჭკვიანმა მოთამაშეებმა იციან რომ ყველა სლოტი ერთნაირი არ არის და მათი სტრატეგიის ცოდნამ შეიძლება აამაღლოს თქვენი მოგების ალბათობა. თუ ქვემოთ მოყვანილ რჩევებს გაითვალისწინებ, შენი შანსები საგრძნობლად გაიზრდება და ამით საკუთარ თავს საშუალებას მისცემ სლოტების თამაში დიდი მოგებებით დაასრულო! შეარჩიე სლოტები სწორად როდესაც ამბობენ რომ ყველა სლოტი ერთნაირი პრინციპით არაა შექმნილი, სწორედ ამას გულისხმობენ. ეს იმიტომ რომ სხვადასხვა სლოტს განსხვავებული RTP (დახაჯული თანხის დაბრუნების კოეფიციენტი) აქვს, რაც თქვენი დადებული ფსონის საშუალო პროცენტია, რომელიც თამაშის სესიის დროს გიბრუნდებათ. მაგალითად: სლოტი რომელის RTP 98.1%-ია, ნიშნავს იმას რომ ყოველ დახარჯულ 100$-ზე 98.10 დოლარი დაგიბრუნდებათ უკან. რეალური კაზინოები, როგორებიც ლას ვეგასშია, საკმაოდ ძუნწები არიან დაბალი კონკურენციის გამო. სამაგიეროდ ონლაინ სლოტები კარგ RTP-ს გვთავაზობენ, რადგან არჩევანი ბევრად უფრო მრავალფეროვანია. სწორედ ამიტომ არასდროს ითამაშო ისეთი სლოტები, რომლებსაც RTP 95%-ზე დაბალი აქვთ - მიზეზი მარტივია - უბრალოდ უკეთესი შეთავაზებები ბევრად მეტია. არსებობს ისეთი სლოტებიც, რომელთა RTP 99%-ი ან უფრო მაღალია, ამიტომ ღირს მეტი დრო დახარჯოთ საჭირო და სასურველის საპოვნელად. ისეთ ონლაინ სლოტებს როგორებიცაა Mega Joker და Ooh Ah Dracula - ორივეს RTP 99 პროცენტია და ეს მათი პოპულარულობის ერთ-ერთი მიზეზია. სლოტების ბიუჯეტი როდესაც ნებისმიერი სახის ჯეკპოტიან სლოტს თამაშობთ, როგორც წესი ის გათვლილია იმაზე რომ თქვენ რაც შეიძლება მეტ ხაზზე ითამაშებთ. ეს არამარტო მოგების მეტ შანსს გაძლევთ, არამედ ასევე ნიშნავს იმას რომ როდესაც მოიგებთ, ხაზები რომლებზეც თამაშობთ საშუალებას მოგცემენ ქეშინი პირდაპირ სლოტიდან გააკეთოთ. გახსსოვდეთ, რომ RTP-ს კოეფიციენტი გულისხმობს იმას რომ თქვენ სლოტის დოლურების დასატრიალებლად, სპინის ღილაკის ყოველ დაჭერაზე ხაზების მაქსიმალურ რაოდენობას ათამაშებთ. თუ რამდენიმე ხაზს გამოტოვებთ, ამით რამდენიმე ცენტის ეკონომიის გამო შესაძლოა დიდი მოგება დაკარგოთ. სწორედ ამიტომ ყოველთვის კარგი აზრია წინასწარ დაგეგმოთ ბიუჯეტი იმ სლოტისთვის, რომლის თამაშსაც აპირებთ. სანამ თამაშის დასაწყებად მოკალათდებით, შეისწავლეთ თამაშის სტრატეგია, რათა იცოდეთ თუ რამდენი ხაზის გამოყენება გჭირდებათ, რაიმე ბონუსის მისაღებად. თუ თქვენს მიერ შერჩეული ბონუსი 25 ხაზის ჩართვას საჭიროებს, მოგიწევთ თქვენი ბიუჯეტი შესაბამის თანხას დაამთხვიოთ ან სხვა თამაში მოძებნოთ. ამდენი ხელმისაწვდომი სლოტით, ყოველთვის შეგიძლია იპოვო ისეთი რომელიც შენს ბიუჯეტს მოერგება და იქნება იმის გარანტია რომ არც ერთ ბონუსს არ გამოტოვებ, რომელიც ასე გჭირდება შენი ბანკროლის ეკონომიისთვის! შეისწავლე გადახდების ცხრილები ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ სლოტები ხშირად აბნევენ ახალ მოთამაშეებს ისაა, რომ არ იწუხებენ თავს იმის შემოწმებით, თუ რომელი სიმბოლოა მომგებიანი და რომელი არა. ნებისმიერ კარგ სლოტს შედგენილი აქვს გადახდების ცხრილი, რომელიც დაგეხმარებათ ზუსტად გაიგოთ თუ რომელი სიმბოლო გჭირდებათ მოსაგებად და თუ რამდენს მოიგებთ კონკრეტულ ხაზზე. გადახდების ცხრილების დახმარებით ასევე გაიგებთ თუ როგორ მუშაობენ საფსონე ხაზები, როგორც წესი ყოველ ჯერზე როდესაც ფსონს დებთ, 25 პოტენციური მოგების ხაზი გაქვთ. გადახდების ცხრილების შესწავლით ასევე გაიგებთ, უნდა გაგიხარდეთ თუ არა პირველი სამი დოლურის საჭირო ადგილზე გაჩერება. როდესაც იცი რისი გაკეთებაა საჭირო მოსაგებად, ეს უკვე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მოგების შანსების გასაზრდელად. ითამაშე ის რაც გეკომფორტულება უპირველეს ყოვლისა სლოტები გასართობი საშუალებაა. ფული შეიძლება მოიგოთ, ან წააგოთ, მაგრამ ყოველთვის უნდა ერთობოდეთ ონლაინ სლოტის თამაშისას და არასდროს დადოთ ისეთი თანხა რომლის წაგების საშუალებაც არ გაქვთ. ყველაზე გასათვალისწინებელი წესია: როდესაც ნებისმიერი სლოტის სათამაშოდ ემზადები ჩათვალე რომ იმ დღის ბანკროლზე დარიცხული თანხა უკვე აღარ გაქვს. ამგვარად, ნაკლები შანსია იმისა რომ წაგებებს გაეკიდებით და თავს კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩაიგდებთ. ასევე მოძებნეთ ისეთი სლოტები, რომლების თამაშიც თქვენთვის უფრო საინტერესო და სახალისოა. თუ თამაშს წაგებით დაასრულებთ, აღიქვით ეს როგორც ერთ საათიან გასართობ საშუალებაზე დახარჯული რამდენიმე დოლარი. ონლაინ სლოტები გასართობი საშუალებაა და არა ფულის შოვნის გზა. არ არსებობს უშეცდომო სტრატეგია გახსოვდეს, რომ ეს ონლაინ აზარტული თამაშებია და მაშინ როდესაც სლოტების სტრატეგია გეხმარება მაქსიმალურად გაზარდო წარმატების შანსები, ონლაინ სლოტები კვლავ ის თამაშია რომელსაც კაზინოს მარჟა აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ თამაშის დროს უმეტესად წააგებთ. მაღალი RTP დაგეხმარებათ შეამციროთ დანაკარგები და მეტ-ნაკლებად შეინარჩუნოთ თქვენი ბანკროლი, მაგრამ ეს იქნება საშუალო უგარანტიო ციფრი. ამიტომ სლოტების თამაშის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, ყოველთვის ითამაშოთ პასუხისმგებლიანად და მხოლოდ იმხელა ფსონები დადოთ, რომელთა წაგების საშუალებაც გაქვთ და არ დაგაზარალებთ. როდესაც ბიუჯეტს ითვალისწინებ, იყენებ იმას რაც იცი და იკვლევ იმას რაც ჯერ კიდევ არ იცი, საშუალება გექნება მაგრად გაერთო ზოგიერთი პოპულარული ინტერნეტ სლოტით და გააუმჯობესო შენი შანსები!
ონლაინ სლოტები სახალისო სათამაშოა, რადგან თამაშის მიმდინარეობა მარტივია, დამოკიდებულია მხოლოდ იღბალზე და არ საჭიროებს გამოცდილების ქონას. თუ ამ ჟანრის თამაშებში ახალბედა ხარ, დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე წესი უნდა იცოდე. ეს ხუთი ძირითადი წესი, დაგეხმარება ბოლომდე ისიამოვნო კაზინოს არსენალში არსებული, ყველაზე შესანიშნავი თამაშების დოლურების დატრიალებით. 1.შეარჩიე სლოტი რომლის ვიზუალიც და დასახელებაც ერთნაირად მიმზიდველია სლოტების დოლურების დატრიალებისას, ყველაზე მნიშვნელოვანია, ისიამოვნო თითოეული მომენტით, რომელსაც თამაშში გაატარებ. ამის მისაღწევად კი უნდა გამოსცადო რამდენიმე თამაში და შეარჩიო ის რომელის ვიზუალიც და ხმოვანი გაფორმებაც გსიამოვნებს. წამყვან პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერებს შესანიშნავი თამაშები აქვთ წარმოდგენილი, ორიგინალური თემებითა და ხმოვანი ეფექტებით. თუ სათამაშოდ რომელიმე მათგანს შეარჩევ, შენი გეიმინგ სესიები ძალიან სასიამოვნო იქნება თამაშის შედეგების მიუხედავად. 2. ყურადღება მიაქციე ვოლატურობას და ქეშბექის კოეფიციენტს მთავარი მიზანი თამაშისგან სიამოვნების მიღებაა, მაგრამ ამავდროულად საკუთარ თავს წარმატების შანსიც უნდა მისცე. ამის მისაღწევად რეკომენდირებულია, იპოვოთ ისეთი თამაშები, რომლებსაც ქეშბექის ყველაზე მაღალი პროცენტი აქვს. ეს ინფორმაცია განთავსებულია დოლურების გვერდით, გაითვალისწინეთ რომ პროცენტულობა 93%-ს უნდა აღემატებოდეს. ვოლატურობა ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს რამდენად ხშირად დაჯდება მომგებიანი კომბინაცია. 3. ყურადღება მიაქციეთ პროგრესულ ჯეკპოტ სლოტებს ყველაზე დიდ შესაძლო მოგებებს გვთავაზობენ სლოტები, რომლებსაც პროგრესული ჯეკპოტები აქვთ. როგორც წესი ისინი გაერთიანებულნი არიან სხვა კაზინოებთან ერთ ქსელში და თანხის რაოდენობა იზრდება, მანამ სანამ ვინმე მომგებიან კომბინაციას არ დასვამს. ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, რადგან შანსები ცალკეული მოთამაშეების წინააღმდეგ მუშაობს, მაგრამ სწორედ ამიტომ პროგრესულმა ჯეკპოტ სლოტებმა ამდენი რეკორდი მოხსნეს. 4. დაიწყეთ დაბალი ფსონებით სლოტების თამაშის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი არის ბანკროლის სწორი მართვა. დაადგინეთ გეიმბლინგის მკაცრი ბიუჯეტი და შესაბამისად შეარჩიეთ ფსონები, ისე რომ ფსონი მხოლოდ მცირე პროცენტი იყოს იმ თანხისა რისი დახარჯვაც შეგიძლიათ. მთავარი არსი იმაში მდგომარეობს რომ ზედმეტი ხარჯვების გამო არ დავრჩეთ უფულოდ. ცვალე შენი ფსონები იმის მიხედვით თუ რამდენით იზრდება ან მცირდება შენი ბანკროლი. 5. გამოსცადე თამაშების დემო ვერსიები ქვემოთ მოყვანილ პარაგრაფში ჩვენ შვიდ ყველაზე პოპულარულ ონლაინ სლოტზე ვისაუბრებთ, რომლებიც არასდროს გიმტყუვნებენ. თუმცა, სანამ რეალურ ფსონებზე გადახვალთ, სასურველია თითოეული თამაში ჯერ დემო ვერსიაში გამოსცადოთ.ყველა წამყვანი კაზინო საშუალებას იძლევა მოთამაშეებმა სლოტები უფასოდ, ვირტუალური ვალუტის გამოყენებით გამოსცადონ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და გაიგეთ მეტი თამაშის მექანიკაზე, მიმდინარეობასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე. ტოპ 7 ყველაზე პოპულარული ონლაინ სლოტი ონლაინ კაზინოებში სლოტების განსაკუთრებული მრავალფეროვნებაა და მათი მიმწოდებლები ყველაზე წამყვანი დეველოპერები არიან. მათი უმრავლესობა განხილვას იმსახურებს, თუმცა თუ არ გინდათ იმედები გაგიცრუვდეთ, ეს 7 სლოტი თქვენი სიის დასაწყისში უნდა მოხვდეს: Dead or Alive NetEnt-ის ერთ-ერთი კლასიკად ქცეული სლოტი, უკვე ათ წელზე მეტია არსებობს. მისი მატრიცა 5×3-ზეა 9 ფეილაინით და მაქსიმალური მოგებით, რომელიც ინვესტიციებს 10,000-ჯერ აღემატება. ფსონები შესაძლოა იყოს როგორც 10 ცენტი, ასევე 20 დოლარი, ამიტომ ახალბედა და გამოცდილ მოთამაშეებს, მანევრირების უამრავი შესაძლებლობა აქვთ. თამაშის თემატიკა შთაგონებულია ველური დასავლეთით, სიმბოლოები კი რომლებიც დოლურებს სწრაფად ავსებენ, მაშინვე ქმნიან საჭირო ატმოსფეროს. სტანდარტული თამაშის განმავლობაში, ყველაზე დიდი მოგებები შერიფის სამკერდე ნიშანს მოაქვს, ხოლო სკატერს სიმბოლოებს კი მოგებების 2500-ჯერ გაზრდა შეუძლიათ. “Wanted" პოსტერი - ამ სლოტის ვაილდ სიმბოლოა და ხშირად ჩნდება უფასო სპინების დროს. Starburst XXXtream 2013 წელს გამოსული ლეგენდარული სლოტებით შთაგონებული, Starburst XXXtream-ი შესანიშნავად გადმოსცემს ორიგინალი სლოტის არსს. კლასიკური თემა შენარჩუნდა, მაგრამ ბევრად უფრო კარგად გამოიყურება წინ წასული ტექნოლოგიების დამსახურებით, თამაშს ახლა ცხრა ფიქსირებული ფეილაინი აქვს. ფსონების ლიმიტები სრულებით გონივრულია, მოთამაშეებს შეუძლიათ მინიმუმ 0.10$ის ან მაქსიმუმ 50$-ის დადება. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი XXXtreme Spins-ის ფსონებიდან ერთ-ერთი. პირველი Starburst Wild-ი უდრის ათჯერად ფსონს, ხოლო მეორე ფსონის 95x-ზე ნამრავლს, თითოეულ სპინზე გარანტირებული ორი Starburst Wilds სიმბოლოთი. თამაშის RTP კოეფიციენტი 96%-ია, ხოლო მულტიპლიკატორებით შეგიძლიათ მოგებების 150-ჯერ გაზრდა. Knight Rider NetEnt-ს ბევრი თამაში აქვს, რომლებიც ჰოლივუდური ბლოკბასტერებითა და სერიალებითაა შთაგონებული, მაგრამ ცოტა თუ გაუტოლდება Knight Rider-ს. სლოტი დევიდ ჰასელჰოფის მონაწილეობით 80-იანი წლების სერიალის მიმართ პატივისცემის გამოხატვის ნიმუშია და ყურადღებას იქცევს ნაცნობი გამოსახულებებითა და შესანიშნავი საუნდტრეკით. თამაშს აქვს 5 დოლურა და მაღალი ვოლატურობის 26 ფეილაინი, რაც იმას ნიშნავს რომ მომგებიანი კომბინაციები ნაკლებად ხშირად ჯდება, თუმცა მოგების შემთხვევაში თანხა უფრო მაღალია. მინიმალური ფსონი 0.20$-ია, მაქსიმალური კი 40$ თითოეულ სპინზე და თამაშის ქეშბექი 96.07%-ია. ვაილდ სიმბოლოებს შეუძლიათ ნებისმიერი სხვა სიმბოლოს ჩანაცვლება და მოგებების ოთხჯერ გაზრდა. სლოტს ასევე უფასო სპინებიც აქვს და ლაზერული ვაილდს ფუნქციები მოძრავი მულტიპლიკატორების სახით. Silverback Gold ეს უკანასკნელი NetEnt-ის უახლესი სლოტია, რომელიც 2021 წლის მეორე ნახევარში გამოვიდა და უკვე წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა. მისი ქეშბექის საშუალო კოეფიციენტი 96.10%-ია და ასევე მას მაღალი ვოლატურობაც აქვს, რაც იმას ნისნავს რომ ის მეტად უფრო გამოცდილ - ვეტერან მოთამაშეებს შეეფერება. თამაშის მოგების მაქსიმალური პოტენციალი დადებული ფსონის 45,000-ზე ნამრავლია. როგორც სახელიდან მიხვდებოდით, თამაშის თემატიკა სილვერბექ გორილას გარშემო ტრიალებს, თამაში შედგება 5 დოლურისაგან და 4 რიგისაგან. ჯამში 1024 ფეილაინია, ხოლო კომბინაციის დასმის საშუალო სიხშირე 36%-ია. სილვერბექის თავდასხმის ფუნქცია, შემთხვევითობის პრინციპით ააქტიურებს მოგებების ბუსტერს, ხოლო სამი სკატერსის სიმბოლო კი ბონუს თამაშის მაუწყებელია. Mega Moolah Microgaming-ის ყველაზე მთავარი პროგრესული ჯეკპოტ თამაშია Mega Moolah, რომელმაც ყველაზე დიდი მოგებები მოუტანა მოთამაშეებს წლების განმავლობაში. ამ სლოტს ოთხი სხვადასხვა ჯეკპოტი აქვს, მოთამაშეებს ნებისმიერი მათგანის მოგება შეუძლიათ, რაც დადებულ ფსონებზეა დამოკიდებული. თემატიკაც განსხვავებულია, მოთამაშეებს ეპატიჟებიან აფრიკის დაბლობების შესასწავლად, რაც მხიარულ საფარის მოგაგონებთ. თამაში ძალიან დიდი ხნის წინ გამოვიდა, მაგრამ ის დღემდე ახერხებს მოთამაშეების გაოცებას თავისი 5 დოლურით, სამი რიგით და 25 ფეილაინით. 88.12% არ არის შესაშური კოეფიციენტი, თუმცა თამაშს დაბალი ვოლატურობა აქვს. ჯეკპოტის გარდა, მოთამაშეებს 1800xჯერ გაზრდილი ფსონის მოგების შანსი აქვთ, ხოლო ყველაზე დაბალი ფსონი 6.25$-ია. Major Millions Major Millions-ი Microgaming-ის მეორე, პროგრესულ ჯეკპოტიანი, პოპულარული სლოტია. ის ცნობილია როგორც კლასიკური თამაში, ხუთი დოლურით, სამი რიგით და ჯამში 15 ფეილაინით. 2009 წლის შემდეგ, როდესაც ის გამოვიდა, მან ბევრი მოთამაშე მილიონერი გახადა და დღემდე უზრუნველყოფს სტაბილურ მოგებებს თავისი სტანდარტული თამაშის მიმდინარეობით. Wild სიმბოლოები პასუხისმგებელნი არიან ყველა სხვა ნიშნის ჩანაცვლებაზე, გარდა სკატერისა, რათა წარმოქმნან მომგებიანი კომბინაციები და გაასამმაგონ მოგება. სიმბოლოები შეხამებულია სამხედრო თემასთან, ხოლო Major Millions-ის თამაშის ლოგო გამოყენებულია ვაილდ სიმბოლოდ. ამ დაბალი ვოლატურობის მქონე სლოტში რომლის RTP 89.41%-ია, ჯეკპოტის მოსაგებად სულ ცოტა ხუთი ვაილდ სიმბოლო უნდა გქონდეთ მე15 ფეილაინზე. Rock Vegas ჩვენი ტოპ ყველაზე პოპულარული ონლაინ სლოტების შვიდეულის სიაში PragmaticPlay-ის ერთი თამაში შევიყვანეთ. Rock Vegas-ს აქვს სტანდარტული წყობა, 20 ფეილაინითა, დოლურებით 5x3-ზე და საშუალოზე მაღალი 96.64%-იანი ქეშბექით. ამ სლოტს მაღალი ვოლატურობა აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ მომგებიანი კომბინაციები უფრო იშვიათია მაგრამ ჯამური მოგება საშუალოზე მაღალია. თქვენ შეგიძლიათ მაქსიმუმ მოიგოთ ფსონზე 10,000-ჯერ მეტი, ხოლო Mega Hold & Spin-ის ფუნქციის ჩართვისას კი 500-ჯერ მეტი. ამ ფუნქციის ასამუშავებლად საჭიროა სამი სკატერსის სიმბოლო, რაც სპეციალურ მინი თამაშს ჩართავს, რომელსაც დოლურების 10x10-ზე წყობა აქვს და + Mystery Multipliers-ები. მინიმალური ბეთი 0.20$ ხოლო მაქსიმალური 100$-ია, ასერომ ეს სლოტი მოეწონებათ როგორც დამწყებებს ასევე ვეტერან მოთამაშეებსაც.
კაზინოს მოთამაშეების ტრენდებმა დრამატული ცვლილებები განიცადეს ბოლო რამდენიმე წელიწადში. ონლაინ კაზინოები გლობალურად ახლახანს 100 მილიარდ დოლარად შეფასდა, საშუალო წლიური 9.9%-იანი ზრდით. კაზინოების ქეშბექ ბონუსები დიდი სტიმულია ახალი მომხმარებლებისთვის ონლაინ დასარეგისტრირებლად. და მაინც თუკი ამ საკითხით ახლახანს დაინტერესდი, შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა - რას ნიშნავს კაზინოს ბონუსები? ერთი შეხედვით ყველა საიტი სხვადასხვა კაზინოს ბონუს პაკეტებს გთავაზობს. ამიტომ თუ ფიქსირებულ სადეპოზიტე ბონუსში გარკვევა გადაწყვიტე, საამისოდ სწორ ადგილას ხარ. წაიკითხე ეს გზამკვლევი, რათა გაერკვე კაზინოს მისასალმებელ და ფიქსირებულ ბონუსებში. ფიქსირებული სადეპოზიტე ბონუსების ახსნა თქვენ ალბათ გინახავთ საქველმოქმედო ღონისძიებები, სადაც ორგანიზატორი თქვენს შემოწირულობას აფიქსირებს. ონლაინ კაზინოები იმავე მეთოდს იყენებენ თქვენი პირველი დეპოზიტის დასაფიქსირებლად. თუმცა, თითოეული კაზინო განსხვავდება სადეპოზიტე პროცენტის რაოდენობით, რომელსაც თქვენთვის დააფიქსირებს. მაგალითისთვის, კაზინოს ბონუს პაკეტი შესაძლოა მოიცავდეს დეოზიტზე 500$-მდე შეტანილი თანხის ფიქსირებულ 50%-ს. ამგვარად, როდესაც ამ რაოდენობის თანხას შეიტანთ თქვენს პირველ დეპოზიტზე, ანგარიშზე 750$ დაგიფიქსირდებათ. რა თქმა უნდა ფიქსირებულ ბონუსს თავისი სანაძლეო მოთხოვნებიც აქვს, რომელთა შესრულებამდეც ფულს ვერ გაანაღდებ. როგორია ონლაინ კაზინოებში ბონუსების განაღდების წესები? როგორც წესი, ონლაინ კაზინოები ბონუსების სიდიდეზე ლიმიტს აწესებენ. იმავე მაგალითის გათვალისწინებით, თუ თქვენ დეპოზიტზე 1000$ შეიტანეთ, თქვენ მხოლოდ პირველი 500 დოლარის 50%-ს მიიღებთ. ამგვარად თქვენი ბანკროლი, ათას დოლარიან დეპოზიტზე, 1250$ გახდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კაზინოს მისასალმებელი ბონუს შეთავაზება არის უდეპოზიტო თამაში. აქ თქვენ იპოვით რამდენიმე კაზინოს საიტს, სადაც საკუთარი ფინანსების დაკარგვის გარეშე, უდეპოზიტოდ მიღებული თანხით შეგიძლიათ ითამაშოთ. უდეპოზიტო ბონუსის კიდევ ერთი სახეობა, სლოტ თამაშებზე უფასო სპინებია. ბევრი კაზინო ამ შეთავაზებებს სანაძლეოს მოთხოვნებსაც უთავსებს, რომელთა შესრულების შემდეგ შეძლებთ ქეშაუთს. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კაზინოს ბონუს შეთავაზების გათამაშებამდე, დადგენილებები და პირობები წაიკითხოთ. ონლაინ კაზინოები ბონუს შეთავაზებებს, თქვენი თამაშში უფრო დიდი ხნით ჩასათრევად ქმნიან. ყველა საიტს თავისი გაიდლაინები აქვს ბონუსის გადათამაშებისთვის, სანამ ფულის გამოტანის საშუალებას მოგცემენ. მაგალითად, თუ 20$-იანი ბონუსი ხუთი გათამაშების მოთხოვნით მიიღეთ, ფულის გამოტანამდე თქვენ ჯამში 100$-ის სანაძლეოს დადება მოგიწევთ. ფიქსირებული ბონუსების სახეობები ონლაინ კაზინოები, თითოეულ ბონუს პაკეტს მომხმარებლების ლოიალურობის გასაზრდელად ქმნიან. პირველი დეპოზიტებისთვის ფიქსირებული ბონუსები, ახალ მოთამაშეებს კაზინოს თამაშების მოსასინჯად იზიდავენ. ამის შემდეგ, სხვადასხვა ონლაინ კაზინოს აქვს სპეციალური შეთავაზებები, რომლებიც განკუთვნილია მოთამაშეების ონლაინ სისტემაში რაც შეიძლება დიდი ხნით დასატოვებლად. კაზინოს ბონუსი - High Roller-ი როგორც სახელიდან მიხვდებოდით, ამ ტიპის ბონუსი ეძლევა მხოლოდ იმ მოთამაშეებს, რომლებიც საშუალოზე მეტ თანხას ხარჯავენ. ხშირად, 1000$-იან დეპოზიტებზე კაზინოები 50%-მდე ფიქსირებულ ბონუს იძლევიან. ზოგიერთი ონლაინ კაზინო, მაღალი ფსონების მოყვარულებს VIP სტატუსს ანიჭებს. მაგრამ პრინციპი ისეთივეა როგორც ჰაი როლერის შემთხვევაში. უფასო სპინები ხშირად გადააწყდებით ისეთ კაზინოსაც, რომელიც უდეპოზიტოდ თამაშის შანსს გაძლევთ. უფასო სპინები კონკრეტული სლოტების თამაშისას გენიჭებათ, რომელთა თამაშიც უნდა გააგრძელოთ მანამ სანამ ქეშ აუთის უფლება არ გექნებათ. განახლებადი ბონუსები რა თქმა უნდა კაზინოების ბიზნესი ფულად მოგებაზეა მომართული. მაგრამ როდესაც მოთამაშეები თავიანთ ბანკროლს აგებენ და კარგავენ, განახლებადი (რელოად) ბონუსები მათ კვლავ თამაშში ჩაბმის სურვილს უჩენენ. 100%-იანი ფიქსირებული ბონუსი, მომხმარებლების დაბრუნების გარანტიაა. მრავალჯერადი დეპოზიტები ამ სახის ბონუსით, მოთამაშეები საგრძნობ სტიმულს იღებენ. ონლაინ კაზინო აფიქსირებს თანმიმდევრულ, სამ ან ოთხ სადეპოზიტე შენატანს და თამაშის გაგრძელებას. ამგვარად თუ თქვენ პირველადი დეპოზიტის შემდეგ მიყოლებით გააგრძელებთ დეპოზიტზე თანხის შეტანასა და თამაშს, კიდევ ერთ ფიქსირებულ ბონუსს მიიღებთ. როგორ მივიღოთ ფიქსირებული კაზინოს ბონუსი მნიშვნელოვანია გაეცნოთ ბონუსების დადგენილებებსა და პირობებს სანამ სათამაშოდ დარეგისტრირდებით. თითოეულ კაზინოს თავისი უნიკალური ფიქსირებული ბონუსების სანაძლეო მოთხოვნები აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანია იპოვოთ კაზინო, რომელიც ყველაზე კარგად ერგება თქვენს სურვილებს . მიუხედავად იმისა რომ ერთი შეხედვით ზოგიერთი ფიქსირებული ბონუსი შეიძლება შესანიშნავ შესაძლებლობად მოგეჩვენოთ, თითოეული მათგანი განსხვავებულია. გადაამოწმე აკრძალვები ისეთი ტიპის თამაშებზე, რომლების თამაშიც მიღებული ბონუსით შეგეძლებათ. რეგისტრაციისას აუცილებლად წაიკითხეთ ბონუსის განაღდების ხერხებზე. კაზინოსგან ბონუს შეთავაზებებს ექაუნთის დარეგისტრირებისთანავე მიიღებთ. ასევე მნიშვნელოვნია შეამოწმოთ თქვენთვის საინტერესო ონლაინ კაზინოების სერტიფიცირება და ლიცენზიები. ამ ბიზნესში დიდი კონკურენციაა. თუმცა საუკეთესო ონლაინ კაზინოები წინასწარვე გვამცნობენ საკუთარი უსაფრთხოების ისტორიის და აკრედიტაციის შესახებ. ონლაინ კაზინოს შერჩევა როდესაც იცი ონლაინ კაზინოების ბონუსების ქეშაუთის წესები, უკვე შეგიძლია გააზრებული არჩევანის გაკეთება. აწონ-დაწონეთ განსხვავებები ბონუს პაკეტების კრიტიკულ ფაქტორებს შორის. თქვენ შეიძლება იპოვოთ კაზინო უფრო ნაკლები სათამაშო შეზღუდვით. მაგრამ საამისოდ შეიძლება მეტი თანხის ჩარიცხვა დაგჭირდეთ. თქვენს მიერ შეტანილი თანხების ტიპი - ვალუტა შესაძლოა ზოგიერთ ონლაინ კაზინოში თქვენს სასარგებლოდ მუშაობდეს. უფასო სპინები ახალ მოთამაშეებს, მეტი ბონუსის მიღების საშუალებას ზლევს. თუმცა მათემატიკურად უფასო სპინებით შესაძლოა პოტენციური ბონუსების რაოდენობა შემცირდეს. მაგრამ ასევე ამ კომბინაციით შეიძლება მეტი სათამაშო დრო მიიღოთ. ნებისმიერ შემთხვევაში შეიზლება მოგეჩვენოთ რომ სათამაშოდ უფასო ფული გეძლევათ. მაგრამ გახსოვდეთ რომ ონლაინ კაზინოებმა ფიქსირებული და ქეშბექ ბონუსები გარკვეული მიზეზით შექმნეს. რაც მეტს ითამაშებთ, მით უფრო მეტ მოგებას მიიღებს კაზინო. გაერთე შენი მისასალმებელი ბონუსით როგორც კი კაზინოს ფიქსირებულ ბონუსებს გაუგებ, შეგიძლია უკეთესად წარმართო თამაში. შემოთავაზებული ბონუსის მიღების შემდეგ დარჩით რეალისტებად და დატკბით გამოცდილებით. მოლოდინები კაზინოს ფსონებისგან მაქსიმუმის მიღების მნიშვნელოვანი ნაწილია. გახსოვდეთ რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა, კარგი რეპუტაციის მქონე ონლაინ კაზინოს პოვნას აქვს. ონლაინ პატივცემული კაზინოების დიდ არჩევანს გადააწყდებით. თუ მათზე მეტი ინფორმაციის გაგება გსურთ, გაეცანით ჩვენს სიას სადაც ყველა საუკეთესო ონლაინ კაზინოა თავმოყრილი.
ტოპ პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერების ეს ინოვაციური ონლაინ კაზინოს თამაშები, თქვენს ფსონებს ახალ დონეზე გადაიყვანენ. დროა გამოსცადოთ შესანიშნავი დიზაინი, გენიალური მექანიკა და აიგეიმინგ თავგადასავლები რათა ეს აპრილი დიდხანს დაგამახსოვრდეთ. ტოპ ტრენდული სპინერების მიმოხილვაში, აღმოაჩენთ უახლეს სლოტ თამაშებს ყველაზე ნიჭიერი გეიმინგ სტუდიებისგან, როგორებიცაა Elysium Studios-ი, Play'n GO და სხვები. აქ ასევე ნახავთ ამაღელვებელ სამაგიდო თამაშს YG Masters-ის ნეთვორქისაგან და Evolution-ის ლაივ ბაკარას - ახალი გამოშვების რევოლუციური ფუნქციით. Def Leppard: Hysteria Play'n GO-სგან ჩვენი სლოტების ეკრანებზე Play'n GO-ს ლეგენდარული როკერების წარმოდგენა გადმოაქვს. Def Leppard: Hysteria-ს ონლაინ სლოტი 80-იანი წლების საკულტო ბენდის წარმოდგენითაა შთაგონებული. ფეილაინები: კლასტერული გადახდები ვოლატურობა: საშუალო მაქს. მოგება: ფსონი x10,000 RTP: 96.27% გააჯაზეთ ამ გამაოგნებელი სლოტის თამაშისას, რომელიც თავზე დაგაყრით მოგებებს. ფონად კი Def Leppard-ის მუსიკა თქვენს ნოსტალგიურ განწყობას შეუწყობს ხელს. ასოები - S.U.G.A.R. დოლურებზე შემთხვევით პოზიციებზე ჩნდებიან ხოლო კლასტერული მოგებები რომლებიც ამ ასოებს ერთ დატრალებაზე მოიცავენ, უფასო სპინების ბონუსს ააქტიურებენ. რეტრო ესთეტიკა, შემთხვევითი Wild აჩეხვები და ტრანსფორმირებადი სიმბოლოები, განუმეორებელ გართობას უზრუნველყოფენ. High5Games-ის Hootie's Fortune კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯადოსნურ ტყეში, სადაც High5Games-ი თავის უახლეს ფენტეზი სლოტს წარმოგვიდგენს. Hooties Fortune არის ვიზუალური დღესასწაული, ჭრელი ფერებით და მკვეთრი ანიმაციით. ფეილაინები: 20 ვოლატურობა: საშუალო მაქს. მოგება: ფსონი x6,240 RTP: 96% სანამ ''ჰუთი''(Hootie) თამაშს უძღვება, მოთამაშეებმა უნდა შეაგროვონ გემრიელი კენკრა, რათა შეავსონ პროგრესული მულტიპლიკატორებით ჯემის ქილები. ოქროს საცავში გროვდება ოქროს კვერცხები, რათა გაიზარდოს უფასო სპინების მულტიპლიკატორები მათთვის ვინც საკმარისად იღბლიანი აღმოჩნდება და გაიგებს თუ რა მოაქვს ცილინდრიან სკატერსს. მეგობრული ბუ და მისი დახვეწილი გარემოცვა კი პერიოდულად მომგებიან ბუმბულს აგდებს, რაც კიდევ უფრო მეტ მიზეზს გაძლევთ დაატრიალოთ ამ ამაღელვებელი ფენტეზი სლოტ თამაშის დოლურა. Fantasma Games-ის Alice in Adventureland-ი Fantasma Games-ი წარმოგიდგენთ შეცვლილ ლუის კეროლის კლასიკას სლოტის სახით. თავისი უცნაური და თვალწარმტაცი ექსპედიციებით ცნობილი ელისი, ამჯერად ონლაინ სლოტში-Alice in Adventureland-ში სხვადასხვა დანიშნულებამდე გაგვიძღვება. ფეილაინები: 20 ვოლატურობა: საშუალოდან მაღალამდე მაქს. მოგება: ფსონი x10,000 RTP: 96.26% თვალწარმტაცი იასამნისფერი სამყარო გესალმებათ მოთამაშეებს ისე როგორც ელისს შეეფერება, ეს არის სრულიად სხვანაირი თავგადასავალი. Rocketkats-ი ააქტიურებს ფუნქციას, რომლის დროსაც ბრჭყვიალა თვალებიანი ოქროს კატები მარცხნივ ხტებიან და Wilds-ების კვალს ტოვებენ. ფრი სპინის თამაშის დროს, მიმოფანტული გულები ბონუსების მრიცხველს ავსებენ, სადაც მთავარი პრიზი - ერთი Adventure Spin-ია, რომელიც სავსეა Rocketkats-ებით, რომლებსაც თავისმხრივ სიმბოლოების მულტიპლიკატორებად გარდაქმნა შეუძლიათ, სადაც თითოეული თქვენ ფსონს 9ჯერ გაზრდის. iSoftbet-ის Plunderin’ Pirates Hold & Win-ი iSoftbet-ი ამშვენებს ჩვენს ეკრანებს, ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინ ნამუშევრით - უახლესი ვიდეო სლოტით - Plunderin' Pirates Hold & Win-ით. ეს ბუტლეგერი მეზღვაურები წააწყდნენ უზარმაზარ ნადავლს და იღბლიან მოთამაშეებს შეუძლიათ მისი წილი მოიპოვონ. ფეილაინები: 20 ვოლატურობა: საშუალო მაქს. მოგება: ფსონი x880 RTP: 96% ბრაზიანი კაპიტანი დოლურებთან ელოდება საუკეთესო მომენტს, ხაზებზე რამდენიმე ფეთქებადი მოდიფიკატორის დასამატებლად. მისი ბომბები ხაზებზე აჩენენ ვაილდსებს, შემთხვევით სიმბოლოებს და ოქროს მონეტებს, Hold & Win-ის ბონუს თამაშისთვის თქვენი შანსების გასაზრდელად. Plunderin' Respins-ი არის მოგებების სერიის მთავარი ფუნქცია და ბონუს თამაშის განმავლობაში Booty Boosters-ი ჩნდება ფერადი მონეტების სახით, რაც ზრდის მოგებებს და თამაშის დრაივს. Yggdrasil-ის Roulette Evolution VIP-ი ახალთ-ახალი სამაგიდო თამაში YG Masters-ის ჯგუფისგან, საშუალებას აძლევს მოთამაშეებს ითამაშონ რულეტკა მობილური მოწყობილობებიდან. Roulette Evolution VIP-ი არის ტრადიციული ფრანგული რულეტკა Darwin-გან, მიმზიდველი დაბალი 2.7%-იანი კაზინოს მარჟით. ვოლატურობა: დაბალი მაქს. მოგება: ფსონი x996 RTP: 97.30% მობილურზე მორგებული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა უპრობლემოდ ითამაშოთ ვერტიკალურ რეჟიმში, რაც შესაძლებელს ხდის რულეტკის დატრიალებას ნებისმიერ დროს და ადგილას. ისიამოვნეთ 3D რულეტკის ბორბლის სიმულაციის გამაოგნებელი გრაფიკით და შემატეთ თქვენს ონლაინ გეიმბლინგის რეჟიმს ცოტაოდენი დახვეწილობა. შთამბეჭდავი ევროპული კაზინოს გარემო და ფრანგული რულეტკის ფსონების ნაირსახეობა ხელმისაწვდომს ხდის ამ ონლაინ სამაგიდო თამაშს, ნებისმიერი გამოცდილების მქონე მოთამაშისთვის. Evolution-ის Peek Baccarat Live-ი Evolution-ის ინოვაციური გუნდი, უახლეს ონლაინ კაზინო თამაშში მოთამაშეებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს. Peek Baccarat-ში მოთამაშეებს შეუძლიათ ფსონის შეცვლა თამაშის მიმდინარეობისას კარტის ნახვის შემდეგ. მაქს. მოგება: ფსონი x8 RTP: 97.85% ფსონის შეცვლა თამაშის მიმდინარეობისას მოთამაშეებს საწყისი ფსონის 20%-ს აკარგვინებს. ჩამთრევ ოქროსფერ და მწვანე ლაივ სტრიმის გარემოში იგივე წესები დაგხვდებათ რაც სტანდარტული ბაკარას თამაშისას გხვდებათ. თუმცა დამატებით მოთამაშეებს შეუძლიათ საწყისი ფსონის გაორმაგება ან გასამმაგება, მას შემდეგ რაც დარიგებულ პირველ ოთხ კარტს ნახავენ. გამოსცადეთ ამაღელვებელი სიახლე ამ კლასიკურ ბანქოს თამაშში. Elysium Studios-ის Spirit Hunters-ი თუ თქვენ ეძებთ გრაფიკულად მიმზიდველ ონლაინ სლოტს, Elysium Studios-ს იდეალური შემოთავაზება აქვს თქვენთვის. სამხრეთის მითოლოგიით შთაგონებული ეს შესანიშნავი კაზინოს თამაში, Spirit-Hunters სლოტის მეომრებით დაიპყრობს თქვენს ფანტაზიას და გაგიძღვებათ ბრწყინვალე თამაშის პროცესისაკენ. ფეილაინები: 20 ვოლატურობა: საშუალო მაქს. მოგება: ფსონი x2,500 RTP: 96% მიმზიდველი მიმდინარეობა და ანიმაციური დიზაინი, Spirit-Hunters-ის ონლაინ სლოტს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ხელმისაწვდომ სლოტად ხდის. ოთხი გმირი ებრძვის დემონებს და როდესაც სამი იმარჯვებს, ჩნდება სკატერსის სიმბოლოები და მოთამაშეები ახალ განზომილებაში გადაყავს. დაწყობილი სიმბოლოები, უფასო სპინების გამომწვევი გრაგნილები და ინტერაქციული ბონუს თამაში, ამ სლოტს ნებისმიერი მოთამაშის სურვილების სიაში აჩენს. ისიამოვნე აპრილის ამ ახალი კაზინოს თამაშების შესწავლით და ყურადღებით იყავი სიახლეები სულ მალე კიდევ გელოდება.
ონლაინ კაზინოებში თამაში კარგი გართობის საშუალებაა, თუმცა გართობა შეიძლება მოულოდნელად დასრულდეს თუ გააცნობიერებ რომ შენს მიერ შერჩეული კაზინო არალეგალურია. როგორ შეუძლიათ ქართველ მოთამაშეებს გაარჩიონ რომელი კაზინოებია უსაფრთხო და რომელი პირიქით, საფრთხის შემცველი? აქ ჩამოგითვლით ათ წესს რომელიც უნდა გაითვალისწინოთ სანდო ონლაინ კაზინოს ძებნისას. 1. ლიცენზია ჩვენ გირჩევთ მხოლოდ ლიცენზირებულ კაზინოებში თამაშს, ვინაიდან ლიცენზიების გამცემი ორგანო კაზინოებისგან მკაცრი წესების დაცვას ითხოვს, მათ შორისაა მომხმარებლის მონაცემების დაცვა, უსაფრთხოება და სხვა.. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიცენზიის გამცემი ორგანოებია ბრიტანეთის გეიმბლინგ კომისია, მალტის გეიმინგ ორგანო, კიურასაოს მთავრობა, კანავაკის გეიმინგ კომისია და ალდერნეის გეიმინგის კონტროლის კომისია. აქ ჩვენ მიმოვიხილავთ კრიპტო კაზინოების აქტუალურ თემას. კრიპტო კაზინოები მოთამაშეებს საშუალებას აძლევენ ანგარიშები გახსნან და ფული გამოიტანონ კრიპტოვალუტის გამოყენებით. ქსელში ბევრი ისეთი ონლაინ კრიპტო კაზინოა, რომელსაც ლიცენზია არ აქვს. ისინი ამტკიცებენ რომ ლიცენზიის მიზანი მოთამაშეების ფინანსური ინფორმაციის უსაფრთხოებაა და ვინაიდან კრიპტო ვალუტა ანონიმურია, ლიცენზიების საჭიროებაც აღარ არის. თუმცა ლიცენზიები მხოლოდ მოთამაშეების ფინანსურ ინფორმაციებს კი არ იცავენ, არამედ ასევე უზრუნველყოფენ სამართლიანი თამაშის დანერგვას, თაღლითობის თავიდან აცილებას და ბევრ სხვას. ასევე უნდა აღინიშნოს რომ ტრანზაქციები კრიპტოვალუტის გამოყენებით სულაც არაა ანონიმური და ხშირია თაღლითობებიც. ჟურნალ Time-მის მიხედვით 2021 წელს კრიპტო თაღლითებმა ჯამში 14 მილიარდი დოლარი მოიპარეს. ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, ჩვენ თამაშს მხოლოდ ლიცენზირებულ კაზინოებში გირჩევთ. კაზინოს ლიცენზიის შესახებ ინფორმაციის მოძიება ძალიან მარტივია, - ჩასქროლეთ დაბლა კაზინოს მთავარი გვერდი და წვრილი შრიფტი წაიკითხეთ. სწორედ მანდ უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია ლიცენზიებზე. თუ ლიცენზიის გამცამი ორგანო თქვენთვის უცნობია, დაგუგლეთ რათა დარწმუნდეთ მის რეალურ არსებობაში. 2. რეპუტაცია გუგლი თქვენი მეგობარია, როცა საქმე კარგი რეპუტაციის მქონე ონლაინ კაზინოს შერჩევას ეხება. დაგუგლეთ თქვენს მიერ შერჩეული კაზინოს დასახელება და წაიკითხეთ სანდო წყაროს რევიუბი. თქვენ ასევე შეგიძლიათ კაზინოს სოციალური ქსელის გვერდებსაც გადახედოთ, წაიკითხოთ კომენტარები და შეფასებები. 3. მომხმარებელთა მხარდაჭერა თუ თქვენ ეძებთ ლეგიტიმურ კაზინოს რომლის ნდობაც შესაძლებელია, მნიშვნელოვანია საიტის მომხმარებელთა მხარდაჭერა გადაამოწმოთ. აქვთ თუ არა ლაივ ჩეთი? თუ არა მაშინ, შესაძლებელია თუ არა მაილის გაგზავნა ან დარეკვა დროული პასუხის მისაღებად? ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად სასარგებლო და გამოსადეგია კაზინოს წარმომადგენლობის დახმარება? რამდენად კარგად იცნობენ საკითხების თავისებურებებს? ამის გაგება მარტივია, ამისთვის მხოლოდ მათ მხარდაჭერასთან კონტაქტია საჭირო და მათ პასუხებზე დაკვირვება. 4. შეთავაზებები და ბონუსები ბევრი ონლაინ კაზინო გვთავაზობს მიმზიდველ ბონუსებსა და შეთავაზებებს, მაგრამ როდესაც ყველა პირობას გაეცნობით, გააცნობიერებთ რომ ძალიან ბევრის დახარჯვა მოგიწევთ, სანამ რაიმე სარგებელს ნახავთ. მიუხედავად იმისა რომ ეს ბონუსები ტექნიკურად კანონიერია, დიდს ვერაფერს შეგმატებენ. თუ კარგი გარიგებები გიყვართ, მაშინ მოძებნეთ ისეთი ონლაინ კაზინოები, რომელთა შეთავაზებებსაც რეალურ ცხოვრებაშიც აქვთ ფასი და არა მხოლოდ ვირტუალურ ქაღალდზე. 5. რეგისტრაციის პროცესი ტიპიური რეგისტრაციის პროცესი ლეგიტიმურ კაზინოებში მოიცავს თქვენი სრული სახელის და გვარის, ელექტრონული და ფაქტიური მისამართის და პერსონალური დეტალების შევსებას. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მოგთხოვონ პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, იმისთვის რომ კაზინო დარწმუნდეს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეში (თაღლითობის თავიდან ასაცილებლად). თუ კაზინომ პერსონალური ინფორმაციის გაზიარება ერთზე მეტჯერ მოგთხოვათ, განგაშის ატეხვის დროა! 6. შიფრირება და უსაფრთხოება ლეგიტიმური კაზინოები SSL (უსაფრთხო სოკეტების ფენა) შიფრირების ტექნოლოგიას იყენებენ, თავიანთი პალტფორმის და თქვენი საბანკო ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუ კაზინო არ იყენებს SSL შიფრირებას, სასწრაფოდ გაეცალეთ იქაურობას! ეს კიდევ ერთი დეტალია რომლის გადამოწმებაც მარტივად შეგიძლიათ - ვებ გვერდზე URL-ს გვერდით პატარა ბოქლომის გამოსახულება უნდა იყოს. მასზე დაჭერით ნახავთ არის თუ არა საიტის შიფრირების სერტიფიკატი ვალიდური. არ იფიქროთ რომ ბოქლომის გამოსახულების ერთხელ ნახვის შემდეგ, ის სულ იქ დაგხვდებათ. პერიოდულად საჭიროა გადამოწმება ვალიდურია თუ არა სერტიფიკატი რადგან ხშირად ხდება რომ კაზინოები მათ არ ინარჩუნებენ. 7. გადახდის მეთოდები სანდო ონლაინ კაზინოებმა ასევე სანდო გადახდის მეთოდების ნაირსახეობა უნდა შემოგთავაზონ, საიდანაც თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელს აარჩევთ. ძირითადი საკრედიტო ბარათები და სხვადასხვა ელექტრონული საფულეები მიღებული სტანდარტია, ხოლო კრიპტო ვალუტები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 8. ფულის გამოტანის სისწრაფე სანდო ონლაინ გეიმბლინგის ვებგვერდები გვაფრთხილებენ როდის უნდა ველოდოთ თანხის დარიცხვას, როგორც წესი ეს პროცესი ორი დღიდან ორ კვირამდე გრძელდება (როგორც წესი ეს თქვენს მიერ შერჩეულ გადახდის მეთოდზეა დამოკიდებული). თუ პროცესი ამაზე მეტად გაიწელა, დროა ეჭვი შეიტანოთ საიტის კანონიერებაში. ონლაინ გეიმბლინგის ძირითადი პრინციპი თანხის დროული გამოტანა და დარიცხვაა. 9. სამართლიანი გეიმინგი ონლაინ აზარტული თამაშები სახალისოა მანამ სანამ სამართლიანია. თუ თამაში არა სამართლიანია - ეს თქვენი ფულის კანალიზაციაში ჩარეცხვას უტოლდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ რომ /თქვენს მიერ შერჩეული კაზინო, RNG - შემთხვევითი ციფრების გენერატორს იყენებს - საკუთარი თამაშების სამართლიანობის და შემთხვევითობის პრინციპის დასაცავად. ასევე მნიშვნელოვანია კაზინო სანდო პროვაიდერების თამაშებს გთავაზობდეთ. ამის გადამოწმებაც მარტივადაა შესაძლებელი პროვაიდერის სახელის დაგუგლვით. 10. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა როგოც წესი , ონლაინ გეიმბლინგ ვებ გვერდებს რომლებიც თავიანთ ინფორმაციას ღიად ავრცელებენ მეტი უპირატესობა უნდა მივანიჭოთ, ვიდრე მათ ვინც ამ ინფორმაციას მალავს. თუ ფულის გამოტანის ვადებსა და RNG-ზე ინფორმაციის მოსაპოვებლად დიდხანს წვალება გჭირდებათ, ესეიგი ეს კაზინო ბოლომდე გულწრფელი არ არის. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ისეთ კაზინოებს სადაც ყველა საჭირო ინფორმაცია, ფულის გამოტანიდან დაწყებული შეთავაზებებით დამთავრებული, ღია და ხელმისაწვდომია. ფრთხილად შეარჩიე და ისიამოვნე სანდო ონლაინ კაზინოს ძებნისას ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, მაგრამ ეს თქვენს დროდ და ენერგიად ნამდვილად ღირს. როგორც კი დარწმუნდებით რომ თქვენს მიერ შერჩეული კაზინო სანდოა, შეგიძლიათ ბოლომდე ისიამოვნოთ აზარტული თამაშებით. ეს ხომ სწორედ ისაა რაც ონლაინ კაზინოებში ასე გვიზიდავს?
მოგესალმებით მოთამაშეებო! გიყვართ სპინები? გარიგებები? გათამაშება? ლატარეა? გაგორება? ბონუსები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოთამაშეებისთვის, გამოსცადონ ონლაინ კაზინოს ნამდვილი გარიგება. ეს შეთავაზებები სხვადსხვა ზომისა და სიდიდის გვხვდება, მათშორისაა უფასო სპინები, ქეშ ბონუსი, ქეშ ბექი, ფიქსირებული ბონუსები, უდეპოზიტო და მრავალ დეპოზიტიანი ბონუსები და ბევრი სხვა. თუმცა, კაზინოს ბონუსების ამხელა არჩევანით, მოთამაშეებისთვის ცოტა ბუნდოვანი და გაურკვეველი ხდება სიტუაცია. რომელი ბონუსი უნდა შეარჩიოთ? ღირს თუ არა მასზე თქვენი დროის დახარჯვა? თამაშის რა მოთხოვნები აქვს? როგორ განასხვავოთ ბონუსები ერთმანეთისგან? ყველა ეს შეკითხვა სწორი და დროულია. რატომ არსებობენ ონლაინ კაზინოს ბონუსები? ონლაინ კაზინოებს დაუნდობლ ინდუსტრიაში უწევთ ფუნქციონირება. მოთამაშეებისთვის შესაძლოა რთული იყოს განასხვავოს სხვადასხვა ონლაინ კაზინოები ერთმანეთისგან, რადგან ყველა ერთმანეთის მსგავსია. რა თქმა უნდა კაზინოები განსხვავდებიან სკინებით და თამაშების პროვაიდერებიც იცვლება ოპერატორების მიხედვით, მაგრამ მოთამაშეები ამას ადვილად ვერ ამჩნევენ. ონლაინ კაზინოების დიზაინი, გეგმარება, ვიზუალი და შეგრძნებები უმეტესად ერთმანეთის მსგავსია. მულტივენდორული კაზინოები უკვე არავის უკვირს; ისინი წესებს გვკარნახობენ. ოპერატორებმა რაღაცით უნდა გამოიჩინონ თავი ამ შეჯიბრში რათა გააგრძელონ ფუნქციონირება, მოიპოვონ წარმატება და მოიზიდონ მომხმარებლები. ეს მარკეტი მოთამაშეებს ეკუთვნის. ჩვენ გვაქვს უფლება ავარჩიოთ სად დავაბანდოთ რთულად ნაშოვნი ფული. ამიტომ როგორც წესი, ჩვენ გვინდა მაქსიმალური მოგება ვნახოთ შერჩეულ ონლაინ კაზინოებში დახარჯული ფულით. ფასეული ონლაინ კაზინოს მოსაძებნად, არც თუ ისე ცოტა ძალისხმევა დაგჭირდებათ. ონლაინ კაზინოების ბონუსები საუკეთესო ადგილია ძიების დასაწყებად. ზოგიერთი ოპერატორი თავს არ იზღუდავს სარეკლამო შეთავაზებების ფართო არჩევანში - სხვებს მათი მინიმუმამდე დაყვანა ურჩევნია. თითოეული ბონუსი უნდა შეფასდეს თვისებების მიხედვით. ამისთვის საჭიროა წვრილი შრიფტით დაწერილის - T&C-ის - ზედმიწევნით ცოდნა. თქვენ გამოიცანით; ჩვენ შეგახედებთ კულისებს მიღმა, რათა გაიგოთ ყველაფერი რისი ცოდნაც გჭირდებათ კაზინოების ბონუსებზე. თქვენ გაიგებთ: რა არის ბონუსები, სად ვიპოვოთ ისინი, როგორ გავაკეთოთ არჩევანი და როდის გაეცალოთ, თან უმოკლეს დროში. ყველა ონლაინ კაზინოს ბონუსი არ იმსახურებს დევნას, მიუხედავად იმისა რომ ამას მარკეტინგული ბანერები და სარეკლამო მასალები გეუბნებიან. როგორც ამბობენ, ეშმაკი დეტალებში იმალებაო. ასერომ მოემზადეთ ონლაინ კაზინოს ბონუსების უპრეცედენტო გამოაშკარავებისთვის. დავიწყოთ კითხვების და პასუხების სერიებით ამ თემაზე. ვის შეუძლია ონლაინ კაზინოს ბონუსის მოთხოვნა? არსებობს გავრცელებული მცდარი მოსაზრება, რომ მხოლოდ ახალ მოთამაშეებს შეუძლიათ ონლაინ კაზინოს ბონუსების მოთხოვნა. ეს არ არის მართალი. მაშინ როდესაც ყველაზე პოპულარული შეთავაზებები ახალი მოთამაშეებისთვის მისასალმებელი ბონუსებია, ისინი ნამდვილად არ არიან ერთადერთი ხელმისაწვდომი სარეკლამო შეთავაზებები. ნებისმიერი ონლაინ კაზინოს შეთავაზებების გვერდის ყურადღებით დათვალიერება, სწრაფად გაპოვნინებთ ისეთ შეთავაზებებს, როგორებიცაა მრავალ დეპოზიტიანი ბონუსები, უფასო სპინები, ქეშბექი, უიქენდ ბონუსები და სხვა ლიმიტირებული შეთავაზებები. მოერიდეთ ისეთ კაზინოებს, რომლებიც არსებულ მოთამაშეებს ბონუსებს არ სთავაზობენ. როგორ გავიგოთ რომელი ბონუსია ჩვენთვის უკეთესი? თუ კონკრეტულმა ბონუსმა თქვენი ყურადღება მიიქცია, შესაძლოა 'მახეში' გაებით. რა იყო ეს? მარკეტინგული ხრიკი თუ კეთილსინდისიერი და თქვენთვის ხელსაყრელი შეთავაზება? შესაძლოა უფასო სპინების გულუხვი ბონუსის პერსპექტივა თქვენთვის იმიტომაა მიმზიდველი, რომ გსიამოვნებთ თქვენი ბანკროლის გაზრდა და სლოტ ავტომატების თამაში? თუ თქვენ დაბალი ბიუჯეტის მქონე მოთამაშე ხართ, შესაძლოა უკეთესი იყოს უდეპოზიტო ბონუსები მოძებნოთ. ეს შეთავაზებები საშუალებას გაძლევთ, დარეგისტრირდეთ ონლაინ კაზინოში ფულის შეტანის გარეშე და ამავე დროს ითამაშოთ ნაღდ ფულზე. უდეპოზიტო შეთავაზებები იდეალურია ონლაინ კაზინოს ახალი მოთამაშეებისთვის. მნიშვნელოვანი კითხვები რომლებიც უნდა დასვათ: რამხელაა თქვენი გეიმინგ ბიუჯეტი? რომელი ონლაინ კაზინოს თამაშები გირჩევნიათ? რამდენად ხშირად გეგმავთ ონლაინ კაზინოს თამაშების თამაშს? რა დონეზე გესმით კაზინოს თამაშების ტექნიკური მხარე? გესმით თუ არა ბონუსების დადგენილებები და პირობები? შეგიძლიათ თუ არა დააკმაყოფილოთ სანაძლეოს მოთხოვნები გარკვეულ დროში? გაკმაყოფილებთ თუ არა კონკრეტული ბონუსის თამაშიდან დაბრუნებული პროცენტები? პირველი რამდენიმე შეკითხვა საკმაოდ მარტივია. მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ოთხზე ამას ვერ ვიტყვით. ამიტომ კაზინოს ბონუსებზე ჩვენს მიერ შედგენილ გაიდს გთავაზობთ. არის თუ არა უდეპოზიტო ბონუსი უფასო? ძალიან ცოტა ბონუსი არის ისეთი პოპულარული, როგორც უდეპოზიტო ბონუსი (NDB). მიუხედავად იმისა რომ ის ახალი მოთამაშეებისთვის უფასოა, თქვენ ვერ გამოიტანთ მოგებულ თანხას, მანამ სანამ ყველა დადგენილებასა და პირობას არ დააკმაყოფილებთ. აგიხსინით მისი მუშაობის მექანიზმს: თქვენ რეგისტრირდებით ონლაინ კაზინოში როგორც ახალი მოთამაშე. შემდეგ ითხოვთ თქვენს კუთვნილ უდეპოზიტო ბონუსს. რის მერეც თქვენ გადმოგეცემათ 'უფასო გეიმინგ ქეში' ექსკლუზიურად მხოლოდ ბონუსის დადგენილებების და პირობების მიხედვით გამოსაყენებლად. თქვენ ვერ გამოიტანთ 'უდეპოზიტო ბონუსს' თანხას სანამ არ დააკმაყოფილებთ სანაძლეოს ყველა მოთხოვნას (WR). WR იგივეა რაც დადგენილებები და პირობები. ესაა სწორედ ის წვრილი შრიფტი რომელიც უნდა წაიკითხოთ. იქ თავმოყრილია NDB-ზე ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მაგალითად, უდეპოზიტო ბონუსს, როგორც წესი შეზღუდული ღირებულება აქვს, ასევე ლიმიტირებული ვალიდურობის პერიოდი და მოქმედებს თამაშების შეზღუდულ რაოდენობაზე. მაგრამ ის საშუალებას გაძლევს ითამაშო ონლაინ კაზინოს თამაშები სრულიად უფასოდ. გახსოვდეთ რომ ასეთ დროს ნაღდ ფულზე თამაშისას, თქვენი მოგებების ქეშაუთი მხოლოდ WR-ის დაკმაყოფილების შემდეგ შეგეძლებათ. საბოლოო ჯამში ბონუსი უფასოა, მაგრამ თქვენ უნდა გაათამაშოთ გარკვეული თანხა, მანამ სანამ დარჩენილის გამოტანას შეძლებთ. როგორ შევადაროთ სხვადასხვა ბონუსები? გვახსოვდეს რომ საიდუმლო დეტალებშია. ბონუსი რომელიც ზედაპირულად შესანიშნავი ჩანს, შესაძლოა სინამდვილეში არ იყოს ასეთივე მიმზიდველი. განვიხილოთ შემდეგი ორი ბონუსი: 100% ბონუსი 100$-მდე (WR 25X ბონუსზე) 250% ბონუსი 1000$-მდე (WR 45X ბონუსსა და დეპოზიტზე) ზემოთ მოყვანილ მაგალითებში, პირველი ბონუსი ნაკლებად გულუხვია. მაგალითისთვის, მოთამაშეებს შეუძლიათ მონაწილეობა მხოლოდ დოლარი დოლარში მატჩ ბონუსში 100$-მდე. მაგრამ მეორე ბონუსით, მოთამაშეებს შეუძლიათ მიიღონ 250%-იანი ბონუსი 1000$-მდე. ერთი შეხედვით, მეორე შეთავაზება უფრო მიმზიდველი ჩანს. თუმცა, სანაძლეოს მოთხოვნების მიხედვით, სანამ ნებისმიერი მოგების გამოტანას შეძლებთ, თქვენ უნდა დადოთ ფსონად და დეპოზიტად 45 X ბონუსის ღირებულება. მაგალითად თქვენი დეპოზიტია 100$ და თქვენ მიიღეთ 250$იანი ბონუსი, თქვენ უნდა ფსონად დადოთ ჯამში 45 X 350$ = 15,750$ რათა შეძლოთ რაიმე მოგების გამოტანა. პირველი შეთავაზება არის 100%იანი ბონუსი 100$მდე. თუმცა ის გავალდებულებთ დადოთ ფსონი 25ჯერ. რაც იმას ნიშნავს რომ თქვენი 100$იანი ბონუსი ჯამში 2500$ დაგიჯდებათ, მხოლოდ მაგის შემდეგ შეძლებთ ამ ბონუსით მიღებული ნებისმიერი მოგების გამოტანას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პირველი შეთავაზება ბევრად უფრო მისაღებია. როგორ ავარჩიოთ ერთი ბონუსი მეორის მაგივრად მას შემდეგ რაც სანაძლეოს მოთხოვნებში გავერკვიეთ? მოდით გავაგრძელოთ ზემოთ ხსენებული მაგალითის განხილვა: 100% ბონუსი 100$-მდე (WR 25X ბონუსზე) 250% ბონუსი 1000$-მდე (WR 45X ბონუსსა და დეპოზიტზე) ჩვენ უკვე ვიცით რომ პირველ ბონუსს აქვს სანაძლეოს 2500$იანი მოთხოვნა 100$ ფსონზე. მეორეს 15,750$იანი მოთხოვნა 100%იან დეპოზიტზე, 250$იანი ბონუსით. თუ თქვენ ვერ დააგენერირებთ საჭირო მოგებებს, მაშინ აზრი ეკარგება გათამაშების მკაცრი მოთხოვნების შესრულებას. თუ თქვენ ბონუსით თამაშისას მოიგებთ 1000$, შესაძლოა პირველი შეთავაზება თქვენთვის მისაღები იყოს, მაგრამ უაზრობა იქნებოდა ამ 1000$ის ფსონებად დადება 15,750$იანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რადგან დიდი ალბათობით ყველაფერს თუ არა თანხის დიდ ნაწილს წააგებთ. თუმცა თუ გაგიმართლათ და ბონუსით მეგა ჯეკპოტს გაარტყით, პირველი და მეორე შეთავაზებაც გაამრთლებს თქვენს იმედებსა და დახარჯულ დროს. ყველაზე კარგად ბონუსის ფასეულობაში თამაშის დროს გაერკვევით. თუ თქვენ უბრალოდ თამაში გსურთ, აზრი ეკარგება ამხელა თანხის გადაყრას ასეთი პატარა ბონუსისთვის. დაიმახსოვრე: ამ ბონუსების სანაძლეოს მოთხოვნებში არაა მითითებული რამდენჯერ უნდა დადო ფსონი - იქ მხოლოდ ნახსენებია ბონუსი ან/და დეპოზიტის რაოდენობა. რამდენად კარგია უფასო სპინების ბონუსები? სლოტის მოთამაშეებს უყვართ უფასო სპინები. ვინაიდან უფასო სპინი დოლურის დასატრიალებლად გამოსაყენებელი ქეშის ექვივალენტია, აზრიანია ასეთი ტიპის ბონუსის მისაღებად დარეგისტრირდეთ. მაგრამ მას მინუსიც აქვს: უფასო სპინების ბონუსები დაბალი ღირებულების შეთავაზებებია, რომლებიც შეზღუდულია ზომასა და მოცულობაში. თუ თქვენ სლოტების თამაშისას, ერთ სპინზე 5$ დებთ, არ გქონდეთ იმედი მსგავსი ღირებულების უფასო სპინის მიღების. როგორც წესი უფასო სპინების ღირებულება შეადგენს $0.25/€0.25/£0.25 ან ნაკლებს. ამიტომ 100 უფასო სპინიც ვერ დააგროვებს დიდ მოგებას, რადგან თითოეულის ღირებულება ძალიან დაბალია. ამასთანავე თქვენ მოგიწევთ სანაძლეოს მოთხოვნების 35 X/40 X/45 X დაკმაყოფილება, რათა შეძლოთ თქვენი მოგებების გამოტანა. მაგრამ ეს შეთავაზებები უფასოა და დაბალი ღირებულება ამარტივებს გათამაშების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შეამცირეთ მოლოდინები და დატკბით ბონუსით. როგორ გავლენას ახდენს კაზინოს მარჟა ბონუსებზე? კაზინოს ბონუსი კარგი იდეაა, როდესაც არ გსურთ წინასწარ ფულის დადება მაგრამ ამავე დროს გინდათ ნაღდ ფულზე თამაში. თქვენ ვალდებული იქნებით ფულის გამოტანამდე შეასრულოთ სანაძლეოს მოთხოვნები. ასევე არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი რომელიც უნდა გაითვალისწინოთ - ის ცნობილია როგორც კაზინოს მარჟა. ეს არის ფაქტიურად კაზინოს უპირატესობა მოთამაშეზე. ეს გამოიხატება პროცენტულობაში, როგორც წესი 0.5%-ია ისეთი თამაშებისთვის როგორებიცაა ბლექჯეკი და 10%+ სლოტებისთვის. თუ თქვენ თამაშობთ 1000$-ით და ბლექჯეკის მარჟა არის 2%, უნდა გქონდეთ იმის მოლოდინი რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში უნაკლო ბლექჯეკ სტრატეგიის გამოყენების მიუხედავად, ყოველ 1000$ზე 20$ წააგებთ. თუ სლოტებისთვის მარჟა 5%ს შეადგენს, იცოდეთ რომ ყოველ 1000$-ზე 50$-ს დაკარგავთ, თუმცა ნებისმიერ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს გამონაკლისის სახით. კაზინოს მარჟა იმის გარანტიაა რომ კაზინო ყოველთვის გაჯობებთ, თქვენი ბონუსის მიუხედავად. თუმცა თუ ონლაინ კაზინოს ბონუსს მიიღებთ, უკეთესია ისეთი თამაშები შეარჩიოთ, რომლებსაც კაზინოს დაბალი მარჟა აქვთ, რათა მოგების მეტი შანსი გქონდეთ და სანაძლეოს მოთხოვნები უფრო სწრაფად და სარფიანად შეასრულოთ. რას არის ბონუსებში თამაშის წვლილის პროცენტულობა და რატომ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება? თითოეულ ბონუსს ან შეთავაზებას აქვს იმ თამაშების სია, რომლების თამაშის დროსაც შესრულდება სანაძლეოს მოთხოვნები. შეამჩნევდით რომ თითქმის ყოველთვის, ვიდეო სლოტებში 100% მიდის სანაძლეო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი დადებული ყოველი $/£/€ ემსახურება ბონუსის მოთხოვნებს. ამგვარად, 25 X WR-ი 100$იან ბონუსზე, გავალდებულებთ 2500$-ის გადახდას ვიდეო სლოტ თამაშებში. ამის შემდეგ, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მოგებების გამოტანა. თუმცა, ბლექჯეკში მხოლოდ 10% მიდის სანაძლეოს დასაფარად. ეს მთლიანად ცვლის სიტუაციას. 10%-იანი სანაძლეო მოთხოვნა ნიშნავს, რომ სლოტებთან შედარებით, ბლექჯეკის თამაშისას თქვენ დაგჭირდებათ 10-ჯერ უფრო მეტი ფსონის დადება. ამის შემდეგ, 100%-იანი ბონუსი 100 დოლარამდე 25 X WR-ით ნაკლებად მიმზიდველი ხდება. 2500$ სანაძლეოს მაგივრად, მოგიწევთ 25,000$ დახარჯვა, რადგან ბლექჯეკს აქვს ოსტატობის ელემენტი და მარჟაც გაცილებით დაბალია. ქეშბექ ბონუსები კარგი იდეაა? ქეშბექთან ერთად, მოთამაშეებს შეუძლიათ ისიამოვნონ თამაშით უფასო ქეშზე. ქეშბექის მოთხოვნისთვის დეპოზიტი არ გჭირდებათ, ასევე ბონუსს ან არ აქვს სანაძლეოს მოთხოვნები, ან ძალიან შეზღუდულია. ყოველ ჯერზე როდესაც ონლაინ კაზინოს თამაშს ნაღდ ფულზე თამაშობ, გარკვეული პროცენტი შენი ფსონებიდან ქეშბექად გიბრუნდება. ზოგიერთ ონლაინ კაზინოში, ქეშბექის პროცენტი 25%-ს აღწევს. თუმცა, შესალოა გადააწყდეთ 45 X გათამაშების მოთხოვნას ქეშბექ ბონუსზე - ასეთ შემთხვევაში, მოერიდეთ მათ. რა ნაკლოვანებები აქვთ ონლაინ კაზინოს ბონუსებს? ჩვენ გვესმის რომ ერთდროულად ძალიან რთულია ამდენის დამახსოვრება. ყველა მათემატიკოსი ან წესების მზუთხველი ვერ იქნება. მაგრამ მნიშვნელოვანია გავიგოთ და წარმოდგენა გვქონდეს რაში ვებმევით, რომ შემდგომში მოგებების გამოტანისას, არ შეგექმნათ პრობლემები. ვერ დაიჯერებთ, მაგრამ ფულის გამოტანის საჩივრების უმეტესობა მოდის იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც WR-ს ვერ აკმაყოფილებენ. არადა როგორი მარტივია. თქვენ ვერ გამოიტანთ მოგებებს ონლაინ კაზინოს ბონუსიდან, თუ არ დააკმაყოფილებთ გათამაშების ყველა მოთხოვნას. ახლა კი მოდით უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ზოგიერთი გასათვალისწინებელი საკითხი ბევრი კაზინოს ბონუსი არის ერთჯერადი შეთავაზება - მისასალმებელი ბონუსის შეთავაზება მხოლოდ ერთხელ ხდება. კაზინოს ბონუსები შესაძლოა ურთიერთგამომრიცხავი იყოს - თუ ერთს აარჩევ შესაძლოა სხვა ვეღარ გამოიყენო. უფასო სპინების ბონუსები როგორც წესი სხვადასხვა სლოტებში ამოდის, მაგრამ შესაძლოა მხოლოდ ერთ სლოტის ავტომატში ამოვიდეს. ბონუსების და სარეკლამო შეთავაზებების მოთხოვნები ხშირად სავსეა დეტალებით, იურიდიული ტერმინებითა და ჟარგონებით - ძნელია გაარკვიო რისი გაკეთება გჭირდება მათ შესასრულებლად. რაც უფრო მაღალია მოთხოვნები, მით უფრო ნაკლები შანსი გაქვს მოგებები სარფიანად გამოიტანო. კაზინოს ბონუსების უმრავლესობა მოთამაშეებისგან მოითხოვს დეპოზიტზე თანხის შეტანას, მოგებების გამოტანამდე - კიდევ ერთი ხრიკი. არ უნდა ენდოთ ულიცენზიო ონლაინ კაზინოების ბონუსებს - მოერიდეთ მათ. მისასალმებელი ბონუსის სანაძლეოს მოთხოვნა უცვლელად 35 X-ია. ჩემი პროფესიული ხედვა ონლაინ კაზინოს ბონუსებზე ეს ეკონომიკის ლექციებზე დიდი ხნის წინ ვისწავლე - 'არ არსებობს უფასო ლანჩი' - მაგრამ სწორად შერჩეული ბონუსით, თქვენ შეგიძლიათ უფასო ლანჩს მაქსიმალურად მიუახლოვდეთ. თქვენ უნდა იცოდეთ როგორ დაიყვანოთ მინიმუმამდე ფსონზე დადებული თანხა, ბონუსის მოთხოვნების შესასრულებლად. უდეპოზიტო ბონუსებს, ფიქსირებული ბონუსებს, უფასო თამაშს და უფასო სპინებს ეჭვგარეშე თავიანითი უპირატესობები აქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალებია - პატარა შრიფტი. დაუთმე დრო და გაეცანი თითოეული შეთავაზების დადგენილებებსა და პირობებს. მეტი თავდაჯერებულობისთვის, გაიარეთ კონსულტაცია მომხმარებელთა მხარდაჭერასთან!
888 Casino-მ და მისმა საკუთარმა კონტენტ პროვაიდერმა, Section8 Studio-მ ახლახანს ორი ახალი თამაში გამოუშვა, Holy Mackerel Extreme Fishing-ი და Holy Mackerel Fishing Business-ი. თევზაობა რჩება ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ წყლის სპორტად მსოფლიოში. შედეგად, ონლაინ კაზინოს ინდუსტრიაში სულ უფრო მეტ სათევზაო-თემატიკის თამაშებს უშვებენ. ეს სუპერ მიმზიდველი თამაშების დასახელებები, მაგარი გართობის მანიშნებელია. ექსკლუზიური გეიმინგ სათაურები Holy Mackerel Extreme Fishing-ი და Holy Mackerel Fishing Business-ი ექსკლუზიურად მხოლოდ 888casino-შია ხელმისაწვდომი. მოთამაშეებს შეუძლიათ ისიამოვნონ ორივეთი - როგორც ვიდეო სლოტ თამაშებით, ასევე პროგრესული ჯეკპოტებით ვერტიკალურ ფორმატში, Android და iOS მოწყობილობებიდან. Section8 Studio-ს ახალ გამოსული სათევზაო თემატიკის სლოტ თამაშები, უკვე დიდ ჰიტად იქცა მოთამაშეებში. ამ სლოტ თამაშებმა უკვე გადააჭარბეს ყოველდღიურ 1 მილიონ დოლარიან ზღვარს და ფსონები სულ უფრო იზრდება. მხოლოდ პირველი თვის განმავლობაში, 888casino-მ 13 ყოველდღიური ჯეკპოტი გაათამაშა 180,000$-იანი ფულადი პრიზით. მაშინ როდესაც ეს თამაშები ბევრ რამეში ერთმანეთის მსგავსია, ისინი ვოლატურობით განსხვავდებიან. საბედნიეროდ, მოთამაშეებს 888casino-ს მსოფლიოს ნებისმიერ საიტზე, მათ შორის ახლახანს გაშვებულ 888casino Ontario-ზეც შეუძლიათ ისიამოვნონ ამ სველი და ველური სათევზაო თემატიკის სლოტ თამაშებით. 888 Casino სიხარულს ვერ მალავს Holy Mackerel-ის ვიდეო სლოტების გამოშვების შემდეგ 888-ს ბიზნეს-მომხმარებლებთან (B2C) ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი (VP), ტალია ბენიამინი აღფრთოვანებულია ამ თამაშების გაშვებით, 'ეს ნოვატორული სლოტები, უკვე მოწინავე პოზიციებს იკავებენ 888casino-ს სხვა სლოტებს შორის, განსაკუთრებით სათევზაო თემატიკის თამაშებში. გამოსვლიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, Holy Mackerel-ი გახდა მეორე ყველაზე მსხვილი ფრანჩაიზი ამ კატეგორიაში. ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ შესაძლებლობებს გეიმინგ სამყაროში უფრო მეტი ბარიერის გასარღვევად და ამისთვის შეუდარებელი გეიმინგ გამოცდილებისთვის ელიტარულ თამაშებს ვქმნით.' გეიმინგ კონტენტის დირექტორმა, ოფირ გალ-მორმა კი ენთუზიაზმით დაამატა, 'ჩვენ გვიხარია რომ ვამატებთ საკუთარ, სპეციალურად შერჩეულ თამაშების პორტფოლიოს, იმ კატეგორიაში, რომელიც ჩვენს მომხმარებელს ასე უყვარს: ესაა თევზაობა. ამ ორ თამაშს აქვს მსგავსი თემები და ბმულები, მაგრამ განსხვავებული ვოლატურობა, რაც იმას ნიშნავს რომ მოთამაშეებს შეუძლიათ ისიამოვნონ თამაშის იმ მიმდინარეობით, რომელიც მეტად მოწონთ, მაგრამ გამოსცადონ ერთნაირად მაღალი მოგებების ალბათობა. ეს 888-ს საკუთარი გეიმ სტუდიის - Studio8 - შესაძლებლობების კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია, რომელიც აგრძელებს მაღალი ხარისხის და ამაღელვებელი თამაშების შექმნას.' 888-ს შესახებ 888 Holdings plc - ესაა წამყვანი ონლაინ გეიმინგ გიგანტი, რომელიც ოპერირებს რეგულირებულ ბაზარზე. მათი სლოგანი - მეტად უსაფრთხო. უკეთესი. ერთად. - დამაჯერებლად ჟღერს ბიზნეს საქმიანობის ყველა ასპექტში. პასუხისმგებლიანი გეიმინგ თამაშის მხარდამჭერი, 888casino გთავაზობთ უსაფრთხო, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოს RNG-ით გენერირებული თამაშებით, ასევე ფორმულირებულ უსაფრთხოების პოლიტიკას, მომხმარებელთან შეთანხმებას და დაცულ გეიმინგს. 888 Casino სრულად ლიცენზირებული და რეგულირებულია მსოფლიოს გარშემო რამდენიმე ორგანოს მიერ, მათ შორისაა MGA, UKGC, გიბრალტარის მთავრობა და სხვები. უამრავი აღიარების მქონე ოპერატორმა, 888casino-მ, 2021 წელს, პრესტიჟული EGR-ის წლის ოპერატორის (Operator of the Year) ჯილდო მიიღო. მან ასევე დაიმსახურა წლის პროდუქტის ჯილდოც, მხარდაჭერის უბადლო გუნდის ყოლისთვის. 888 ოპერირებს როგორც B2C და B2B ორგანიზაცია, დაინტერესებული მხარეებისთვის სხვადასხვა სფეროების ფართო არჩევანით. მომხმარებელზე ორიენტირებული ვებგვერდები მოიცავენ გეიმინგ და ფსონების შთამბეჭდავ გამოცდილებას, რეგულირებად ტერიტორიებზე მყოფი ყველა სრულწლოვანი მოთამაშისთვის.